კიევმა მხატვრულ ტანვარჯიშში ორ საერთაშორისო ტურნირს – კიევის გრან პრისა და სენიორებსა და იუნიორებს შორის „ირინა დერიგინას თასის“ გათამაშებას უმასპინძლა. ქართველმა სპორტსმენებმა სამივე ტურნირზე იასპარეზეს. გრან პრიზე, რომელიც რანგით ერთ–ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა, სალომე ფაჟავამ ბურთითა და გურზებით ვარჟიშში ფინალში იასაპარეზა. გურზებში სალომემ ყველას აჯობა და 19,700 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ბაფთით ვარჯიშში კი, ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 
„ირინა დერიგინას თასზე“ სენიორთა შორის წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მეორე ნომრის, ნათელა ბოლატაევას ასპარეზობა. ბოლატაევა ოთხივე საგნით ვარჯიშში ფინალში გავიდა – ბაფთით ვარჯიშში მეორე, ხოლო რგოლით ვარჯიშში მესამე ადგილი დაიკავა. ბურთით ვარჯიშში ნათელა მეოთხე, ხოლო გურზებით ვარჯიშში მეხუთე ადგილზე გავიდა. 
იუნიორებს შორის ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი. ნუცა ჯანაშვილმა ბაფთით ვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა, ბურთით ვარჯიშში კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა. 
Blog
-
სალომე ფაჟავას ტრიუმფი კიევის გრანპრიზე
-
რაზე ისაუბრა ოცნებამ დახურულ შეხვედრაზე
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მიიღეს. დეპუტატების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ უმრავლსების კანონპროექტზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ სესიაზე მას უმრავლესობის სრული მხადაჭერა ექნება. ასევე სხდომაზე მსჯელობა მიმდინარე სასესიო კვირასაც შეეხო, პარლამენტში პრემიერმინისტრისა და სამი მინისტრის მოსმენა იგეგმება.
-
სანდრა რულოვსი თუ ნიკა მელია–ვინ იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი
ნაციონალურ მოძრაობას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაასახელებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად. დღევანდელ შეკრებაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ ეს საკითხიც განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.განიხილება ორი კანდიდატურა – სანდრა რულოვსი და ნიკა მელია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია სავარაუდოდ 24 მარტს ყრილობაზე მიიღებს, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილმა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გასული წლის სექტემბერში დაწერა.
მანამდე რუსთავი2–მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. „შაბათის კურიერის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს. ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლით, ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.
-
ანჯელინა ჯოლი კინოკარიერაში პაუზას იღებს
ანჯელინა ჯოლი ლოს ანჟელესს ტოვებს, კინოკარიერაში პაუზას იღებს და ბავშვებთან ერთად ნიუ–იორკში გადადის საცხოვრებლად. მის გეგმებში ბროდვეიზე თეატრის მსახიობის ამპლუის მოსინჯვაც შედის.ასეთი მკვეთრი ცვლილებები განქორწინების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მსახიობის სურვილს უკავშირდება, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.ჯოლი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აღიქვამენ ჰოლივუდში ბრედ პიტთან განქორწინების გამო. მსახიობის მეგობარი ყვება, რომ ჯოლი წყვილის საერთო ნაცნობების და კოლეგების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას გრძნობს. ახალი როლების მიღება კი სულ უფრო უჭირს.მსახიობი ნიუ–იორკში გადასვლას კარგ გადაწყვეტილებად იმის გამოც თვლის, რომ მისი უფროსი შვილი, მედოკსი ნიუ–იორკის უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს.
ჯოლის მეგობარი ამბობს, რომ ნიუ–იორკში გადასვლის შემდეგ პიტს ბავშვების ნახვა უფრო გაუძნელდება. თუმცა ანჯელინას კომპრომისის მოძებნა მოუწევს: სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მან მამის და შვილების შეხვედრებს ხელი არ უნდა შეუშალოს.პიტის და ჯოლის განქორწინების პროცესი სამი წელი გრძელდებოდა. გასული წლის დეკემბერში მათ მიაღწიეს შეთანხმებას ბავშვების ერთობლივი მეურვეობის შესახებ. წყვილს სამი აყვანილი შვილი ყავს, გარდა ამისა სამი ერთობლივი, ბიოლოგიური შვილი.ბოლო დროს ანჯელინა ხშირად სეირნობს ლოს ანჟელესის ქუჩებში და მაღაზიებში ბავშვებთან ერთად და ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში.
-
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბავშვის ნათლიები შეარჩიეს
ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ უკვე გადაწყვიტეს, ვინ გახდება მათი შვილის ნათლია, რომელიც აპრილში უნდა დაიბადოს. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია. სასექსის ჰერცოგის შვილის დაბადებას ბრიტანეთში მოუთმენლად ელიან. ასევე მოუთმენლად ელოდნენ, ვის აირჩევდა წყვილი ბავშვის ნათლიად. ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ნათლიები ჯორჯ და ამალი კლუნები ყოფილიყვნენ, რომლებთანაც პრინცი ჰარი და მეგანი მეგობრობენ. ასახელებდნენ სერენა უილიამსსაც, რომელსაც ბოლო დროს მეგან მარკლი ძალიან დაუახლოვდა. თუმცა მეგანმა და ჰარიმ არჩევანი ძველ მეგობრებზე შეაჩერეს, რომლებთან ურთიერთობებიც წლებმა გამოსცადა.ბავშვის ერთ–ერთი ნათლია დიზაინერი და სტლისტი ჯესიკა მალრუნი იქნება. ჯესიკას და მეგანს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მათ ერთმანეთი კანადაში გაიცნეს, სადაც მეგანი სერიალ “ფორს–მაჟორებში“ თამაშობდა. მათ ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად იოგით გატაცება. ერთად წლების მანძილზე ბევრ დროს ატარებდნენ.
გათხოვებამდე მეგანი ხშირად მოგზაურობდა ჯესთან, მის ქმართან–ბენ მალრუნისთან, რომელიც კანადის ყოფლი პრემიერ–მინისტრის შვილია და მათ სამ შვილთან ერთად. ჯეისიკას და ბენის სახლი მეგანის და ჰარის საიდუმლო თავშესაფარიც იყო მათი რომანის დასაწყისში, როცა პრინცი შეყვარებულთან ტორონტოში ჩადიოდა. პაპარაცების გამო წყვილი საჯაროდ ვერ ჩნდებოდა და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ მალრუნების სახლში.მეგანი ჯესიკას საუკეთესო მეგობრად თვლის. სწორედ ჯესიკა ეხმარებოდა როგორც ქორწილის ორგანიზებაში, ასევე ცოტა ხნის წინ ნიუ–იორკში baby shower –ის
ბავშვის კიდევ ერთი ნათლია ოჯახის ახლო მეგობარი ნიკოლას ვან კუცემი გახდება. ის პრინცი უილიამის დიდი ხნის მეგობარია, ბოლო წლებში კი გარისთანაც დამეგობრდა. ნიკოლასი გასულ წელს უილიამის და ქეით მიდლტონის მესამე შვილის, პრინც ლუის ნათლიაც გახდა.პრინც ჰარის ძალიან უყვარს ვან კუცემი და მისი ცოლი ალისა და მათ მეგობრებზე უფრო მეტად თვლის.

არ არის გამორიცხული ნათლიების სია კიდევ გაიზარდოს. ბრიტანული ტრადიციებით ბავშვს შესაძლებელია ორზე მეტი ნათლია ყავდეს.
-
ენრიკე იგლესიასმა მოცეკვავე შვილის ვიდეო გამოაქვეყნა
43 წლის მომღერალმა, ენრიკე იგლესიასმა ინსტაგრამზე უკვე წამოზრდილი შვილის ვიდეო დადო. ტყუპები – ბიჭუნა ნიკოლასი და გოგონა ლუსი ენრიკე იგლესიასს ანა კურნიკოვასგან ჰყავს.ესპანელი მომღერლის და რუსი ჩოგბურთელის ტყუპებს ცოტა ხნის წინ 1 წელი და 3 თვე შეუსრულდათ. ორივე უკვე გამართულად დადის. ძალიან მოძრავები, ლამაზები და საყვარლები არიან. ბავშვები ძალიან გვანან დედას. ენრიკემ ამჯერად ბიჭუნას ვიდეო გამოაქვეყნა. -
ნაციონალური მოძრაობის ახალ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ
ასეთი დალაგებული, მშვიდი, წყნარი, პოლიტსაბჭოს სხდომა მე არ მინახავს“ – განაცხადა „გაერთინებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რამდენიმე საათიანი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ვაშაძის განცხადებით, სხდომაზე ყრილობის მოსამზადებელ საკითხებზე ისაუბრეს; რომელიც 24 მარტს ჩატარდება. გრიგოლ ვაშაძის განმარტებითვე, დღევანდელ სხდომაზე პარტიაში ვერ შეთანხმდნენ, რა ფორმით „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.სავარაუდიოდ 24 მარტს, “ნაცონალური მოძრაობის” ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე დასახელდება. -
“შოკი გაქვს ემოციური,სულ დაკარგე სახე“– ბესელიას და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირების მორიგი სერია
ურთიერთბრალდებების, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების რეჟიმში, თითქმის 7 საათი მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. პროექტის კატეგორიულად მოწინააღმდეგეთა ბანაკი – ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ამტკიცებენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელების კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნისას პარლამენტის როლის დაკნინებისა და სასამართლო სისტემაში ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის პოზიციების გამყარების გეგმაა. „იმაზე პატარა, ხარ, ვიდრე რეალურად ჩანხარ“,- ასე მიმართა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მის შემცვლელს ანრი ოხანაშვილს, რის გამოც, სხდომის წამყვანს დავით მათიკასვილს კიდევ ერთხელ მოუწია ოხანაშვილის დაცვა. „დამშვიდდით, ბიჭებო, დამშვიდდით, დაიწყნარეთ ნერვები, ამიტომ გამეცადინე, რომ ასე წაგეყვანა სხდომა“, – უთზპა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს. -
1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტირებას ადგილზე ჩაუტარებენ
1 აპრილიდან სპეციალური ტესტების მეშვეობითაც მძღოლები ნარკოტესტირებას ადგილზე გაივლიან და მათი გადაყვანა ნარკოლოგიურ ცენტრში საჭირო აღარ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.ტესტი ვიზუალურად ალკოტესტის მსგავსია და ის პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. ნარკოტიკული თრობის დადგენა ნერწყვის მეშვეობით მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღეს. ერთდროულად რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.თუმცა კანონის ამოქმედება აქამდე ვერ მოხერხდა რადგან შსს–ს შესაბამისი მოწყობილობა არ გააჩნდა. პორტატიული ნარკოტესტების შესაძენად შსს–ს ტენდერის ჩატარება და ტესტების შეძენა მოუწია. ამისათვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო.ნარკოტესტი ნერწყვის საშუალებით შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების კვალს გამოავლენს: მარიხუანა, კოკაინი, ოპიატები, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკები. -
კიმ კარდაშიანი სახეზე ფსორიაზს აღარ მალავს
38 წლის კიმ კარდაშიანმა თამამი სელფი გამოაქვეყნა. რეალითი შოუების ვარსკვლავმა ყველას აჩვენა, როგორ გამოიყურება დილით უმაკიაჟოდ. კიმის სახეზე ფსორიაზის წითელი ლაქები ჩანს. მას განუკურნებელი დაავადება 30 წლიდან აწუხებს.“დილის ფსორიაზი“ ასე დაარქვა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს კარდაშიანმა. ფოტოზე ის საწოლში პოზირებს.თაყვანისმცემლებმა ვარსკვლავს მხარდამჭერი კომენტარები დაუწერეს. “კიმ, ვნახე ფოტო. მადლობა რომ გვაჩვენებ სინამდვილეში როგორი ხარ“ ,“ შენ ყოველთვის მშვენიერი ხარ“, “მზესაც აქვს ლაქები“ “იდეალური არავინ არის. მაგარია!“ წერენ კარდაშიანის ხელმომწერები.ცოტა ხნის წინ კარდაშიანმა ფსორიაზთან ბრძოლის მორიგი ეტაპების შესახებ უამბო ფანებს. მან სახეზე ბალახის ნაყენი წაისვა და სპეციალური თერაპევტული აპარატი გამოიყენა. კარდაშიანმა ფეხის ფოტოც დადო, რომელზეც დაავადება ასევე პროგრესირებს.კიმ კარდაშიანი არასოდეს მალავდა, რომ კანის ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც დედისგან, კრის ჯენერისგან გადაეცა. ორი წლის წინ მან თქვა, რომ ფსორიაზი სახეზეც გავრცელდა. ვარსკვლავი ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას მიეჩვია. ის სახეზე ლაქებს მაკიაჟის საშუალებით ფარავს, თუმცა კოსმეტიკა ყოველთვის ვერ შველის. თებერვალში პაპარაცებმა ლოსანჟელესში სეირნობისას კიმის აჭრელებული სახე გადაიღეს.