Blog
-
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რგოლი,რომელსაც აჟიოტაჟი მოყვა.რა ჩაიფიქრეს ავტორებმა და რა გამოვიდა
სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გადაღებულმა რგოლმა, რომელშიც საქართველოს ისტორიის ეპიზოდებია გაცოცხლებული. კლიპი საქართველოს მთავრობის მიერ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუდია მეტრო ფროდაქშენმა გადაიღო. ჯერჯერობით უცნობია რგოლის ბიუჯეტი.რგოლის რეჟისორი და სცენარის ავტორი , გიორგი პოპიაშვილი განმარტავს, რომ მათი მიზანი იყო წუთნახევარში მოეყოლა რაც შეიძლება მეტი საქართველოს ისტორიაზე. მისი თქმით, მათმა გუნდმა ჩამოწერა მთავარი სიტყვები, რაც საქართველოს ახასიათებს და ამ სიტყვებს მოარგეს სიუჟეტის ფრაგმენტები. ეს სიტყვებია: რწმენა, მეგობრობა, თავდადება, სიყვარული, თავისუფლება…“ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“– ეს არის რგოლის სათაური.ყველაზე დიდი კრიტიკა ცხვრის ფარის სცენას მოჰყვა და დაისვა კითხვა, რას ნიშნავდა რგოლში ცხვრის ფარა. რეჟისორს უკვირს, რატომ გახდა საჭირო ზედმეტიი ახსნა ამ სიმბოლიკასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ჩანაფიქრის მიხედვით წითელყელსახვევიანი ცხვრის ფარა საბჭოთა რეჟიმის სიმბოლოა –“ბრმად რაღაცის მიყოლა, დაუფიქრებლად მორჩილება. წითელყელსაბამიანი ცხვრები არის საბჭოთა სისტემის სიმბოლო და თვალსაჩინოდ ჩანს გოგონა, რომელიც ფარის საწინააღმდეგოდ მიდის, გადის ამ ფარიდან და თავისუფლებით (ანუ წიგნით) ხელში მიდის ჰორიზონტისკენ.“ -
კალაძე საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის თბილისელების ქონებას ანიავებს – ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კახა კალაძესთან და „არქი ჯგუფთან“ დაახლოებულ კომპანია „არკოს“, მერია 4000 კვადრატული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც სატყეო ზონაში მდებარეობს, 37 000 კვადრატულ ტერიტორიას აძლევს, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. ლევან ხაბეიშვილი მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ საკრებულო ამ საკითხს მხარს დაუჭერს, კორუფციული გარიგების მონაწილე იქნება.
-
“ვალებით უნდა დავაგოთ გზებიო შევარდნაძესაც კი არ დაუგია ვალებით გზები” – ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი იმ 12-მილიონიანი სესხის შესახებ საუბრობს, რომელიც თბილისის მერიამ კომერციული ბანკებიდან უნდა აიღოს გზების დასაგებად. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მაშინ როცა კალაძე გზების დასაგებად პროცენტიან ვალს იღებს, მერიაში საშტატო ერთეულები იზრდება, რაც გაუმართლებელია.
-
დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა
დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. ჩაკეტილია აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ტერიტორია ჩიჩხიტურის კოშკთან.
ქართველი მესაზღვრეები მომლოცველებს და ტურისტებს თითქმის არცერთ პერიმეტრზე აღარ ატარებენ. რაც შეეხება გზის სამშენებლო სამუშაოებს, ვითარება უცვლელია. აზერბაიჯანელები გზის მასშტაბებს ტექნიკის დახმარებით ზრდიან.
ადგილობრივი გიდი, რომელიც წლებია დავით გარეჯში მუშაობს, ამბობს, რომ აქამდე არასდროს მომხდარა ლავრის იქით არ გაეშვათ მომლოცველები და ტურისტები.
“მესაზღვრეები უკვე ქვემოთ დგანან და ქედზეც არ გვიშვებენ. მაშინ გვახსოვს, მოვლენები რომ დაიწყო, ქედიდან ვიღებდით და იმათი მესაზღვრეების გადაღების საშუალებაც გვქონდა. ახლა ჩაკეტილია, საერთოდ იქ ვერ ახვალ და არაფრის ნახვის და გადაღების საშუალება არ არის.ასე ფარულად, ქურდულად, გზის გაყვანა, არ იცოდა, ფაქტია… იქ საზღვართან ამხელა სამშენებლო ტექნიკა გყავს მოყვანილი, ბულდოზერები და უზარმაზარი ექსკავატორები და ამ დროს არ იცის მეზობელმა ქვეყანამ, იმათი პოზიცია გასაგებია – ბოდიში და ფეხებზე გვკიდიაა იმათი პოზიცია. დღეს, როგორც ვიცით დაისმება ეგ საკითხი და გაირკვევა, თუ რატომ აკეთებენ გზას. მარტივი მისახვედრია, რომ იქ უნდათ ტურისტების ამოყვანა,“-ამბობს გიდი,ზვიად ანანაიაშვილი.
-
პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული პირი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
-
თბილისის ქუჩებში დილიდან საცობებია, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებსა უკავშირდება
თბილისის ქუჩებში დილიდან საცობებია, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და მათ მოსამზადებელი სამუშაოებს უკავშირდება. ხვალიდან კი ღამის 12 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ოფიციალურად შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის -ყოფილი ელბაქიძის დაღმართის გავლით იმოძრავებს. კოტე აფხაზის -ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩის 11 ნომერთან თან დაასრულებენ. რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში 27 მაისიდან აღდგება.
-
“ივანიშვილში 3 ადამიანი ცხოვრობს”- ხუხაშვილი ივანიშვილის ფსიქოპორტრეტზე
“მასში 3 ადამიანი ცხოვრობს”- წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ და მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა აქვს.
“მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია…შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან – ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ზვიადია, ედუარდი და მიშა.
ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს – ძალაუფლება.
თვითონ ბიძინა აღარ არსებობს. ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს. ყველა ეს ქმედება სუროგატული, ფსევდო-შედეგის მომტანია. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის ნამოქმედარს ანგრევენ.
მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა”-წერს ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქზე. -
ტაივანში პირველი გეი ქორწინებები გაიმართა
მას შემდეგ რაც ტაივანმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურად სცნო, ქვეყანაში პირველი გეი ქორწინებები გაიმართა.
შეინ ლი და მარკ იუნი პირველი გეი წყვილი გახდნენ, ვინც იქორწინეს. მათ გარდა კიდევ რამდენიმე გეი და ლესბოსელმა წყვილმა იქორწინა.
პირველი გეი ქორწინებები, საზოგადოების ნაწილმა აქციებით გააპროტესტა, ისინი ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ითხოვნდნენ.
ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება პარლამენტმა 17 მაისს მიიღო. ტაივანი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, სადაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინება ლეგალურია.
-
რუსთავი 2-ის საქმე-რას ითხოვს 9%-იანი წილის მფლობელი
„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. ნიჟარაძის ადვოკატმა მოთხოვნები ბრიფინგზე გაახმოვანა. ნიჟარაძე რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.
ყავლაშვილის განცხადებით, თუ მოხდება არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ სასამართლოდან სარჩელს უკან გაიწვევენ. ნიჟარაძის მხარეს აინტერესებს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და პარტნიორების პოზიცია მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
„შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, არბიტრაჟში დავის გადატანა,. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების გადაცემა მსოფლიოში წამყვანი 4 აუდიტორული კომპანიისთვის, სხვადასხვა შესაბამისი საკითხებით და წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს,“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.
ნინო ნიჟარაძე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს.