Blog

  • ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურები დაიწვა

    ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჯიხური დაიწვა. ცეცხლი  50 კვადრატული მეტრი ფართობის ჯიხურს გაუჩნდა.

    მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. 

    შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს

    10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი დააკავეს.ქალი, რომელიც აცხადებდა  რომ ბავშვები მისი შვილები არიან, ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს.

    რაც შეეხება ბავშვებს, სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

    20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის 10 არასრულწლოვანი  მოქალაქე შეიყვანეს. ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოთხი ბავშვი გადმოყვანილია თბილისში, სოციალურ თავშესაფარში, ოთხი – ქუთაისში იმყოფება, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობს.

    შსს-ს თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

    შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.უწყების ინფორმაციით, სწორედ ამ  ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ-ის 143-ე  მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , რაც ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგს გულისხმობს.

  • გუდამაყრის ხეობაში მეხანძრე-მაშველები ისევ მუშაობენ

    გუდამაყრის ხეობაში ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ბოლომდე ჩამქრალი არ არის.

    მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერებთან მუშაობდნენ. 

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

    ხეობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩდა და დაახლოებით  5 ჰექტარზე იყო გავრცელებული. როგორც ცნობიალია, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

  • დავით გარეჯის მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა

    დავით გარეჯის  მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს  გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნილია.ამ დროისთვის  სასულიერო პირებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება შეუძლიათ.

    სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ  და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

    ფაქტთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც  დაკეტილი იყო.

    მონასტრის ტერიტორიაზე 3 დღის მანძილზე გადაადგილება ტურისტებსაც შეეზღუდათ.

  • ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება.რით დაემუქრა თავდაცვის ყოფილი მინისტრი აზერბაიჯანის შს მინისტრს

    დავით გარეჯის გარშემო შექმნილ პრობლემას ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება და სკანდალურ ინფორმაციას წერს. როგორც თავად ამბობს, 2005 წელს, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენს მოქალაქეებს დავით გარეჯში არ უშვებდნენ, ის აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოდან 500 000 აზერბაიჯანელის გაყრით დაემუქრა:
    “სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!
    გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.
    ისევ მე უნდა გასწავლო რა ჰქნა.
    2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე “გაგვიჭედა”. გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.

    არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.

    მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.

    გაჭრა.

    არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით.“ – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.
    ოქრუაშვილის სტატუსს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა:
    “ძალიან დიდი სისულელე მგონია მეზობელი ქვეყნისთვის საკუთარი მოქალაქეების გაყრით დამუქრება.“ – წერს ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, რაზეც იარკლი ოქრუაშვილი პასუხობს, რომ “ბლეფი დროდადრო ეფექტურია.“
  • ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

    ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.

    მათი განცხადებით, ხელისუფლება  შემოსავლის წყაროს ართმევს. ელექტრომობილების მეპატრონეები იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მოძრაობა  აიკრძალება.

  • ჩემ კომპანიას ერქვა”სულიერება და სიბრძნე”-ლევან ჯიბღაშვილმა კომპანია სუსის აბრევიატურა გაშიფრა

    “ჩემი კომპანია სუსი იშიფრება, როგორც  სულიერება და სიბრძნე”-განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა გადაცემა  “რეაქციაში”, სადაც მისი გათავისუფლების  ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.

    ლევან ჯიბღაშვილი საზოგადოების მხრიდან უარყოფით რეაქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი ცილისწამება გაჟღერდა, მათ შორის მის ბიზნესებზე.

    “ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო ერთ-ერთი შპს სუსი, ეს კომპანია არის დარეგისტრირებული 2015 წელს, მაშინ როცა უნდა
    გაგვეკეთებინა საქველმოქმედო ორგანიზაცია “სულიერება და სიბრძნე”, ეს ინიციალები რომ ჩავწერეთ ამოვიდა ინიციალები და  დაერქვა სუსი. ამავე წელს შეიქმნა სუსის სამსახური და მერე და მერე გახდა პოპულარული”- განაცხადა მსახიობმა.

    ჯიბღაშვილი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას გავლენიანი მფარველები ჰყავს და ამის გამო გათავისუფლდა. მსახიობი და ბიზნესმენი ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნაცნობობას, თუმცა აცხადებს რომ მათ ურთიერთობას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.

    ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობს 0,5659გრ კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) აღმოაჩნდა.

    პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    ჯიბღაშვილის გათავისუფლება საზოგადოების მხრიდან მალევე შეფასდა, როგორც შერჩევითი სამართლის მაგალითი.

  • ივანიშვილი ხალხს ძალით ართმევს ფულს – ბოკერიამ და ჭიაბერაშვილმა საპენსიო სისტემა დატოვეს

    ევროპული საქართველოს წევრებმა გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სქემა დატოვეს და განაცხადეს, რომ ოცნების ხაფანგიდან გამოვიდნენ. დეპუტატები საპენსიო სააგენტოს ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც სქემიდან გასვლაზე განცხადებები დაწერეს, რის მიზეზადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ უნდობლობა დაასახელეს. მათი თქმით, საპენსიო რეფორმა მოქალაქეებისგან თანხების ძალით ამოღებაა, ვინაიდან ივანიშვილის მთავრობა თითოეულ მოქალაქეს ჯიბეში ხელს უყოფს და ართმევს ფულს, რომელსაც შემდეგ, დიდი ალბაობით გაფლანგავს. დეპუტატები ამბობენ, რომ სააგენტო მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას არ აწვდის, რომ მათ სქემის დატოვება შეუძლიათ

  • გორში 16 წლის გოგონას თავს მაკრატლით დაესხნენ

    გორში 16 წლის გოგონას მაკრატლით თავს დაესხნენ. შემთხვევა ქალაქის გარეუბანში  მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელმა გოგონას ფული მოსთხოვა თუმცა მოზარდის ყვირილმა შეაშინა და ის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შესახებ გოგონამ პოლიციას მაშინვე შეატყობინა. შემთხვევის ადგილთან ახლოს არცერთი სათვალთვალო კამერა არ დგას შესაბამისად ადგილობრივები ფიქრობენ რომ დამნაშავის იდენტიფიცირება გართულდება. თუმცა გოგონა დარწმუნებულია,რომ თუ პოლიცია ბრალდებულს დააკავებს, ის მას აუცილებლად ამოიცნობს, რადგან შემთხვევა დღის საათებში მოხდა და თავდამსხმელს სახე დაფარული არ ჰქონდა.

    „ჩემი შვილი მოსამზადებელზე დადის, შუადღით მოხდა ეს შემთხვევა, დღისით, მზისით არანაირი საღამო. დახვედრია სადარბაზოში კიბეებზე, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის მიზნით. მაგრამ მე როდესაც დღეს ველაპარაკე ჩემს შვილს ფულის ამბავი არ იყოო,იმიტომ რომ ავადმყოფს უფრო ჰგავდა, კანკალი გაუდიოდა და რა უნდოდა ვერ გავარკვიეო. სავარაუდოდ, მაკრატელი თუ დანა მიადო ბავშვს,“-ამბობს გოგონას მამა დავით კირთაძე.

    მომხდართან დაკავშირებით კი შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის, მუხლით დაიწყო. უწყება არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი.