Blog
-
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ივანიშვილს შეხვდა
ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი დანახვა არ უნდა და სწორედ ამის გამო არ დაესწრო ქართული პარლამენტის 100 წლის იუბილეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე, ანუ 18 მარტს ივანიშვილთან შეხვედრა ქონდა. თუმცა მიზეზი პოლიტიკური თემა არ ყოფილა. პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრა კულტურულ თემასთან დაკავშირებით შედგა, რომელიც საქართველოში სახელოვნებო ბაზრის შექმნას ეხება.“შევთავაზე მოსაზრება რომელიც ეხება ერთ საკითხს, რომელშიც არის ძალიან ჩართული და რომელიც ეხება თანამედროვე ხელოვნებას და სახელოვნებო ბაზრობას, რაზეც ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს საფრანგეთში ვიზიტისას და მგონია რომ არის საინტერესო. ამ კუთხით შევხვდი. ეს არ ეხება არც პარტიას და არც მთავრობას“ – აცხადებს ზურაბიშვილი.ის ამბობს, რომ ივანიშვილთან თავს ვალდებულად არ თვლის, თავისუფალი ადამიანია და ამას ყველა შეეჩვია, მათ შორის ივანიშვილი.კითხვაზე, რა სტატუსით შეხვდა ივანიშვილს ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეხვდა როგორც თავისუფალი ადამიანი თავისუფალ ადამიანს.კითხვაზე, რა აჩუქა ივანიშვილმა დაბადების დღეზე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისგან საჩუქარი არ მიუღია. -
“გავიგუდეთ“- საწარმო, რომელიც მომწამლავ გამონაბოლქვს აფრქვევს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს როგორ ბინძურდება ჰაერი კომპანია “ჯეოსთილის” საწარმოს გამონაბოლქვით.
საწარმო რუსთავში მდებარეობს. “ჯეოსთილი’’ უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.
ფეისბუქგვერდი სახელწოდებით “გავიგუდეთ“ წერს, რომ ადრე საწარმოს გამონაბოლქვი მილებიდან იფრქვეოდა, ახლა კი მილებს უბრალოდ აღარ იყენებენ და გამონაბოლქვი პირდაპირ შენობიდან იფრქვევა. სამოქალაქო აქტივისტები სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
-
მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის კვდომის გამო–ბესელია
„მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, ღირსების კვდომის გამო,” – ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების გადაწყვეტილებას, რომ ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების შესახებ კენჭისყრა მეორედ გამართულიყო.
ბესელიას განცხადებით, კვაჭანტირაძემ პირველი კენჭისყრის შემდეგ, სადაც მისი გადაყენება ვერ მოხერხდა, მზაობა გამოთქვა გადადგომაზე, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმეორებითი კენჭისყრა მაინც დანიშნეს.
ბესელია ამბობს, რომ ახლა რაც პარლამენტში ხდება, საკანონმდებლო ორგანოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაა. დეპუტატის თქმით, ასევე განაჩენი გამოაქვს საკუთრი თავისთვის ყველა დეპუტატს, ვინც მზად იყო, განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო.
“ვუყურებ, პარლამენტი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორ კარგავს სახეს ამ თავის სულმდაბლობით. გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რა მძიმე პოლიტიკური პროცესის მონაწილეა.
“მწვანე ღილაკზე ხელის მიჭერა ნიშნავს, რომ პარლამენტს უკლავ ღირსებას. ასე ქცევა, ასე მოქცევა რაში წერია? ახლა რაც ხდება, ეს ნიშნავს, პარლამენტი ჩაასვენო, გაასვენო და საკუთარ თავსაც განაჩენი გამოუტანო,“ – განაცხადა ბესელიამ.
მმართველმა გუნდმა მათი ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოაგროვა ის 76 ხმა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო იყო. ამის შემდეგ კი სდაინიშნა ბიუროს სხდომა, გამოაცხადეს საყოველთაო საპარლამენტო მობილიზაცია და მიიღეს უპრეცედენტო გადაწვეტილება – საკითხი ხელმეორედ გამოიტანეს კენჭისყრაზე. საბოლოო კვაჭანტირაძემ თანამდებობა მეორე კენჭისყრამდე საკუთარი განცხადებით დატოვა.
-
ყალბი მედიკამენტების ინდუსტრია,რომლის გამო წელიწადში ასობით ათასი ადამიანი იღუპება
ახალი კვლევების თანახმად მსოფლიოში ბავშვთა სიკვილიანობა უხარისხო და ყალბი პრეპარატების გამო ყოველწლიურად იზრდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ასობით ათასი ბავშვი იღუპება მალარიის, პნევმონიის და სხვა დავადებების სამკურნალო უხარისხო ან უბრალოდ გაყალბებული წამლების გამო.“ჩვენ ვსუბრობთ მინიმუმ 300 000 ბავშვზე, რომლებიც გარდაიცვალნენ ე.წ. წამლების გამო, რომლებსაც კრიმინალები ავრცელებენ.“ – ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, აშშს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის უფროსი მკვლევარი ჯოელ ბრემანი.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაყალბებული და უხარისხო მედიკამენტების სამი ტიპი განსაზღვრა:1. “ფალსიფიცრებული სამედიცინო პროდუქტები“, რომელთა გამავრცელებლები განზრახ აყალბებენ ინფორმაციას წამლის შემადგენლობის, წარმომავლობის და არსის შესახებ.
2. “არასტანდარტული პრეპარატები“, რომლებიც კანონით რეგულირდება, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით და გზებით არ შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს და სპეციფიკაციებს – მაგალითად აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საჭიროზე ნაკლებ რაოდენობას შეიცავენ.
3. მესამე ტიპი: ეს არის არარეგისტირებული ან არალიცენზირებული სამედიცინო პროდუქტები, რომლებსაც არანაირი ტესტირება არ გაუვლიათ და არც შესაბამისი შესაბამისი სერთიფიკატი მიუღიათ.კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ American Journal of Tropical Medicine and Hygiene–ში გამოქვეყნდა, ფალსიფიცირებული და არასტანდარტული მედიკამენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. მაგალითად, ფარმაცევტების ჯგუფმა, სახელწოდებით Pfizer Global Security, რომელიც კონტრაფაქტური წამლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, 2008 წელს 75 ქვეყანაში 29 ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინა. 10 წლის შემდეგ კი 113 ქვეყანაში 95 პროდუქტი იპოვნა.“თავიდან ძველებურად ღარიბ ქვეყნებზე ვფოკუსირდებოდით, რადგან მათთან დაავადებების რაოდენობა დიდია, კონტრლი კი არ არსებობს“ – ამბობს ბრემანი, რომელიც ამავე დროს ამერიკის ტროპიკული მედიცინის და ჰიგიენის საზოგადოების პრეზიდენტია. მისი თქმით, ფალსიფიცირებული და უხარისხო წამლების გავლენა საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წამლების საერთო ბაზრის ბრუნვის 10%–ს შეადგენს და წელიწადში 200 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბრემანის თქმით, ორი მთავარი პრობლემიდან ერთ–ერთი ამ ქვეყნებში მალარიის საწინაღმდეგო პრეპარატებია, რომლებიც წელიწადში 150 000 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს პრობლემა ძირითადად აფრიკის ქვეყნებში არსებობს. აქ გაყიდული პრეპარატების მეოთხედი უხარისხო და ფალსიფიცირებულია. მეორე საკვანძო პრობლემა დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა პნევმონიისთვის უხარისხო ანტიბიოტიკებია, რომლებიც ასევე ათასობით ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება.ბავშვთა პრეპარატების გარდა, სულ უფრო იზრდება ფალსიფიცრებული პრეპარატების წილი ქრონიკული დაავადებების, მაგალითად ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატებში. ფარმაცევტული უსაფრთხოების ინსტიტუტის ინფორმაციით ყალბი და უხარისხო პრეპარატების 50% სწორედ ამ ტიპის მედიკამენტებზე მოდის.ყველაზე გავრცელებული ამ ყალბი პრეპარატებიდან არის გულის დაავადებების, ერექციული დისფუნქციის, სიმსივნის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (რეცეპტურული ოპიოიდები) წამლები, რომლებიც ხშირად ინტერნეტით ვრცელდება და ხანდახან ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორისტულ დაჯგუფებებსაც უკავშირდება.ბერმანი აცხადებს, რომ არ გაუწევს პოპულარიზაციას და არ დაასახელებს იმ უკანონო საწარმოებს, რომლებიც ყალბ ნარკოტიკებს და ოპიოიდებს აწარმოებენ. მკვლევარი ამბობს, რომ მათი საწარმოები დაბინძურებულია, მოძველებული აპარატურით მუშაობს და მათ მიერ დამზადებული აბები ხშირად ფენტანილით და სხვა მავნე ნივთიერებებით არის გაჟღენთილი.2009 წელს სულ რამდენიმე ონლაინ აფთიაქი არსებობდა, ათი წლის შემდეგ კი კვლევის ავტორების თქმით მთელი მსოფლიოს მაშტაბით დაახლოებით 35 000 ასეთი ონლაინ აფთიაქი არსებობს. ინტერნეტთან წვდომა განვითარებად ქვეყნებშიც იზრდება და საფრთხე სულ უფრო მეტ ადამიანს ემუქრება. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ეს პრობლემები კარგად არის ცნობილი. ონლაინ ვითარების შესასწავლად Pfizer Global Security–მ პრეპარატ ქსანაქსის 250 შესყიდვა განახორციელა ინტერნეტ პროვაიდერებისგან და აღმოაჩინა, რომ 96% გაყალბებული იყო.
ბოლო ათწლეულის მანძილზე მეცნიერები და არაკომერციული ორგანიზაციები ცდილობენ ამ პრობლემის შესახებ ადამიანთა ინფორმირებულობა გაზარდონ. ფალსიფიცირებულ და უხარისხო მედიკამენტებთან საბრძოლველად გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის სამმართველო, ინტერპოლი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აქტიურდებიან.კვლევის ავტორების აზრით დროა ყველა ძალისხმევა გაერთიანდეს და არა მხოლოდ გამოვლინდეს ყალბი მედიკამენტები, არამედ ყველა ქვეყნებში გამკაცრდეს მათი კონტროლის შესახებ კანონმდებლობა, სტანდარტები და მონიტორინგის სისტემები.კვლევის ავტორები საერთაშორისო ხელშეკრულების საჭიროებასაც არ გამორიცხავენ. მათი თქმით პრობლემა იმდენად მაშტაბური ხდება, რომ მაშტაბური ბრძოლაა აუცილებელი. მაგალითად, ყალბი მედიკამენტების გავრცელება იმას ნიშნავს, რომ მათი მოხმარების შედეგად ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მდგრადობა იზრდება. დაბალი ხარისხის მედიკამენტები რეზისტენტულობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, რადგან თავად ბაქტერიების სრულად განადგურებას ვერ ახერხებენ აქტიური ინგრედიენტების ნაკლებობის გამო.საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფალსიფიცირებული და უხარისხო მედიკამენტების თემა მრავალი წლის მანძილზე უმწვავესი პოლიტიკური პრობლემაა, თუმცა ბევრი სხვა პრობლემის კონტექსტში განიხილებოდა. ბოლო წლებში კი ორგანიზაციამ საკითხი უფრო მკაფიოდ გამოკვეთა და შეიმუშავა მედიკამენტების აღმოჩენის, რეაგირების და აღკვეთის გეგმა.ორგანიზაციის ინფორმაციით მათ დღეს უფრო კოორდინირებული და შეთანხმებული პოლიტიკა აქვთ ორგანიზაციის წევრებთან ერთად, თუმცა კვლავ რჩება სერიოზული პრობლემაბი. დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კვლავ არ არსებობს ხარისხიანი ტესტირების მექანიზმები და საზღვრებიც ნაკლებად არის დაცული. ამ პრობლემისგან არც განვითარებული ქვეყნები არიან დაზღვეული ინტერნეტის წყალობით, რადგან არარეგისტრირებული ინტერნეტ აფთიაქებით და სმარტფონების აპლიკაცებითაც კი შეიძლება წამლის შეკვეთა რეცეპტის გარეშე და მათი ფოსტით მიღება.ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ებრძვის ვებგვერდებს, რომლებიც პოტენციურად საშიშ მედიკამენტებს უკანონოდ ყიდიან, თუმცა ჯერჯერობით პრობლემას ვერ ერევიან. -
ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს,თუმცა თვითონ გადადგა
პარლამენტის კავკასიის და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უმრავლესობიდან გავიდა, დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგა. თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი გადაყენება უშედეგოდ სცადა.პარლამენტის სხდომაზე დღეს ხმაურიანი დისკუსია მოჰყვა უმრავლესობის სურვილს ყოფილი თანაგუნდელი თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ამის გამო ოცნების გუნდმა ყოფილი თანაგუნდელების და დანარჩენი ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. დებატების შემდეგ კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა მის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67 –მა დეპუტატმა დაუჭირა, როცა საკითხის გასატანად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
ამის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა და ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც დეპუტატმა ამბობს, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.„როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია და ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ. კვაჭანტირაძის ადგილს ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. -
„ქართულ ოცნებაში“ ყოფნა სირცხვილია, ამას ამბობენ ცხოველებიც“-რომან გოცირიძე
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტის სესიაზე რომან გოცირიძ გამოეხმაურა. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კვაჭანტირაძისთვის უფრო კარგია, თუ მას უმრავლესობა ამ თანამდებობიდან გადააყენებს, რადგან, კვაჭანტირაძემ თავად აღიარა, რომ უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ მას კვაჭანტირაძეს მეზობლები სხვანაირად ესალმებოდნენ და მის ძაღლს, როდესაც ასეირნებს, მეზობლის ძაღლებიც ღიმილით ხვდებიან. „თუ ამ თანამდებობასაც დატოვებს, კატებიც სხვანაირად მოიქცევიან, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა სირცხვილია, ამას ამბობენ ცხოველებიც“ – განაცხადა რომან გოცირიძემ. -
“პოლიტიკურად შიშვლები ხართ,ივანიშვილის დიქატატის შემსრულებლები“– დაპირისპირება პარლამენტის სესიაზე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი ხმაურისა და მწვავე პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა.კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დადგენილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. ოპოზიციის გარდა, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ წასული ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კრიტიკის ადრესარტი გახდა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებდა პარლამენტის თავმჯდომარე კვაჭანტირაძის საპარლამენტო მუშაობას კომიტეტის თავმჯდომრის პოსტზე, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ „ოცნებიდან“ წასული კვაჭანტირაძის კომიტეტის მუშაობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ყოფილმა თანაგუნდელებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძე და უმრავლესობა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ სტანდარტად დამკვიდრებაში დაადანაშაულეს და კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება ამორალურ საქციელად გამოაცხადეს. “ყველამ თავის მორალს მიხედოს” – ასე უპასუხა კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარემ. -
აფეთქება თემქაზე
თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავდა ბინაში მცხოვრები მამაკაცი. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.
ყაზტრანსგზაში ამბობენ, რომ აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლი 1 ნაწილით დაიწყო.
ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
-
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი ორი ტურის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. დღეს გუნდმა თბილისის ზღვაზე ზესტაფონის ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. ეროვნული ნაკრები ჯერ-ჯერობით არასრული შემადგენლობითაა, სლოვაკი თავკაცის განკარგულებაში 13 ფეხბურთელია.
ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 19 მარტს ჩაატარებს. წარმოგიდგენთ შემადგენლობას:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).
ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველო 23 მარტს 18:00 საათზე “დინამო არენაზე” შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს.