ძალა ერთობაშიას ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე და გაერთიანების ლიდერები ზესტაფონში, ამომრჩევლებს შეხვდნენ
Blog
-
რა ფორმის პროტესტიც იქნება საჭირო, იმას მივმართავთ – გაერთიანებული ოპოზიცია
გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ჭიათურაში საკრებულოს მაჟორიტარობისთვის ილო ჩიკვილაძე იბრძოლებს – გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიათურაში
-
მეტროთი მგზავრობის საათები შესაძლოა შემცირდეს
მეტროთი მგზავრობის საათები შეიძლება შემცირდეს-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით,ამის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„ამ სამუშაოების წარმოების დროს ალბათ, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი, თუმცა მეცოდინება ძალიან მალე, შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის საათებში, ისევე, საღამოს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის და პლუს, ასევე, სასიგნალიზაციო-სავინტილაციო სისტემების ცვლილება,“ – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მეტროსადგურებში ყოველდღიური შეფერხებაა. ბოლოს მეტრო გუშინ საღამოს შეფერხდა და პიკის საათებში მგზავრებისთვის მეტროსადგურები დაიხურა. მეტროპოლიტენში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტების და საზოგადოების კრიტიკას კალაძე არ იზიარებს. დედაქალაქის მერის მტკიცებით, თბილისის მეტროში თითქმის 25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.
-
გუდამაყრის ხეობაში ტყე იწვის
გუდამაყრის ხეობაში ტყე იწვის. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გავრცელების არეალი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფების მობილიზება ხდება.
-
პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა წინასააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. ისინი საპყრობილეს დღესვე დატოვებენ.
„სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
-
“ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა”-ილია მეორე
“ჩვენ უფრო ვთხოულობთ, გვავიწყდება მადლობის თქმა”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას.
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში,დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ იქადაგა.„დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. თქვენ მოისმინეთ ყურადღებით და მადლობა შევწიროთ ღმერთს. დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო“, – განაცხადა ილია მეორემ.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა.
ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, დიდ ხუთშაბათს ფეხი დაბანა.
-
შსს მეტროში მოქალაქეების შემოწმებაზე განცხადებას ავრცელებს
შსს-ში მეტროში მოქალაქეთა შემოწმების შესახებ განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.
სამინისტროს ცნობით, პოლიცია უფლებამოსილია, „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აკრძალული ნივთი აქვს.
„მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით პოლიცია უფლებამოსილია, „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად“, – აცხადებენ შსს-ში.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტროში შემავალ მგზავრებს პოლიცია ჩხრეკდა. დამადასტურებელი ფოტომასალა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა დავით სუბელიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

-
ფოთის საკრებულოს თავჯდომარემ ოპოზიციას დედა შეაგინა (ვიდეო)
„ჩვენ შორის მტყუანის დედას შე…ცი“ – ამ სიტყვებით დღეს, 25 აპრილს ფოთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების დროს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ
ოპოზიციის წარმომადგენელს მიმართა. სხდომაზე დაპირისპირება ირაკლი კაკულიას მიერ წარდგენილი ანგარიშის კრიტიკას მოჰყვა.მერის 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიში ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა. მათი თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა. არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კეთდება, ყველაფერი უხარისხოა და ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება.
-
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება – მურთაზ ზოდელავა „ოცნების“ საარჩევნო მანიპულაციებზე
„გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებას საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავალებით ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს აძლევს დავალებებს, თავიანთი ახლობლები და ნათესავები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ, ზუგდიდში დაარეგისტრირონ.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება“ კვლავ დაიწყეს საჯარო მოხელეების გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად“ – აცხადებს მურთაზ ზოდელავა სამეგრელოს გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას მოუწოდებს, გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, ზოდელავამ ასევე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში.
-
ია კერზაიას მკვლელობის მერე მის ოჯახს პროკურატურის მხრიდან სრული გულგრილობა დახვდა- სანდრა რულოვსი
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილიც ესწრებოდა. ბაჩანა შენგელიამ შეხვედრაზე ია კერძაიას საქმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს არ იძიებს გარდაცვალების ფაქტს.
„ვისაუბრეთ რამდენიმე თემაზე. საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებით, ასევე, ისეთ თემაზე, როგორიც არის სკოლის დეპოლიტიზირება. პედაგოგები და აღმზრდელები არ უნდა იყვნენ ჩართულები არანაირად ამ აგიტაციაში. ასევე, ვისაუბრეთ ქალბატონ ია კერზაიას საქმეზე. მის ოჯახს, მკვლელობის მერე, სრული გულგრილობა დახვდა პროკურატურის მხრიდან, არასრული გამოძიება,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.