Blog

  • შედგება რემატჩი? – ბასილაშვილი ნადალსა და შარდის შორის გამარჯვებულს ელოდება

    ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები აქტიურად ელოდებიან ჟერემი შარდისა და რაფელ ნადალს შორის გამარჯვებულის გამორკვევას, რადგან სწორედ ეს ჩოგბურთელი შეხვდება დღეს საღამოს თბილისის დროით 22:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილს. 

    როგორც მოგეხსენებათ, ჩოგბურთის ისტორიაში ეს საკმაოდ უცნაური შემთხვევაა, რადგან რომის მასტერსზე ერთ ჩოგბურთელს ერთ დღეში ორი მატჩის გამართვა მოუწევს. გუშინდელი უამინდობის გამო 1/16 ფინალური თამაშები გადმოიდო და ამ ჩოგბურთელებს ორჯერ მოუწევთ თიხის მოედანზე გამოსვლა.

    ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა, რადგან მან საკუთარი მეტოქე გუშინ წინ, 14 მაისს დაამარცხა და 2 დღე დაისვენების საშუალება ჰქონდა.

    ჟერემი შარდისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს.

  • სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

    ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, პაატა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას  თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. 

    “მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი).გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს

    საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე დააკავეს.  ბერძენმა სამართალდამცველებმა მამაკაცი ეჭვმიტანილის სტატუსით ატიკის რეგიონში აიყვანეს.

    29 წლის ქართველი  14 მაისს ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. 

    მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო და ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

  • ბრიტანული ავიაგამანადგურებლები რუსულ თვითმფრინავებს აედევნენ

    ბირტანული ავიაგამანადგურებლები ბალტიისპირეთის რეგიონში სამ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ. ინფორმაციას “Cape Breton Post” – ი ავრცელებს.

    IL-22 და ორი SU-27 ბრიტანული „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანადგურებლებია. როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრმა მარკ ლანკასტერმა განაცხადა, მათი ავიაგამანადგურებლები ბალტიისპირეთის სანაპიროს გასწვრივ კალინინგრადის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.„ჩვენ ვალდებულები ვართ რომ დავიცვათ “NATO”–ს საზღვრები და ასევე დავიცვათ ჩვენი ყველა მოკავშრე ნებისიერი საფრთხისგან“, – განაცხადა მინისტრმა.

  • “მიშამ პირდაპირ პარლამენტში..”- რას წერს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინა ბოკუჩავაზე

    ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  თამაზ ფაცაცია სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე  შეურაცხმყოფელ და სექსისტურ  პოსტს აქვეყნებს.

    თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში “დამამთავრებინა” ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო.

    პოსტს ქალთა უფლებადამცველებისა და საზოგადოების მხრიდან მალევე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება. 

    “ქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?”- წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია და მთავრობის წევრებს მიმართავს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. 

  • ცესკო ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა  ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ამგვარი ფორმების გამოყენება ოპოზიციის მხრიდან, რითაც დღეს საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.

    ცესკო მიუკერძოებელ დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს დააკვირდნენ.

    „დღეს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას. აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონდებლობასთან, აღიარებულ სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარებებას. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

  • “ორსულს რომ ვხედავ, წარმატების მოლოდინი მაქვს, საქართველოც ასე მინდა, დავინახო”-ლადო კახაძე

    მე როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს -ეს განცხადება ლადო კახაძემ გააკეთა.  “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ლადო კახაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

    “მე მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველი პროფესიით. მე როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს და ჩემი საქართველო დღეს, აი, ამ ფორმით მინდა, დავინახო და მინდა, რომ შვას კეთილი მოლოდინი, კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლე სწორ არჩევანს გააკეთებს ”-განაცხადა კახაძემ “პალიტრას” ეთერში.

  • “მოტეხილ ხელში მირტყამდა” – არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს

    თემურ ასლამაზიშვილი  პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.  ასლამაზიშვილი ოქტომბერში ქურდობისთვის დააკავეს. ის და მისი ადვოკატი ამტკიცებენ რომ სამართალდამცავებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ თუ ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.

    არასრულწლოვანი ამ ფაქტზე ჟურნალისტებთან საუბრბოს და ასახელებს იმ პოლიციის თანამშრომლების სახელებსა და გვარებს რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. 

    “გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო. შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხვა, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე.

    “შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავი სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, აკაკი უგრეხელიძე, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტხეილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატირებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო,“ – განაცხადა ასლამაზიშვილმა.

    ადვოკატებმა დღეს საღამოს საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს, რათა ძალადობის ფაქტი გააპროტესტონ.