რამდენად უსაფრთხოა ნაყინი.სურსათის სააგენტომ ნაყინის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა

Written by

in

რამდენად უსაფრთხოა ნაყინი, სურსათის ეროვნული სააგენტო, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ააქტიურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *