საქართველოს პირველი პრეზდენტის დაბადების დღეს სპეციალური მიმართვა მიუძღვნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე მიმართვის ვიდეოც გავრცელდა.
Blog
-
პირველი პრეზიდენტი იმსახურებს პატივისცემას და მადლიერებას–სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე
“დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას.ამ დღეს – 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს, – საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა.ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივისცემასა და მადლიერებას.დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი. ამ რეფერენდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ იგი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, – იგი ჩატარდა სამაჩაბლოში, ჩატარდა აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა.ამავე დროს, რეფერენდუმიდან დღემდე განვლილმა გზამ გვაჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობა ჩვენი მომავლისა და წინსვლისთვის.ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასა და პლურალიზმთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება შერიგებასა და ერის ერთსულოვნებას.მჯერა, რომ შერიგება, ერთმანეთის პატივისცემა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც დავიცავთ 1991 წლის რეფერენდუმის მონაპოვარს.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. -
“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება რომ საქმე არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი”-ირაკლი კობახიძე გამსახურდიას გარდაცვალებაზე
“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადე, რომ საქმე არის ბოლომდე გამოსაძიებელი”-პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიბაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ის იყო პატრიოტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები”,- განაცხადა კობახიძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას პრემიერ მინისტრი, ქალაქი მერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
-
ყველაზე მძლავრი იარაღი, რასაც ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს
გამოცემა Business Insider–ის ექსპერტებმა ნატოს ქვეყნების შეიარაღების ის სახეობები ჩამოთვალეს, რომლებიც რუსეთთან პოტენციურ ომში შეიძლება იქნას გამოყენებული. სიის ერთ–ერთი პუნქტია მეხუთე თაობის ამერიკული სტელს–გამანადგურებელი F-35 Lightning II. ავტორების აზრით, სხვა ვერცერთმა ქვეყანამ ჯერჯერობით ასეთი უჩინარი და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავის შექმნა ვერ შეძლო.სიაში შედის ევროპულ ქვეყნებთან ერთობლივად შექმნილი მრავალსამიზნიანი გამანადგურებელი Eurofighter Typhoon, რომელიც სპეციალისტების აზრით რუსულ Су-35–ის მსგავსია, თუმცა ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტი.ჩამონათვალში მოხვდა სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, B-2 Spirit და B-1B Lancer, რომლებიც ევროპაშია ბაზირებული და მოწინააღმდეგის შეკავება უნდა უზრუნველყოს.
გამოცემამ ცალკე გამოყო ამერიკული ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავი P-8A Poseidon – წყალქვეშა ნავებზე ერთ–ერთი საუკეთესო მონადირე. ამავვე კატეგორიაში გაიყვანეს იტალიური, ფრანგულ, ესპანური, ნორვეგიული დადანიური ფრეგატები.სხვა სახეობის შეიარაღებას შორის მოხსენიებულია ამერიკული ვერტმფრენი AH-64 Apache, გერმანული ტანკი Leopard 2, Nimitz–ის კლასის ამერიკული ავიამზიდები , ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები Patriot და Virginia–ს კლასის წყალქვეშა ნავები. -
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა 39 კანდიდატია დარეგისტრირებული.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ითვლება. მისი რეიტინგი 28%-ია . მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს რეიტინგი -18%, ხოლო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს რეიტინგი კი 17%-ია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია საკმაოდ დაძაბული იყო. კანდიდატები ერთამენთს კომპრომანტებით დაუპირისპირდნენ.
გავრცელდა პეტრო პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც.საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა ამომრჩევლებს საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ.
სულ ქვეყნის მასშტაბით 29 888 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ხოლო საზღვარგარეთ -101 . რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გახსნილა. ასევე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არჩევნებს რუსი დამკვირვებლები არ დაესწრებიან. არჩევნების მიმდინარეობას 2 344 ოფიციალური დამკვირვებელი დააკვირდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების და ჩატარებისთვის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი გრივნაა გამოყოფილი (84 მილიონი აშშ დოლარი)
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50% პლუს ერთი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.
-
საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას გამოსახულებით საიუბილეო მარკა გამოუშვა
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საფოსტო მარკის გამოსახულებას აქვეყნებს, ბახტაძე ამით ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება სადაც წერს:
“დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა.ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!”
-
აშშ–ს ვიცე პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
აშშ–ს ნევადას შტატის ასამბლეის ყოფილმა წევრმა, ლიუსი ფლორესმა აშშ–ს ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან გამოცემა The Cut– ში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.მისი მტკიცებით ინციდენტი 2014 წელს, საჯარო ღონისძიების დროს მოხდა. “ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა უკნიდან და ხელი მხარზე დამადო. გავშეშდი: რატომ მეხება ვიცე პრეზიდენტი?“– წერს ფლორესი.ამის შემდეგ ბაიდენმა ქალს თმაზე დაყნოსა. “ძალიან მეწყინა – იმ დღეს თავი არ დამიბანია, ვიცე–პრეზიდენტმა კი თმაზე დამყნოსა. თანაც რა ჯანდაბაა? რატომ ყნოსავს აშშ–ს ვიცე პრეზიდენტი ჩემს თმებს?“. ამის შემდეგ, როგორც ფლორი წერს ვიცე პრეზიდენტმა კისერში აკოცა. ქალი წერს, რომ შოკისგან ვერაფერი მოიმომედა და ვერც ვერაფერი თქვა.უნდოდა მიწა გასკდომოდა. საბედნიეროდ ის სცენაზე გამოიძახეს და ვიცე პრეზიდენტს გაეცალა.2014 წელს ის 35 წლის იყო, ბაიდენი კი 71 წლის.4 მარტს მსახიობმა და აშშ–ს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდამა როზანა ბარმა განაცხადა, რომ მეძავებად თვლის იმ ვარსკვლავებს, ვინც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოძრაობა #MeToo–ს უჭერს მხარს. მისი თქმით ცნობილი ქალები, რომლებიც სასტუმროს ნომრებში ღამის სამ საათზე მამაკაცთან აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ბრალდებებით გამოდიან, ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ სინამდვილეში თვითონვე არ ცდილობდნენ საკუთარი სექსუალური მომსახურებით ფულის და პრივილეგიების მიღებას. ის ვარაუდობს, რომ ცნობილი ქალები ჰარასმენთის ბრალდებებს კარიერული ზრდისთვისაც იყენებენ.მოძრაობა #MeToo, რომლის წევრებმა სექსუალური ძალადობა და შევიწროება გადაიტანეს, სოციალურ ქსელებში 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მანამდე ჰოლივუდელმა მსახიობებმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. -
ბათუმში 26 წლის მეზღვაური დაჭრეს
ბათუმში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ბათუმის საავადმყოფოში ის მრავლობითი ჭრილობებით მიიყვანეს. ჭრილობები მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. უცნობია ზუსტი გარემოებები, რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდას დაჭრა. სავარაუდოდ მიზეზი შელაპარაკება გახდა. დაჭრილი მეზღვაურია.გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. -
სასამართლომ 57 მილიონიანი ვილის მფლობელს მისი დანგრევა მიუსაჯა
საფრანგეთი მისი ისტორიული ციხე–სიმაგრეებით არის სახელგანთქმული, რომლებიც მრავლად არის სოფლის ტიპის დასახლებებში. თუმცა ერთ ფრანგს, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროზე რენესანსის სტილის სახლი ააშენა, სერიოზული პრობლემები შეექმნა.სასამართლომ დაადგინა, რომ 57 მილიონ ევროდ ღირებული შატო დიტერი უკანონოა და უნდა დაინგეს. უძრავი ქონების მფლობელ პიერ დიტერს, რომელსაც სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე სასახლე ეკუთვნის, შენობის დემონტაჟისთვის 18 თვე აქვს. გარდა ამისა, მას 200 000 ევროიანი ჯარიმა ემუქრება. სიენენის ინფორმაციით ამის შესახებ ექს–ან–პროვანსის სააპელაციო სასამართლოში გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა, პიერ ჟან გორიმ განუცხადა. მისი თქმით, პატრიკ დიტერი დაადანაშაულეს, რომ მან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიწაზე უნებართვოდ განახორციელა.“მისტერ დიტერმა თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთო მნიშვნელოვანი შენობა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს და კანონისმიერ რეგულაციებს ექვემდებარება.“სახლი ამ ადგილზე მანამდეც იდგა, მაგრამ დიტერმა უზარმაზარი შატო ააშენა რამდენიმე შენობით, აუზით და შადრევნებით.კომპლექსი ჩვიდმეტ აკრ მიწაზეა გადაჭიმული, 18 აპარტამენტით, ორი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, მოვლილი ბაღებით.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით ჯარიმას დაემატება 500 ევრო ყოველი დღისთვის, რომელსაც მფლობელი დანგრევისთვის განკუთვნილ ვადას გადააშორებს.ერთ–ერთი კომპანია, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 200 000 ევროთი დაჯარიმდა, მეორე კი 50 000 ევროთი.გორის განცხადებით დიტერმა მიწა ლეგალურად იყიდა, თუმცა შემდეგ ამ მიწაზე უკანონო ქმედებები განახორციელა.გარდა უკანონო მშენებლობისა პროკურორის თქმით დიტერი ხმაურიან წვეულებებს და ღონისძიებებს აწყსობდა, რის გამოც მეზობლები მრავალი წლის განმავლობაში ჩიოდნენ.2017 წელს დიტერმა ფრანგულ ჟურნალ Paris Match–თან საუბრისას განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი უძრავ ქონებას ტოსკანაში ეძებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს ტოსკანური სტილის ვილა თავად აეშენებინათ ფრანგული რივიერის ლამაზ კუთხეში.დიტერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯრობით კომენტარს არ აკეთებს. მას გასაჩივრებისთვის ვადა აპრილის დასაწყისამდე აქვს. -
დედოფალი დაკითხვაზე დაიბარეს
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც ბაგრატიონ გრუზინსკების მტკიცებით, ანას მიმართ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან განხორციელდა.
ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში სამშაბათს არის დაბარებული. მის მიერ ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, დავით ბაგრატიონი დააკავონ.
” დედოფალი” ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, რომელიც მისი მტკიცებით, 2014 წლის 9 მაისს მოხდა.
კურიერის ინფორმაციით,არსებობს დოკუმენტი, რომელიც ძალადობის ფაქტს ადასტურებს. საქმე ეხება სამხარაულის დასკვნას, რომელიც 2014 წლის 20 მაისით თარიღდება.
დოკუმენტში ასევე წერია ანა ბაგრატიონის მონათხრობი მომხდარ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე.
ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით,მას დავით ბაგრატიონმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი მომხდარს უარყოფს. ლევან ჩხაიძე ბაგრატიონ-გრუზინსკების ბრალდებებს უსაფუძვლოსა და შავი პიარის ნაწილს უწოდებს.