Blog

  • საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

    საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს. ამის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა და  მასთან  ამ მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
    შეხვედრა თბილისში, აშშ-ს საელჩოში შედგა. მარიამ ქვრივიშვილმა და როს უილსონმა ტურიზმის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად  განათლების სფეროში თანამშრომლობის თემებზე ისაუბრეს.
    მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს მადლობა გადაუხადა, იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ წლების განმავლობაში საქართველოს ტურიზმის მიმართულებით გაუწია.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციებთან, მათ შორის USAID-ის პროგრამა ზრდასთან. ამერიკული მხარე საქართველოს აქტიურად ეხმარება  რეგიონებში ტურისტული პროექტების განვითარებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში.
  • ოპოზიცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავს

    16 ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს – ჯანი ბუკიკიოს მიმართავს, სასამართლო რეფორმის შესახებ ხელისუფლების გეგმებს აცნობს და იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რაც კლანური მმართველობის სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ დარჩენას მოჰყვება.
    მიმართვის ავტორები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საკუთარ რეკომენდაციებს უგზავნიან და მოუწოდებენ, შეაჩერონ ქართული ოცნების გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ.
    მიმართვის ავტორები თვლიან, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს უქმნის და შესაძლოა მძლავრი სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს.
    ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უნდა მოუწოდოეს ეს პროცესი შეაჩეროს, დიალოგი გამართოს ოპოზზიციურ პარტიებთან,არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არსებული ალტერნატივები გაითვალისწინონ.
    ვენეციის კომისიის წევრები თბილისში მომავალ კვირას ჩამოვლენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ წერილის შინაარსი მათ პირადად გააცნონ.
  • ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გარდაცვლილის ახლობლებმა აქცია გამართეს

    “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს”- ამ შინაარსის ტრანსფარანტები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გამოფინეს. ფუტკარაძის ახლობლები,  ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.

    “ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ, რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპერტიზის შედეგები. დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე,” – აცხადებს  გარდაცვლილის ბიძა, ტარიელ ქათამაძე.

    გარდაცვლილის ახლობლები საპროტესტო აქციების შეწყვეტას გამოძიების დასრულებამდე არ აპირებენ.

  • ტომ კრუზმა ნიკოლ ქიდმანს შვილის ქორწილში მისვლა აუკრძალა

    მომავალ კვირას კონორ კრუზის ქოროწილი გაიმართება, რომელიც ტომ კრუზის და ნიკოლ ქიდმანის ნაშვილები შვილია. გრანდიოზულ დღესასწაულზე უკვე დაპატიჟებულია 150 სტუმარი, რომელთა შორის ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავიც არის.
    თუმცა გაირკვა, რომ მიწვეულებს შორის არ არის კონორის დედა, ნიკოლ ქიდმანი. როგორც წესი, შვილების ქორწილისთვის ძალიან ცუდ ურთიერთობაში მყოფი ყოფილი მეუღლეებიც კი რიგდებიან და კომპრომისს აღწევენ. თუმცა ტომ კრუზის შემთხვევაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: ის კატეგორიულ უარზეა ყოფილი ცოლი შვილის ქორწილში დაპატიჟოს და მკაცრი პირობებიც კი წამოაყენა: თუ ნიკოლი ქორწილში მივა, ტომი ქორწილს არ დაესწრება და ქორწილზე დახარჯულ ფულსაც უკან მოითხოვს.
    კონორმა გადაწყვიტა მამას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. შესაძლოა მიზეზი ფინანსები იყოს, თუმცა ბევრი თვლის, რომ მთავარი მამა–შვილის საიენტოლოგიით ფანატიური გატაცებაა. იმის გამო, რომ ნიკოლ ქიდმანი მამა–შვილის ამ ინტერესს არ იზიარებს დიდი ხანია ის ახლობელი ადამიანების სიიდან ამოშალეს.
    რაც შეეხება კონორის საცოლეს, იტალიელ მოდელს მას საერთოდაც “საიენტოლოგების პრინცესას“ უწოდებენ.
    სხვათა შორის, საიენტოლოგიის გამო ტომ კრუზმა თავის შვილთან ურთიერთობაზეც კი თქვა უარი. გოგონა სური მას ქეით ჰოლმსთან ქორწინებიდან ყავს. მსახიობი არ იყენებს შვილთან ურთიერთობის კანონიერ უფლებას, რომელიც 2012 წელს განქოროწინებისას მიიღო. მართალია სურიზე მეურვეობა ქეით ჰოლმსს ერგო, მაგრამ მსახიობს უფლება აქვს თვეში ბავშვთან ათი დღე გაატაროს. თუმცა მან ნებაყოფლობით თქვა უარი გოგონასთან ურთიერთობაზე, რადგან მისმა საიენტოლოგმა მოძღვრებმა გოგონასთან და მის დედასთან ურთიერთობა აუკრძალეს. ტომ კრუზი მოძღვრებს ყველაფერში ემორჩილება და წინააღმდეგობა არც ამ საკითხში გაუწევია.

  • დაკავებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვაში ბრალდებული

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული რ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული, “მეტადონის” შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას უარყოფს

    საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ზურაბ დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას განცხადებით უპასუხა:
    “საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.
    ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა.
    ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.
    რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.“ – წერია ფედერაციის განცხადებაში.
  • ავარია გორთან. დაშავდა 3 ადამიანი

    გორთან მომხდარი ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
    მამა და 4 და 5 წლის და-ძმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორმედის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება.
    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.
  • გასული კვირის 10 საუკეთესო ფოტო

    {{ARTICLEIMAGE}}Sydney Dance Company–ს მოცეკვავეები კომპანიის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემხადებიან.

