იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე და ქართული ოცნების წევრი ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვისას კამათი პროცედურებთან დაკავშირებით დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დეპუტატები მანდატურებმა გააშველეს.
Blog
-
ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში (ვიდეო)
-
უამინდობა საქართველოში ორი დღე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უამინდობა – ქარი და ნალექი ქვეყნის მაშტაბით შემდგომი ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება. თოვა შენარჩუნდება მაღალმთიან რეგიონებშიც. ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 20 მარტიდან ელოდებიან, რომ ტემპერატურა 18 გრადუსამდე აიწევს.სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში ქარის ძალა შესუსტდა, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს და დედაქალაქს, თუ ღამის საათებში იყო ძალიან ძლიერი დაქროლვები ქარის, ამჟამად ქარი თანდათანობით წყნარდება და მთლიანი ჩადგომა ქარის მოსალოდნელია ამ საღამოს. დასავლეთ საქართველოში უკვე 19-დან 21 მარტის დღის პირველ ნახევრამდე გამოიდარებს. -
არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს ჯარში გაიწვევენ. კანონპროექტი ოფიციალურად რეგისტრირდება
პარლამენტის ბიუროზე დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები შეძლებენ.პროექტის მიხედვით კანონში მთლიანად უქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. თუმცა, კონკორდატის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას. ირაკლი სესიაშვილი არ მალავს, რომ პროექტის მიზანი იმ ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელმაც “გირის“ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, “ბიბლიურ თავისუფლებას“ საშუალება მისცა 15 000–მდე ახალგაზრდისთვის სასულიერო პირის სტატუსი მიენიჭებინა და ამგვარად სამხედრო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ეს ორგანიზაცია უკვე ორი წელია არსებობს.
თუმცა კანონპროექტი პრობლემებს არა მხოლოდ გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას შეუქმნის.ცვლილებების შემდეგ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა სხვა რელიგიური კონფესია მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა.გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და კანონპროექტს არ მიიღებენ, წინაღმდეგ შემთხვევაში, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.კანონს დისკრიმინაციულად აფასებს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეც და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.“ინიციატივა იმდენად დისკრიმინაციულია, რომ საუბარიც კი მეუხერხულება, როგორ ავხსნა, რამდენად შეუსაბამოა ქვეყნისათვის, რომელიც დემოკრატიის შენებაზე დებს თავს, შეუსაბამოა კონსტიტუციისთვისაც, რომლის თანახმად, რელიგიის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ.“– ამბობს გოცირიძეარასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კანონპროექტი პარლამენტმა რომც მიიღოს, საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად ცნობს, რადგან ის დისკრიმინაციულია და სხვადასხვა აღმსარებლობის პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და მხოლოდ ერთ, დომინანტურ რელიგიას აღიარებს.კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ ყველას დარჩება უფლება და ვალდებულება, რომ თუ რელიგიური მოტივით არ სურს სამხედრო სამსახური, ალტერნატიულ სამსახურში მოიხადოს ვალი. -
მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს
ხანძარი რომელიც დიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ ტექნიკის საწყობს გაუჩნდა ამჟამად ნაწილობრივ ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი 1800 კვ. მ. ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად კი 23 სახანძრო ბრიგადის მობილიზება მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.
-
როგორ აღნიშნავენ გამარჯვებას ქართველი მორაგბეები (ვიდეო)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ ქართველო მორაგბეები დღევანდელ გამარჯვებას აღნიშნავენ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ “ბორჯღალოსნებმა” ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ. მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 22:6 მოიგეს. ამ მატჩს ბორჯღალოსნები ჩემპიონის სტატუსით შეხვდნენ და შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა რუსეთის ნაკრებთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ყოველთვის პრინციპულია და სპორტზე უფრო მეტ დატვირთვას ატარებს.
-
ხანძარი დიღომში
ხანძარია დიღომში. სავარაუდოდ ცეცხლი ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ ტექნიკის საწყობს გაუჩნდა. თავდაპირველი ინფორმაციით დაიწვა 600 კვ. მ. ფართობი. ხანძარს 11 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. მეხანძრეებმა საწყობიდან ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი 1800 კვ. მ. ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად კი 23 სახანძრო ბრიგადის მობილიზება მოხდა.

-
დადის თუ არა კვიციანი პარლამენტში ნასვამი. სიცრუის დეტექტორმა დეპუტატს არ დაუჯერა
პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა გადაცემა სიცრუის დეტექტორში მიიღო მონაწილეობა და სულ 9 შეკითხვას უპასუხა, უფრო სწორად მეცხრე შეკითხვაზე ჩაიჭრა. სწორედ რიგით მეცრე იყო კითხვა – ყოფილა თუ არა ის პარლამენტის სხდომაზე არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელზეც დეპუტატმა უპასუხა რომ არა, თუმცა სიცრუის დეტექტორმა ეს პასუხი არასწორად ჩაუთვალა.კვიციანმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც გულ–სისხლძარღვთა პრობლემები აქვს, ყოველ დილით ერთ ჭიქა საფერავს სვამს, თუმცა ეს დილის 6–7 საათზე ხდება და მისი აზრით სხდომის დაწყებამდე ალკოჰოლი აღარ მოქმედებს. შესაბამისად თვლის, რომ პარლამენტის სხდომაზე ნასვამი არასოდეს ყოფილა. -
საოკუპაციო ზოლთან 21 წლის ბიჭი გაიტაცეს
საოკუპაციო ზოლთან, გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. -
“ჩვენი არშეშვებით რუსეთს “უსწორებთ“–დავით ქაცარავა ხურვალეთში დღესაც არ შეუშვეს
დღეს ხურვალეთში მოძრაობის – “ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ქაცარავა კიდევ ერთხელ ჩავიდა, თუმცა არც ამჯერად შეუშვეს. საღამოს შვიდი საათისთვის მან ფეისბუქ გვერდზე ლაივი ჩართო და სტატუსი დადო:
“ამ წუთას ვიმყოფებით ხურვალეთის შესასვლელში, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის სურსათ-სანოვაგე ჩამოვიტანეთ და სავარაუდოდ უკან წაღება მოგვიწევს.
პოლიცია გვიცხადებს, რომ არავის უშვებენ ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა. ჟურნალისტებიც კი არ შევუშვით ხურვალეთშიო. ბრძანებაა ასეთიო. სხვა მიზეზი არ გვითხრეს.
ჟურნალისტებო, არ გაგიჩნდათ კითხვა რატომ არ გვიშვებენ ხურვალეთში? რა ხდება იქ ისეთი, რატომაც არ გვეძლევა საშუალება იქ შესვლის და ინფორმაციის გამოტანის?
არა, რუსები იქ დღეს არ დგანან, განსხვავებით 15 მარტისგან,(სურათს შეხსენებისთვის თან დავურთავ, პატ. ტროლები რომ არ შეწუხდნენ ზედმეტად)კვირაა, ისვენებენ ეტყობა..
მაგრამ ჩვენი ხურვალეთში არ შეშვება რუსების არგაღიზიანების პოლიტიკაა, ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ.
ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების სოფელში არ შეშვებით შეიძლება რუსებს “უსწორებთ”, მაგრამ ჩვენ კი გვიმძაფრდება შეგრძნება რომ რუსები ასე მარტივად არ შეეგუებიან 15 მარტის მარცხს და მალე ბატონისაშვილის და ხუროშვილის ბაღების ოკუპაციის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ.მოკლედ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლისთვის, ეს ჩვენი გასაკეთებელია და ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს.“ – წერს დავით ქაცარავა. -
საბერძნეთში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 4 ქართველი დააკავეს. ბერძენი სამართალდამცავების ინფორმაციით ისინი საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დაკავებულებს შორის ერთ-ერთი კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა, მეტსახელად “თავა”. დაკავებულებს ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ედებათ ბრალად.