ამსტერდამი:
ლონდონი
ნიცა, საფრანგეთი
ამსტერდამი:
ლონდონი
ნიცა, საფრანგეთი
შაბათის კურიერის ინფორმაციით მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.
კონტრაქტი სახელმწიფო კომპანიამ მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ ფირმასთან 2019 წლის 15 მარტს გააფორმა.
ხელშეკრულებით White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება.
კონტრაქტის მესამე მუხლი მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.
White & Case მსოფლიოში ცნობილი იურიდიული კომპანიაა, საუკუნოვანი ისტორიით. მისი მომსახურებით ცნობილი ფირმები და არაერთი ქვეყანის მთავრობა სარგებლობს. ამ კომპანიასთან უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებაც. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს ვაით ენდ ქეისი ქართულ მხარეს წარმოადგენდა საერთაშორისო დავებში, როდესაც ხელისუფლებას პრობლემები რომელიმე ინვესტორთან ექმნებოდა.
ქართული ოცნების ხელისუფლება ამჯერად ამერიკულ კომპანიას ანაკლიის საქმის გამო ქირაობს და ხელშეკრულების მომსახურებაში 47 ათას დოლარს უხდის.
ოპოზიციამ კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში ხელისუფლების რეალური მიზნები ამოიკითხა, რომლითაც მამუკა ხაზარაძის და თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ნამდვილი მოტივი იკვეთება.
კურიერის ინფორმაციით, მაშინ, როცა ხელისუფლება ღიად საპირისპიროს ამტკიცებს, რეალურად ბიძინა ივანაშვილის დავალებით, მმართველი გუნდი საუკუნის პროექტის ჩაგდებას ან მის შეფერხებას ცდილობს.
ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა შეერთებულ შტატებში რუსთავი2-გან შეიტყო, სადაც ლევან ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან მართავენ.
ანაკლიის პორტის მშენებლობაში მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა 70 მილიონი დახარჯა. თუ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, დავის საგანი, სავარაუდოდ, ზარალის ანუ ამ თანხის ანაზღაურება გახდება.
სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მთავრობა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს უკვე ეძებს და ამ თემაზე მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან აქვს. არაფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმშიც აქვთ.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ხაზარაძის ბიზნესჯგუფი ცდილობს, ამერიკის ხელისუფლებას საქართველოში ბიზნესზე ზეწოლის შესახებ აცნობოს.
თიბისი ბანკის დამფუძნებლის პარტნიორი და პროექტის მთავარი დამფინანსებელი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი კონტი ჯგუფია. ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პორტი მხოლოდ ბიზნესპროექტი არ არის და მისი მშენებლობა შტატების სტრატეგიულ ინტერესებშიც შედის.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კონტრაქტის დეტალებს არ იცნობენ და ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაძლო გაწყვეტის გეგმას არ ადასტურებენ.
ამერიკულ კომპანია White & Case-სთან გაფორმებული გარიგების დეტალებით დაინტერესებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს.
აქცია-პერფორმანსი ბიტკოინების ქარხანასთან. “დედამიწის საათის” გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიასთან დაკავშირებით, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ბიტკოინების ქარხანასთან ლოდითა და გაზქურით მივიდნენ. ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ენერგომომხმარებელი ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ბიტკოინების ქარხანაა. ხელისუფლება კი მოსახლეობას90-იანი წლების ენერგოპოლიტიკის პირობებით აცხოვრებს.
ვაკეში, მიქელაძის ქუჩის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათ დღეს აქცია გამართეს და თბილისის მერიას მოუწოდეს, არ გასცეს მშენებლობის ნებართვა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, იგეგემება 70სართულიანი კორპუსის აშენება, რომელიც ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება. ამბობენ, რომ მრავარსართულიანი შენობა ისედაც ვიწრო ქუჩას კიდევ უფრო მიუვალს გახდის. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხდა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ისედაც შეუძლებებლია და მრავალსართულიანი შენობა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას
ქუთაისში დღეს, გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები პარტია თავისუფალმა საქართველომ გააპროტესტა. გოგი წულაია, ამბობს, რომ ტაძრის გადახურვა უხარისხოდ მოხდა. წულაიამ ტაძრის მიმდებარედ არსებულ ვიზიტორთა ცენტრზეც ისაუბრა და თქვა, რომ ცენტრი დღეს უფუნქციოდაა, რადგან იქ წყალი ვერ შეიყვანეს. პარტია თავისუფალი საქართველოს პროტესტს, დღეს კულტურის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გამოეხმაურა, რომელიც კომპლექსში აღდგენით სამუშაოებს ასრულებს. ცენტში ამბობენ, რომ არამდგრადი ამინდების გამო ტაძრის გადახურვა შეჩერებულია.
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის დასათვალიერებლად ჩავიდა.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორე დღეა, სამეგრელოში იმყოფება, ამჯერად, ადგილობრივებს ტაძრის სამუშაოების დასრულებაში დახმარებას დაპირდა.„მე მგონია, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს.
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.
{{VIDEO}}
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ნოდარ მგალობლიშვილის პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდა ასევე კახი კალაძეც ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მგალობლიშვილის მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალავენ.
ჭიათურაში, საბაგროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.