Blog
-
დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ
დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ და აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სიწმინდეების იარაღით დაცვა და ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.სასულიერო პირები ჩიჩხატურის მონასტერს იხსენებენ. წლების წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა პრეტენზია მის კუთვნილებაზე და დღემდე იქ შესვლას ქართველი მომლოცველები და ტურისტები ვერ ახერხებენ. სასულიერო პირებს ეშინიათ იგივე არ განმეორდეს.„ვცდილობდით, რომ დაგვეცვა მონასტერი, მაგრამ შემდეგ თბილისიდან ყველამ დარეკა, ვინც კი იყო მგონი, მაშინ მთავრობაში, გვთხოვდნენ, რომ ჩამოვსულიყავით, რომ არ გაგვერთულებინა სიტუაცია, არ გამოგვეწვია პროვოკაცია, არ გაგვეღიზიანებინა. ისეთი ლაპარაკი იყო, რაც დღეს მიმდინარეობს, როდესაც გუშინაც განაცხადეს, რომ ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი. სახლში ადამიანი შემოგივარდა და თურმე ის არ უნდა გააღიზიანო, შენ წყნარად უნდა იყო. ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი, ჩვენ მაშინ დავთანხმდით, ჩამოვედით, დადგა იქ პოსტი და როგორც მაშინ დადგა, იმის შემდეგ, აგერ უკვე 15 წელია, დგანან იქ და არავის აძლევენ უფლებას გადავიდნენ მეორე მხარეს და კოშკთან მისვლაც პრობლემაა,“ – ამბობს დავით გარეჯში მყოფი ერთ-ერთი სასულიერო პირი.დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. სასულიერო პირები შიშობენ, რომ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ. -
კიმ კარდაშიანის შვილი რეანიმაციაში მოხვდა
3 წლის სეინტი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც სუფთა ჰაერზე დიდხანს ითამაშა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს და ორგანიზმის მწვავე რეაქციის მიზეზი დაადგინეს.
ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მედიას კიმის დედამ, კრის ჯენერმა უამბო. კლანის 63 წლის მეთაური ამბობს, რომ კიმ კარდაშიანმა და მისმა ქმარმა, კანიე უესტმა რამდენიმე მძიმე საათი გაატარეს მას შემდეგ, რაც ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.“ჩემი პატარა ბიჭი პალმ–სპრინგსის სააადმყოფოში მიიყვანეს. რეანიმაციაში აღმოვჩნდით“– განაცხადა კრისმა.ექიმების თქმით ბავშვს პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია აქვს. მას სუნთქვა ლამის გაუჩერდა სახლის წინ გაზონზე თამაშის შემდეგ. კვლევებმა აჩვენა, რომ სეინტს ბალახზე ალერგია აქვს. დროული დახმარების წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა.
კარდაშიან–ჯენერების ოჯახის მეთაურმა განაცხადა, რომ ალერგიული რეაქციები მის კიდევ ერთ შვილიშვილს – კორტნი მეისონის 9 წლის ვაჟს აწუხებდა. როგორც ირკვევა, ის მიწის თხილის გამო კინაღამ გაიგუდა და ასევე საავადმყოფოში მოხვდა. ვარსკვლავების დედა და ბებია ამბობს, რომ ძალიან საშიშია, როცა რაღაც პირველად ხდება. ალერგიის შეტევებისგან ბიჭი დიდხანს იტანჯებოდა. მისი რაციონი კი მკაცრად კონტროლდებოდა. თუმცა როგორც ბებია ამბობს, ბავშვი განიკურნა და ახლა შეუძლია ყველაფერი მიირთვას.კიმს და კანიეს სამი შვილი ყავთ: 5 წლის ქალიშვილი ნორტი, 3 წლის ბიჭი სეინტი და ერთი წლის გოგონა ჩიკაგო. წყვილი კიდევ ერთ შვილს ელოდება, რომელსაც მუცლით სუროგატი დედა ატარებს. კიმმა უკვე განაცხადა, რომ ისინი ბიჭს ელოდებიან. -
“არ ვაკეთებ კომენტარს“–ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის მინისტრთან კავშირების შესახებ
„არ ვაკეთებ კომენტარს“- ასე პასუხობს ვანო ჩახარტიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, დაინიშნა თუ არა ნათია თურნავა ეკონომისტის მინისტრის პოსტზე მისი რეკომენდაციით. თუმცა ჩხარტიშვილი თურნავასთან მეგობრობას არ უარყოფს.ბიზნესმენთან ინტერვიუს ჩაწერა, რომლის სახელი ბოლო დროს არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, ჟურნალისტებმა სამების ტაძართან სცადეს.
თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი მთავარი რეკომენდატორი ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ვანო ჩხარტიშვილი იყო და მან მინისტრის პორტფელი სწორედ ჩხარტიშვილის ბიზნეს ინტერესების გასატარებლად ჩაიბარა.„არ ვაკეთებ კომენტარს. როცა გნებავთ მობრძანდით და მოგცემთ ინტერვიუს,“- განაცხადა ჩხარტიშვილმა. -
ახალი დეტალები ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე
არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ზუგდიდელები იხსენებენ, რა პირობებში ჰყავდა ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში უკრაინის მოქალაქეს 10 ბავშვი.
