Blog

  • სასამართლომ შალვა რამიშვილს 2 000 ლარის გადახდა დააკისრა

    შალვა რამიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, მსახიობ თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად  2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. გადაწყვეტილების  გასაჩივრების ვადა ამოიწურა, შესაბამისად სექსუალური შევიწროების  საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.

    „რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ჩემს სასარგებლოდ. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც სასამართლომ იმსჯელა სექსუალური შევიწროების საქმეზე და მით უმეტეს უფრო სასიხარულოა, რომ სასამართლომ მსხვერპლის ინტერესების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება“-გნაცხადა  თათია სამხარაძემ.

    შალვა რამიშვილი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ არ სურს ამ თემაზე საუბარი. შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის უფროსი იყო, როდესაც სამხარაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა და სექსულური შევიწროვების ფაქტზე ხმამაღლა განაცხადა.

  • ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

    ქურდული სამყაროს წევრობისა და კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობისათვის დაკავებული  სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

    ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულ იმედა აბაშიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელი გამოჯანმრთელებამდე გადაუვადა.

    რაც შეეხება კიდევ სამ დაკავებულ პირს, ბრალი მათაც გადაუკავლიფიცირდათ და სასჯელის ვადად დაახლოებით ორი წლით პატიმრობა განესაზღვრათ.

  • “ივანიშვილის წერილში ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული”-კახა კალაძე

    ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილი მთავრობის წევრებმა შეაფასეს.

    „ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ივანიშვილის წერილში მოვლენების  სწორი ანალიზია გაკეთებული.

    “ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს,” – განაცხადა  კალაძემ.

    დედაქალაქის მერმა იმ ოპონენტებსაც უპასუხა, რომლებმაც წერილი და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს.

    “ოპონენტებს რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდათ წერილის შინაარსი. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და მათ როგორც წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში,” – აღნიშნა კალაძემ

    ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გუშინ გაავრცელა.

  • თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭება

    თბილისის  6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ქალების  სახელები მიენიჭება. საკითხზე დღეს საკრებულოში  იმსჯელებენ.

    ქუჩებს მიენიჭება მანანა ლოლაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მზია ჯინჭარაძის, თამარ მამულაშვილისა და ელისო ჭიპაშვილის სახელები. ყველა ქუჩა ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს.

    საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

  • პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა

    9 აპრილის მემორიალთან  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.

    “მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    9 აპრილის ტრაგიკული დღიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს,   საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი დემონსტრანტები საბჭოთა არმიამ დაარბია,  რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

  • გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრები სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტს უცხადებენ

    უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ და 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე არ მივლენ.  სალომე ზურაბიშვილმა ხვალ პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა ყველა, ვინც 91 წლის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ქვეყნის პირველ პირთან მიღებაზე არ მივლენ. ეს მათი პოლიტიკური დემარშია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ზურაბიშვილს პირველი პრეზიდენტის დევნაში და პუტჩის, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას მიესალმა და  ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება ვიდრე არ აღიარებს საკუთრ შეცდომებს. მათ შორის, ვინც სალომე ზურაბიშვილს პროტეტს უცხადებს არიან: ბიმურზა დადეშქელიანი, ნემო ბურჭულაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ნოდარ ნონიაშვილი, რევაზ კემულარია. მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წარსული და ამჟამინდელი მოღვაწეობა.

    ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებისთვის ასევე მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მათ არ სჯერათ რომ მან წლების შემდეგ მოინანია და პოზიცია შეიცვალა. დარწმუნებული არიან რომ მათთან შეხვედრა პირადად არც სურს. მათი აზრით, იგი ამჟამად იძულებულია ასე მოიქცეს. ფიქრობენ, რომ ახლა ასე სჭირდება.
  • რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეო გასაჯაროვდა

    რუსთავის ეპარქიამ სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეოს გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ შორის არის ბერი გაბრიელი, რომელიც ეპარქიის 14 სასულიეო პირს ცემაში ადანაშაულებს.

    “ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი” — ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

  • გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

    11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეს გამართავს.

    ღია კარის დღეს ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ.

    18 აპრილიდან კი კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის ფეისბუქ გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები უპასუხებენ.

    2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 000 – მდე აბიტურიენტმა გიარა.

  • თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში დავა მოუგო

    შალვა რამიშვილს სასამართლომ თათია სამხარაძისთვის  კომპენსაციის გადახდა დააკისრა.ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში  ავრცელებს. 

    სამხარაძემ თავის ყოფილ უფროსს შალვა რამიშვილს სასამართლოში 3 წლის წინ სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უჩივლა.

    “სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა

    სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.

    2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ “შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო”. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე.

    ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა.”-განაცხადა თათია სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ნუცუბიძეზე ჩანჩქერი მოედინება

    ნუცუბიძეზე წყალსადენის მაგისტრალური მილი გასკდა, შედეგად ქუჩებში ჩანჩქერი მოედინება.

    წყლის მილი მე-3 მიკრო რაიონში   დაზიანდა, GWP-ის ინფორმაციით, პრობლემის  მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მოსახლეობას წყლის მიწოდება 23:00 საათზე აღუდგება.

    ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის ვიდეოკადრები  ფეისბუქის მომხმარებლემა გაავრცელეს.