    ქალები მოზამბიკში, ბეირაში გუბურაში ბანაობენ. წყალდიდობებმა იდაის ციკლონის შემდეგ აფრიკის სამხრეთ ნაწილის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. 2 მილიონამდე ადამიანი კი სამხრეთ აფრიკაში ელექტროენერგიის და წლის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობის შედეგად დანგრეულია გზები და სახლები.

    ავიაკომპანია Southwest Airlines–ის Boeing 737 Max მოდელის თვითმფრინავები კალიფორნიაში არიან პარკირებული მას შემდეგ, რაც ამ თვითმფრინავების გამოყენება აიკრძალა. მიზეზი ბოლო 5 თვის მანძილზე 2 ავიაკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზებსაც გამოძიება იკვლევს.

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ამ კვირას კაიმანის კუნძულებზე დედოფალ ელისაბედ მეორეს სამეფო ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდა. პრინცი ჩარლზი ცისფერ იგუანას ყურებით ერთობა.

    კემბრიჯის ჰერცოგინია, ესექსში, კილველ პარკში სკაუტების შტაბ ბინაში ატარებდა დროს და მათ მიერ აშენებულ ბუნაგშიც დაიმალა.

    მექსიკური ვულკანის, პოპოკატეპელტის კრატერიდან გაზის და ფერფლის უზარმაზარი მასა ამოიფრქვა , რომლის სიმაღლემ 2500 მეტრს მიაღწია, შემდეგ კი ჰაერში გაიფანტა. მექსიკის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა ვულკანის ამოფრქვევის ინტენსივობის გაზრდის გამო.

    კონსერვატიული პარტის ლიდერი კნუტ ჯულიან სმიტი ტელეფონს ეძებს, რომელიც დაუნინგ სთრითთან მანქანაში ჩაჯდომისას დაუვარდა.

    მსახიობი კრის პრატი ბავშვების რჩეულის ჯილდოს მიღებისას ლოს ანჟელესში ფილმისთვის“ იურიული პერიოდის პარკი“

    გალერეის ასისტენტი 1969 წლის CF Martin D35 გიტარასთან ერთად პოზირებს, რომელიც პინკ ფლოიდის გიტარისტს, დევიდ გილმორს ეკუთვნოდა. გიტარისტი თავის 120 გიტარას ყიდის, მიღებულ თანხებს კი ქველმოქმედებაში მიმართავს.

    იუვენტუსის მოთამაშეები ტურინში ფიორენტინაზე გამარჯვებას ზეიმობენ ქალთა ფებურთის სერია A–ს მატჩის შემდეგ.

  • ნიკოლას ქეიჯმა დაქორწინებიდან 4 დღეში განქორწინება გადაწყვიტა

    ნიკოლას ქეიჯმა 55 წლის ასაკში ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.
    წინა შაბათს, ანუ ერთი კვირის წინ მსახიობი ლას ვეგასის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში თავის 23 წლის შეყვარებულთან, ერიკა კოიკესთან ერთად მივიდა და განცხადება შეიტანა ოფიციალური ქორწინების შესახებ. როგორც ირკვევა, ასეთი განცხადების უკან გამოწვევა მარტივად აღარ შეიძლება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ განცხადების შეტანის პროცესი ცოტა უცნაური იყო. ქეიჯი აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და თავის საცოლეს უყვიროდა, რომ მას “მთელი მისი ფულის წართმევა უნდოდა“. გოგონა აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ის მსახიობს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ იქ მისვლა მისი ინიციატივა არ ყოფილა. ასეა თუ ისე, განცხადება წყვილმა მაინც შეიტანა.
    ახლა ქეიჯს კოიკესთან მისი ქორწინების ანულირება უნდა. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ოფიციალურ განქორწინებას ითხოვს.
    შეგახსენებთ, რომ ნიკლას ქეიჯი და ერიკა კოიკე ერთმანეთს უკვე ერთი წელია ხვდებიან. პირველად პაპარაცებმა წყვილი პუერტო რიკოში დააფიქსირეს, სადაც ქეიჯი იმ დროისთვის ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. მოგვიანებთი მათ ლოს ანჟელესის მდიდრულ რესტორნებშიც ხედავდნენ, სადაც დროს მხიარულად ატარებდნენ.
    ნიკოლას ქეიჯისთვის კოიკე რიგით მეოთხე ცოლია, თუმცა თავად პირველ ორ ქორწინებას პატრიცია არტეკზე და ლიზა მარია პრესლიზე ქორწინებად არ თვლის. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ერთადერთი და ნამდვილი ცოლი ელის კიმი იყო, რომელთანაც 14 წელი იცხოვრა და რომელმაც შვილი გაუჩინა. მასთან განქორწინება ქეიჯისთვის ძალან მტკივნეული იყო და როგორც ამბობენ, მის გულში ელის კიმს კვლავ უკავია ადგილი.
  • ბრექსიტის მომხრეებმა ლონდონში პარლამენტთან აქცია გამართეს

    ბრექსიტის მომხრეებმა ლონდონში, პარლამენტთან აქცია გამართეს.

    დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან,  ბრექსიტის ათასობით მომხრე შეიკრიბა. ისინი პარლამენტის მიერ ტერეზა მეის ინიცირებული ბრექსიტის გეგმის ჩაგდებას აპროტესტებდნენ შეძახილებით, “გრცხვენოდეთ”.

    შეგახსენებთ, რომ დღეს  პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო,რაც იმას ნიშნავს,  რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილი ბრექსიტის პროცესის დასრულებას და გაერთიანებიდან სანქციების გარეშე  გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ქვეყანას ევროგაერთიანებიდან  შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად 12 აპრილამდე აქვს ვადა.