მეზობლები ტელეკომპანია “რუსთავი2′-თან ყვებიან, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა მასთან თქვა, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის.
მათი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მეუღლესთან ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ენგურის ხიდზე მას პრობლემები შეექმნა.
„აფხაზეთში მინდა გადასვლა და შემაჩერესო. ერთმა ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო. ბიჭი იჯდა, საჭმელს ჭამდა და მაშინ ჰკითხა მეზობელმა და დედაჩემი არ არისო,“ – განაცხადა „კურიერთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბესო მიქენაიამ.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალი უკვე გააცნეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება მისი ადვოკატიც.
სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აფხაზეთში ჩასვლას აპირებდა,სადაც მეუღლე ელოდებოდა.
ადვოკატის განცხადებით, ოჯახი უკრაინაში პოლიტიკურ დევნას გამოექცა. რაც შეეხება ბავშვებს თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვების ნაწილი თავად, ნაწილი კი სუროგატი დედის დახმარებით გააჩინა.
„გუშინწინ ქალბატონმა იულიამ და მისმა 10-ვე ბავშვმა ჩააბარა დედის თანხმობით ყოველგვარი სასამრთლო გადაწყვეტილებს გარეშე, ბიოლოგიური მასალა, რომლითაც ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ადგილობრივი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-ვე ბავშვიდან 10-ვე ბიოლოგიური მამა არის ერთი ად იგივე ადამიანი, ქალბატონის მეუღლე, ხოლო 10 ბავშვიდან 4-ის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და მისი კანონიერი ქორწინებაში მყოფი მეუღლე. დანარჩენი 6 არის სუროგატისგან გაჩენილი, მაგრამ ბიოლოგიური მამა არის მისი მაუღლე,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.
-
კილომეტრიანი საცობი-რა ხდება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე
წინასააღდგომოდ, დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე საცობებია. ავტომობილების ნაკადის გამო მოძრაობა განსაკუთრებით შეფერხებულია ხაშურის მონაკვეთზე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გადატვირთული მოძრაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები. უმეტესობა მათგანი ძლიერი საცობის გარდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების უხეშ დარღვევებს ასახავს.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება თბილისის გზებზე გადაღებული ვიდეო
-
კანადაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
კანადის ქალაქებში კვებეკში, ონტარიოსა და ნიუ-ბრუნსვიკში წყლის დონე მატულობს.დედაქალაქსა და კრიტიკულ ადგილებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კვებეკში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის 1000-მდე ოჯახი თავშესაფრებშია გადანაწილებული.წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად თოვლის დნობის გამო მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა დასახელდა.
რეგიონი დატბორვის საფრთხის წინაშეა. შესაძლოა ევაკუაცია მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებსაც შეეხოთ.
-
თურქეთის ხელისუფლებამ 210 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კაშირის ბრალდებით 210 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.
თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის არიან პოლკოვნიკები, ლეიტენანტ-პოლკოვნიკები, 14 მაიორი და 33 კაპიტანი.
თურქეთის ხელისუფლება გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილებს, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.
თურქეთში სასამართლო პროცესი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკაშირებით, 77 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
-
ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა
ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას მამა ორსაიო სალა, შვილის გარდაცვალებიდან 3 თვის თავზე, გარდაიცვალა. 58 წლის სალას
მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.ემილიანო სალა 2019 წლის 21 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.არგენტინელი ფეხბურთელი მცირე ზომის თვითმფრინავში იმყოფებოდა და ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა.
ემილიანო სალა 20 წლის ასაკში სამშობლოდან საფრანგეთში გადაბარგდა და თამაში „ბორდოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წელს კი მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.
ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.
-
“მსგავსი რამ არ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი” – ფადი ასლი
“მსგავსი რამ არ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი” -ამ განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა საქართველოში ბიზნესგარემო შეაფასა.ფადი ასლი ამბობს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ყველა კომპანიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ან მის გარემოცვას არ ეკუთვნის.„ერთი რამ ცხადია, საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მეექვსე ადგილზეა. ამას აღარავინ დაიჯერებს. ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან,რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უამრავ ინვესტორს შექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და არ მახსოვს,რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი.დღეს საქართველოში თავისუფალი მხოლოდ ის კომპანიებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. რომელია თავისუფალი?- თიბისი, ანაკლია, ფრესკო თუ ომეგა. ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ, უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,“-განაცხადა ფადი ასლიმ. -
სანდრა რულოვსმა წინასააღდგომოდ კვერცხები შეღება
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი ანაკლიას ესტუმრა. რულოვსმა ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა, სადაც ბავშვებთან ერთად,სააღდგომო კვერცხები შეღება და პასკა გამოაცხო.