Blog

  • სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ!-გვარამია

    სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! – “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის გაგუდვის ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარი სექსუალური განათლების არარსებობას დაუკავშირა. 

    “ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს, რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს! ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა. ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ, რომ სექსუალური განათლება არ მიმიღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე. სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

  • გარიგებულ მატჩებზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

    სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 4 ფეხბურთელ მათ პატიმრობა შეეფარდათ. საქმე ეხებათ: ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს. 7 ფეხბურთელი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდება: ირაკლი ბაჯელიძე, რობერტ იმერლიშვილი, ჯონი შეროზია, გიორგი ბედიაშვილი, პაატა ღუდუშაური, ნიკოლოზ მაისურაძე და ნოდარ კიკნაველიძე.

    შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მატჩების გარიგებისთვის სუს-მა 11 ფეხბურთელი დააკავა. მათი ინფორმაციით, მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი, ფეხბურთელებს უკავშირდებოდნენ და წინასწარ ათანხმებდა მატჩების შედეგებს. ჯგუფმა და ფეხბურთელებმა ამ გზით ჯამში 93 500 ლარი მიიღეს.

    გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

  • ზუგდიდში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

    ზუგდიდში 9 წლის ბავშვს ავტომანაქანა დაეჯახა. დაშავებული  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • “სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს”-სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად 500 კაცის გაწვრთნას გეგმავს

    საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა,სადაც პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
    სააკაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი მაღალია და პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს.ის ასევე მეორე ტურის შედეგებს შეეხო და აღნიშნა, რომ მეორე ტურში შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
    მიხეილ სააკაშვილი საზაფხულო სკოლის გახსნას აანონსებს.
    “ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდგომ გეგმაზე. სანდრა და ბევრი სხვა წავა და ეხლა მოივლის მთელ საქართველოს, ქუჩა ქუჩა, სოფელ–სოფელ. დაიწყებს დაორგანიზებას ხალხის რათა შემდგომ ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან.
    მეორე ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში, სადაც მივიწვევთ 500 ახალგაზრდას, სადაც ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვესაუბრებით, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ივანიშვილს მოშორების შემდეგ.და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ეს ხალხი იქნება საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვი.ბორია თავს ნუ შეიწუხებ იქ ხალხის ჩანერგვით, იმიტომ რომ სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს. და ვერავინ ვერ გაგვიძვრება. ეს კარგად ვისწავლე უკრაინაში და ყველგან.ჩვენ მოვამზადებთ ახალ ბირთვს, რომელიც ძველ მებრძოლებთან ერთად შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას.
    ეს არ იქნება პარტიული სკოლა, ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და ვისაც უნდა შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება აქ იქნება მიღებული ჩვენ მიერ, “-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

  • პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავისვენოთ-ჭიჭინაძე ბახტაძის პარლამენტში მისვლაზე

    პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ- ეს კომენტარი პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ბახტაძის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით  საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

    ჭიჭინაძე  ბახტაძის  პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, პარლამენტარებისთვისაც  დროის კარგვაა. 

    „პრემიერ-მინისტრი პარლამენტშია დაბარებული და არ მგონია, რომ ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ, ან იმ კაცმა. პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის. ჯობია დავასვენოთ. ის მუშაობას ხუთშაბათობით არის მიჩვეული მთავრობის სხდომაზე გამოძახებით. პარასკევს, მგონი სამდღიანი დასვენება ჩავუშალეთ.
    აზრს ვერ ვხედავ, პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

    საქართველოს პარლამენტში 27-31 მაისის პლენარულ კვირაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.

  • იტალიაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. არის მსხვერპლი

    იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა, თავდაპირველი ინფორმაციით ათმა დაზიანებები მიიღო.
    იტალიაში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით მათ მიიღეს სიგნალი იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, კონკრეტულად კი ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შესახებ, რომელშიც 60 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები.
    მოგვიანებით იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera –მ დააზუსტა, რომ დაზარალებულთა რიცხვი 15–მდე გაიზარდა. წინასწარი ინფორმაციით ავარიის შედეგად დაღუპული ქალია. ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა. ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გაზეთის ინფორმაციით სავარაუდოდ მიზეზი ნაწვიმარი გზა გახდა.

  • სად არის ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული.მონიტორინგის შედეგები

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. მონიტორინგის შედეგად ის ქალაქები და უბნები დაფიქსირდა, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.

    დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების კონტროლი თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაიზომა. შედეგად ამ ქალაქებში  ატმოსფერულ ჰაერში  აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები გადაჭარბებით დაფიქსირდა. 

    16 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში 1.1-ჯერ, რუსთავში 1.4-ჯერ, ხოლო ქუთაისში 2.2-ჯერ.

    17 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისსა და ქ.რუსთავში 1.5-ჯერ.

    18 მაისს ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და რუსთავში 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ქუთაისში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ.18 მაისს დაფიქსირებული ნორმაზე გადაჭარბები ასევე გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით.

    19 მაისს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ. 14, 15 და 20 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

  • სამგორის რაიონის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

    სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაცია გამგებლის გადადდგომის შესახებ  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაადასტურა.

    „კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით, ის  სამწუხაროდ, ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში, ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“,- განაცხადა კალაძემ.

    როგორც კახა გულედანმა აღნიშნა, თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს, მიზეზად კი სამუშაო ადგილის ცვლილებას ასახელებს.

  • აშენდება თუ არა კიდევ ერთი მეჩეთი ბათუმში- სასამართლოს ფოიეში მუსლიმმა თემმა ყურანი წაიკითხა

    ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის ნაწილმა, ფოიეში ყურანიდან ამონარიდი წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლოში ყურანის წაკითხვის პროცესში, მლოცველებისთვის ხელი არავის შეუშლია.

    მუსლიმების განცხადებით, მათ ლოცვა დემონსტრაციულად სპეციალურად წაიკითხეს, იმის სადემონსტრაციოდ,რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და სამართლებრივად სურთ მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის სარჩელის  განხილვა მიმდინარეობდა. პროცესი 12 ივნისამდე გადაიდო. მუსლიმი თემი  ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის აგაცემას მოითხოვს.

    ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობს.

  • ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა 2 დღით აიკრძალა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 22 მაისს 08:00 საათიდან 23 მაისს 08:00 საათამდე ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე მდებარე გვირაბებში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.

    გეგმიური სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის  შეიზღუდა.

    ავტომობილების მძღოლებს საშუალება აქვთ ​ სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ციხისძირის უღელტეხილის გავლით იმოძრაონ.

    უწყების ინფორმაციით, ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.