Blog

  • სუს-მა კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – კახა ბ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

    „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ოთხმა სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა“, – აცხადებენ სუს-ში.

    უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • “ივანიშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ ერთი უწიგნური კაცი” – ბობოხიძე

    “ივანიშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ უწიგნური კაცი”,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით გაავრცელა.

    ივანიშვილი  წერილში 9 აპრილის  თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს, წერილის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მმართველობასა და ოპონენტების  კრიტიკას ეთმობა.

  • “მთლად პარლამენტს თუ ვმართავ წლებია, მაღიარეთ”- კოკა ყანდიაშვილი ჭიჭინაძის ბრალდებებზე

    “მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი?” – ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

    ყანდიაშვილი დამოუკიდებელი  დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის ჩათში დეპუტატებისთვის  მესიჯებს კოკა ყანდიაშვილი აგზავნიდა.

    „მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი? მესმის – ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია – მაღიარეთ, მაღიარეთ“, – წერს კოკა ყანდიაშვილი.

    “ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ​სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით. ,”-განაცხადა დღეს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ

  • მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

    მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატი ამჯერად პეტრო პოროშენკოა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოს მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამისთვის კი სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს ვადა არჩევნების მეორე ტურამდე მისცა.

    „თქვენ ჯერ საკმარისი დრო გაქვთ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე, რათა მოიქცეთ კანონისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში.

    „უკრაინის მოქალაქეობა წამართვით კანონმდებლობისა და სასერთაშორისო ნორმების დარღვევით. მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე არ ვიმყოფებოდი. მაშინ აშშ-ში გავემგზავრე, აშშ-ის კონგრესში უკრაინის ინტერესებისთვის ლობირება რომ განმეხორციელებინა. შეძლებ კანონიერება აღადგინო, ჩემი უკრაინული პასპორტი დამიბრუნო და უკრაინაში შემიშვა? კიევში შეხვედრამდე“, – მიმართავს სააკაშვილი პოროშენკოს.
    მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა  პოროშენკომ 2017 წლის ივლისში ჩამოართვა.

    2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკარინის სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

    შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 1 აპრილს ჩავიდოდა, თუმცა მეორე ტურის დანიშვნის გამო გადაიფიქრა.

    უკრაინის საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს იმართება.

  • “საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისის“ საქმის დეტალებზე”-კობა გვენეტაძე

    “საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე  განაცხადა.

    „მსურს საზოგადოება და ამ დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი დავარწმუნო, რომ „თიბისი ბანკი“, ისევე როგორც ქვეყნის მთლიანი საფინანსო სისტემა, ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სტაბილურია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედაც ეროვნული ბანკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების და ჩარჩოს გატარებასაც მიუძღვის. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც მუდმივად ვითარდება და რომელიც მუდივად ზრუნავს ხარისხისა და სტანდარტის შენარჩუნებაზე.

    ჩვენ დიდი სიფრთხილით ვწონით თითოეულ სიტყვას ჩვენს განცხადებებში, როდესაც ისინი კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდება. შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს პირველ განმარტებებს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა დეტალებზე. ასეც იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის მიმართ წამოსული თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისთვის,“ – განაცხადა გვენეტაძემ თავის დასკვნით სიტყვაში.

  • სანამ თქვენ გაღატაკდებით პოლიტიკურად, ხალხს აღატაკებთ, დაფიქრდით – ოპოზიციის მწვავე განცხადებები

    პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე და საბანკო რეგულაციებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდა.

  • “მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ”-უგულავა ივანიშვილზე

    “მთავარი ეშმაკის ფეხი თვითონ არის” -, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი შეაფასა.

    ივანიშვილის წერილი  9 აპრილთან დაკავშირებით დღეს დილას გავრცელდა, ივანიშვილმა  ხელისუფლების ოპონენტები  გააკრიტიკა.

    გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფარისეველია, რადგან მისი თქმით, „ოცნების“ ლიდერი წლების წინ თავად აფინანსებდა 9 აპრილის ერთერთ მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს.

    „ვეთანხმები მას, რომ „ეშმაკი ჰყოფს“, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ იმიტომ, რომ 7 წლის განმავლობაში ღვარძლის, შურისძიების და ბოღმის ნთხევის მეტი მას და მის „ოცნებას“ არაფერი უკეთებია და ის ნაპრალები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში, რომლის გამთლიანებას კიდევ შეიძლება წლები და ათწლეულები დასჭირდეს. ამიტომ, სრული ფარისევლობაა აქ მისგან საუბარი, სრული ფარისევლობაა და ამაზრზენია, როდესაც ის 9 აპრილზე საუბრობს და ადარებს პირველ ოქტომბერს იმიტომ, რომ 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვება და პირველი ოქტომბერი იყო ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიაზე გამარჯვება. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, იმ 9 აპრილზე, რომელიც ლებედმა და როდიონოვმა დაარბიეს და რომლის რასკრუჩინიაში იღებდა და მონაწილეობდა და რომლის კამპანიაში მონაწილეობდა. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის მერეც არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქედ დარჩა და ვიგავორი რომ კარგი ყოფილიყო, ამას თვითონ ამბობს, ბორის ივანიშვილი დაიწერა პასპორტში ბიძინას ნაცვლად. ეს არის ადამიანი, რომელიც 9 აპრილზე უნდა გველაპარაკებოდეს, ამ ადამიანისთვის საერთოდ არ არსებობს ღირებულება საქართველოს დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

  • ტურისტივით რომ მოგზაურობს კობახიძე, ამდენი თანხა რო დახარჯა, სამაგისოდ რა გააკეთა? – ჭიჭინაძე

    პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა, სადაც დეპუტატებმა მოულოდნელად გაარკვიეს, რომ კვლავ ეროვნული ბანკის პრეზდენტს კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურით დაიწყო. დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ხშირი მივლინებების გამო გააკრიტიკა.

    დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის არავის უცნობებია და ამის თაობაზე მათ შემთხვევით გაიგეს.
    “დამოუკიდებელ დეპუტატებს სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ დღევანდელი სხდომის შესახებ გაგვეგო? – რეგლამენტში წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, დეპუტატებს დაუყონებლივ უნდა გვეცნობოს. დღეს მე კომიტეტის სხდომაზე მოვედი და შემთხვევით გაირკვა, რომ არის პარლამენტის პლენარული სხდომა“, – განაცხადა დავით

  • ცხვრებივით შეგვკრიბეთ დღეს აქ – დეპუტატების პრეტენზიები რიგგარეშე სხდომაზე

    პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო ხმაურით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და დამოუკიდევბელ დეპუტატებს პრეტენზიები სხდომის წამყვან ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ჰქონდათ. დეპუტატების განმარტებით, მათ კომიტეტზე მისულებმა გაიგეს, რომ რიგგარეშე სხდომა ტარდებოდა. რიგგარეშე სხდომაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი იმაზე, რომ სხდომა არაუფლებამოსილად გამოცხადებულიყო, რადგან პრეტენზიების მქონე დეპუტატების განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შეახებ, მათ ინფორმაცია არ მიუღიათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა კი პარლამენტის თავმჯდომარემ წინა კვირაში 16 აპრილს დააანონსა. 

    {{VIDEO}}