Blog

  • “არ გვინდა იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში“–ბაია პატარაია დედის მიერ ჩვილის მკვლელობაზე

    კასპში მომხდარ შემზარავ დანაშაულს  უფლებადამცველი  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

    “16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.


    მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა). ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არსი ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება… ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?
    პ.ს. ახლა ამბობენ, ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე??? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ სხვა ოჯახის წევრები, როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა??? მარამ პატარა ბავშვი, ხომ მხოლოდ დედის საზრუნავია ამ ქვეყანაში, თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.

    პ.პ.ს. არა, არ გვიდნა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით?! ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას?” – წერს ბაია პატარაია

    კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ – მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.

    გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.

    “PimeTime” დედის გამონათქვამს წერს:  “ტკივილი მინდოდა მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“- ამბობს ჩვილის დედა. როგორც ადგილობრივები ყვებიან არასრულწლოვანი დედა საკუთარ ჩვილს ხშირად უყვიროდა, რადგან ბავშვის ტირილი აღიზიანებდა. მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაგუდვის შემდეგ მ.შ.-მ სახლიდან ფული, ოქროული და ტანსაცმელი წაიღო და თბილისში გაიქცა.

    გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

  • სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ლექციების ჩატარება აეკრძალა

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სტუდენტმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ლექტორი სექსუალურ შევიწროებას ახდენდა.

    ლექტორს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა.
    ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ   მას სააუდიტორიო საქმიანობას შეუჩერებენ, მანამ სანამ ვითარება საბოლოოდ არ გაირკვევა.

    ფაკულტეტის დეკანგანცხადებით,  სტუდენტის წერილობით განცხადებას ელოდებიან რათა მოხდეს საქმის განხილვა.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 150-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე გამოიკითხა გოგონა.

  • რამდენად უსაფრთხოა ნაყინი.სურსათის სააგენტომ ნაყინის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა

    რამდენად უსაფრთხოა ნაყინი, სურსათის ეროვნული სააგენტო, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ააქტიურებს.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

    მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.

  • “22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, გაითვალისწინოთ”- დაკავებული ფეხბურთელი მოსამართლეს

    საქალაქო სასამართლოში გარიგებული მატჩების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს  ერთ-ერთმა დაკავებულმა ფეხბურთელმა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, გადაწყვეტილების მიღებისას,  გაითვალისწინოს, რომ მას ცოლი მოყავს. 

    “შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად.  22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ,” – მიმართა ფეხბურთელმა მოსამართლეს. 

    შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 11 პირია დაკავებული. მათგან პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დანარჩენი 7 პირის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს.

  • “ეს ქალების დაჩაგვრაა”- 9 წლის ბიჭი საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის დამატებას ითხოვს

    ცხრა წლის ბიჭი ითხოვს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის არარსებობას აპროტესტებს.

    დაჩი გულუამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართა და სთხოვა საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურა დაემატოს. წერილი ბიჭის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვს პროტესტი გენდერული უთანასწორობის გამო გაუჩნდა და საგზაო ნიშნებზე მხოლოდ მამაკაცის გამოსახულება, ქალების ჩაგვრად მიიჩნია.

  • ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნები მიწისქვეშ განთავსდება

    თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივით, რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნები მიწისქვეშ განთავსდება. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

    “ჩვენ ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, მინდა რომ საპილოტე პროექტად განვახორციელოთ ის რომ სანაგვე ურნები რომელიც დგას ქუჩაზე , ბევრ განვითარებულ ქალაქში არის ესე, ეს იყოს საპილოტე ეს ურნები ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ, ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში რომ შემდეგ უკვე სხვა ქუჩებზეც იგივე მიდგომა გვქონდეს. ვიზულურადაც არ არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე ეს ურნები ესე ზემოთ ამოწეული, ბევრ პრობლემას ქმნის” -განაცხადა   კალაძემ.

  • კასპში არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის ჩვილი საწოლში გაგუდა

    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში არასრულწლოვანმა დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა.

    დედა, რომელმაც სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა ამ დროისთვის დაკავებულია. ის 16 წლის არის და მას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

    მომხდარზე განცხადება შსს-მ გააკეთა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
    დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
    გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

  • რაზე თქვეს უარი მაღაროს გაფიცულმა თანამშრომლებმა. ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

    2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ.  „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მათ მუშებს ხელფასის 25%-იანი მატება შესთავაზეს,რაზეც უარი მიიღეს.

    კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა. 

    „ გაფიცვით, დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა. იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • თბილისში მამაკაცმა ოჯახი მძევლად აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა

    თბილისში გუშინ საღამოს მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მძევლად საკუთარი ცოლი და 2 შვილი აიყვანა და მათი მოკვლით იმუქრებოდა.

    შემთხვევას შსს-ში ადასტურებენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, თუმცა პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ამის გამო ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს.

    ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

    შემთხვევა ცაგარელის ქუჩაზე მოხდა და მას ბევრი  თვითმხილველი ჰყავს. მათი ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.