Blog
-
მეცნიერებმა მკერდის კიბოს რისკის შემცირების გზას მიაგნეს
ახალი მაშტაბური კვლევის მიხედვით სარძევე ჯირკვლის კიბოს შედეგად გარდაცვალების რისკი 50 წელს ზევით ქალებში შესაძლო ერთი მეხუთედით შემცირდეს, თუ რაციონში ხორცის პორციები შემცირდება და დღეში ერთხელ ხილის და ბოსტნეულის პორცია დაემატება. კვლევის შესახებ გაზეთი Time წერს. კვლევის შედეგები ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე წარადგინეს.კვლევა 20 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში 49 ათასი ქალი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ თუნდაც სულ მცირე ჯანსაღი დიეტა არსებითად ამცირებს ქალების სიკვდილიანობის რისკს მკერდის კიბოსგან.კვლევაში მონაწილე ქალების ნაწილს შესთავაზეს აერჩიათ დაბალცხიმიანი პროდუქტები, ნაკლები ზეთი, კარაქი და ყველი მოეხმარათ, უარი ეთქვათ შემწვარ საკვებზე და ნაკლები ხორცი მიეღოთ.იმ ქალებმა, რომლებიც ამ დიეტას იცავდნენ, ცხიმის მოხმარება შეამცირეს და ყოველდღიურად დამატებით ხილის, ბოსტნეულის და დაუქუცმაცებელი მარცვლის პორციას იღებდნენ. ამ დიეტას ისინი რვა წელზე მეტხანს იცავდნენ.20 წლიანი კვლევის მანძილზე მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს 3374 შემთხვევა გამოვლინდა. ქალები, რომლებიც დიეტაზე იყვნენ, 21%–ით უფრო ნაკლებად დაავადდნენ მკერდის კიბოთი.კვლევის შედეგად გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად რამ შეამცირა რისკი – ცხიმის რაოდენობის შემცირებამ, ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდამ თუ რაციონის კალორიულობის კლებამ.მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ტონი ჰაუელი აცხადებს, რომ კვლევა შთამბეჭდავია და მისი შედეგები გასათვალისწინებელი, თუმცა მის შედეგად ზუსტად ვერ დადგინდა, რომ არსებითი პრობლემა ზედმეტი ცხიმის მიღებაა.“ქალები უნდა შეეცადონ ნორმალური წონა შეინარჩუნონ, დღეში მინიმუმ 30 წუთი სპორტით დაკავდნენ და ალკოჰოლის მიღება შემცირონ. ეს რისკის სამი მთავარი ფაქტორია“ – განუცხადა პროფესორმა გაზეთ Time-ს. -
ანაკლიაში მანქანა სახლში შევარდა, დაშავებულია 7 ადამიანი
ანაკლიაში ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.
-
ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის ქალაქი-სანდრა რულოვსი
“ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის ქალაქი”-სანდრა რულოვსმა განმუხურში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველს მიმართა.
მე როცა მერი ვიქნები და ნამდვილად გავხდები, იმ ფეოდალების ბედით ნაკლებად დავინტერესდებით, დავინტერესდებით ზუსტად იმ ადამიანების ბედით, ვისზეც ახლა გესაუბრეთ… ბაჩანა შენგელიას, როგორც თქვენ, რომ ზუგდიდს ჰყავდეს ევროპული სტილის მმართველობის მერი, რომ ჰყავდეს მზრუნველი მერი, რომელსაც უყვარს და სჯერა საქართველოსი. რომელიც დაამთავრებს იმ იდეას და გამოაცოცხლებს ანაკლიას და ლაზიკას თქვენთვის, რომ თქვენ იქ დასაქმდეთ, თქვენ იქ იცხოვრებთ და ასეთი ქალაქი გახდება ზუგდიდი, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა მის შესახებ გაიგებს, მე ამაზე ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება მთელი საქართველოსთვის,“ – განაცხადა რულოვსმა.
-
თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს
თიბისი კაპიტალი ანახლებს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეების მზარდმა დაინტერესებამ განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის შესახებ.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები არ შემცირებულა, მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.
ხელშესახები კლების არარსებობის მიუხედავად, სახეზეა ტრენდისგან გადახვევა: წლების მანძილზე გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია.
2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის იანვართან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი, მცირე, 1%-ანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში 6% კლება ფიქსირდება, თუმცა ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.
2019 წლის პირველ კვარტალში ახალი აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა. გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში გაცემული სესხებისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში დენომინირებულ ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, რაც მოთხოვნის სტიმულირებას იწვევს.
გაყიდვებით შეწონილი საშუალო გასაყიდი ფასი მეტწილად სტაბილურია და წინა კვატალთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადა. ამავდროულად, ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული ბინებისა – კლებადი.
თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის კალკულაციის სენსიტიურობის ანალიზს სთავაზობს, ბინის ზომის და ფასის მიხედვით.
-
” ეს არის ჩემი პირადი პროტესტი,მტრისთვის არ დავუკრავ” – ბექა გოჩიაშვილი რუსეთზე
ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილმა დღეს საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომ არ გამგზავრებულიყო სტენლი კლარკის ბენდთან ერთად ტურნეზე, სადაც ტურნეს ფარგლებში მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი შედიოდა , “იმედის დღის” გადაცემაში ისაუბრა. ბექა გოჩიაშვილმა განაცხადა რომ სტენლი კლარკი თანახმა იყო, რუსეთში ორი კონცერტის ნაცვლად საქართველოში ერთი კონცერტი გაემართა , თუმცა სამწუხაროდ ამ კონცერტის გამართვა ვერ მოხერხდა.
სტენლი კლარკის ბენდს კიდევ ერთი პიანისტი ჰყავს რომელიც ელექტროკლავიშზე უკრავს თუმცა რუსმა პრომოუტერმა ბექა გოჩიაშვილი მაინც იკითხა, რა დროსაც ბენდის ტურმენეჯერმა მას განუცხადა რომ: ” მისი ქვეყნის 20% გაქვთ ოკუპირებული და რატომ გიკვირთ, რომ აქ არ უკრავს”.
“პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოსკოვში დაკვრის შემოთავაზება სტენლი კლარკამდეც მქონდა და ალბათ, ამის შემდეგაც მექნება, თუკი ისინი არ მიჩვევიან იმ ფაქტს, რომ მე იქ არ ჩავდივარ. ძალიან ხშირად მომიწია იმ თემაზე საუბარმა, რომ მე მოსკოვში არ ჩავდივარ. ცალკე შემოთავაზებები იყო სამთავრობო უწყებებიდან, სოლოკონცერტებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 2010 წელს. დამპყრობელი ერისგან არ არის გასაკვირი…თავად ბენდის წევრები იყვნენ კონცერტებით, ორივე კონცერტი ჩატარდა. ჩვენ გვყავს პიანისტი, რომელიც ელექტროკლავიშზე უკრავს, როცა მე არ ვარ, ის როიალზეც უკრავს ხოლმე. არ დავაკლდი მათ, მაგრამ როგორც მითხრეს, მკითხულობდნენ რუსები. ჩვენმა ტურმენეჯერმა, ის ფრანგი გახლავთ, პირდაპირ უთხრა, მისი ქვეყნის 20% გაქვთ ოკუპირებული და რატომ გიკვირთ, რომ აქ არ უკრავსო. ეს არ არის მართალი, ჩვენ არ ვართ ოკუპანტებიო, უპასუხია რუს პრომოუტერს… ძალიან რომ უნდათ ჩემი ჩასვლა და არ ჩავდივარ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის ჩემი პირადი პროტესტი, კრელმში დაკვრაზე აღარ ვალპარაკობ, მაგრამ ჩვეულებრივ კონცერტზეც რომ ჩავიდე და მტერს დავუკრა ის, რითაც ვცხოვრობ, ეს ნოტების გაცდენა მგონია… სხვათა შორის, სტენლიმ მითხრა ძალიან მაგარი რამე. მოსკოვსა და პეტერბურგში ხომ იყო დაგეგმილი ორი კონცერტი… მითხრა, ერთ კონცერტს თუ ჩავატარებთ საქართველოში, ორივე კონცერტს ამოვაგდებო. რაღაცანირად არ მოხერხდა ის ერთი კონცერტი, მაგრამ საქართველოში ერთი კონცერტით რუსეთის ორი კონცერტი რომ ვარდება, ეს კარგია…” – ამბობს ბექა გოჩიაშვილი
-
“სანდრა ზუგდიდის მერად” – განმუხურში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
გაერთიანებული ოპოზიცია განმუხურში ამომრჩეველთან მასშტაბურ შეხვედრას მართავს. ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და ძალა ერთობაშიას ლიდერები ხალხს სიტყვით მიმართავენ. შეხვედრის წამყვანი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავაა.
-
ბათუმში პოლიციის ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა
პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ავარიის შედეგად კოჭი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
-
ევროპა წინ უნდა აღუდგეს ჩინეთს, რუსეთს და აშშ–ს – ანგელა მერკელი
ევროპარლამენტის არჩევნების წინ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანული გაზეთის – Süddeutsche Zeitung–ის ჟურნალისტებს, რომელშიც ამბობს, რომ ევროპამ პოზიცია უნდა შეცვალოს, რათა იმ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, რომლებსაც მისი მსოფლიოში უმსხვილესი სამი კონკურენტი – ჩინეთი, რუსეთი და აშშ ქმნიან. გერმანული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ ბრიტანულმა მედიამ ვრცლად გააშუქა.“ისინი გვაიძულებან ისევ და ისევ მოვძენოთ საერთო პოზიციები. ეს ხშირად რთულია, ჩვენი განსხვავებული ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. საკმარისია გავიხსენოთ, მაგალითად ჩვენი პოლიტიკა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით“–მერკელის ამ ციტატას გამოცემა Guardian ბეჭდავს.
“ევროკავშირმა უნდა დააგროვოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების თანაზომადი იქნება, რათა ვიმოქმედოთ დიდი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად.“– ამბობს მერკელი და მაგალითად მოჰყავს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების დაცვისკენ მიმართული ევროპის ქმედებები, რომელზეც დონალდ ტრამპმა უარი თქვა და მას “საშინელი ცალმხრივი გარიგება უწოდა, რომელიც არ უნდა დადებულიყო“ გერმანია და მისი მოკავშირეები, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით განიხილავენ ახალ საგადამხდელო სისტემას, რომელიც მათ კომპანიებს თეირანის წინააღმდეგ აშშ–ს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს – წერს Times.მერკელის თქმით, გერმანიას, საფრანგეთს და დიდი ბრიტანეთს ირანის შეთანხმების საკითხში აშშ–სგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ სიტუაციაში, სხვა საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ევროპა რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს იზიარებს. “ბევრი ღელავს ევროპაზე, მათ შორის მეც. ეს ნიშნავს, რომ თავს კიდევ უფრო ვალდებულად ვთვლი სხვებს შევუერთდე, რათა ევროპას მომავალი ჰქონდეს.“– ამბობს მერკელიროგორც თაიმის უსვამს ხაზს, მერკელი ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა შიდა კონფლიქტები გვერდზე უნდა გადადოს და შეიმუშაოს უფრო აგრესიული შიდა და თავდაცვითი პოლიტიკა.მერკელთან ინტერვიუ გაზეთმა მნიშვნელოვან დროს აიღო – უკვე 14 წელია ის კანცლერის თანამდებობაზეა. მისი პარტია– ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი ბოლო დრს პოზიციებს კარგავს, თუმცა ბევრი თვლის, რომ მერკელი საკმარისად პოპულარულია და აქვს უნარი პოსტზე მეოთხე ვადითაც დარჩეს.ევროპარლამენტში არჩევნები მაისის ბოლოს ჩატარდება. -
მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი-თამარ ჟვანია
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გასცეს.
„მინდა გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით,“ – წერს ჟვანია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა.