Blog
-
ქართველი ბიჭი, რომელმაც უკრაინულ საბავშვო Voice-ში ჟიური აატირა
12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ საბავშვო Voice-ში ფურორი გამოიწვია. მან სიმღერა “All by myself” შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა. სცენაზე მისი ბიძაც გამოვიდა, რომელიც ბიჭუნას ჟიურისთან კომუნიკაციაში დაეხმარა, რადგან მან რუსული და უკრაინული არ იცის, სამაგიეროდ იცის ინგლისური. ჟიურიმ ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება მოსთხოვა, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია. -
იქნება თუ არა ლევან გოგიჩაიშვილი ბესელიას პარტიაში
ეკა ბესელიამ დღეს ახალი პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის“ შექმნა. როგორც მის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციიდანვე გახდა ცნობილია,პარტიაში იქნებიან უმრავლესობის ყოფილი დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბესელიას პარტიაში ასევე უნდა ყოფილიყვნენ “ქართული ოცნებიდან” ცოტა ხნის წინ წამოსული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი თანამოაზრეები ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. თუმცა როგორც გაირკვა ისინი ბესელიას ახლადდაფუძნებულ პარტიას არ შეუერთდნენ. მიზეზები უცნობია, ასევე არ არის ცნობილი შექმნიან თუ არა გოგიჩაიშვილი და შაქარიშვილი ცალკე პარტიას.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს. დამფუძნებლებს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ რა ფორმატით იქნება “დაიცავი საქართველო” 2020 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი.
-
F1 | მერსედესის დომინაცია გრძელდება – ჰამილტონი კვლავ შეუჩერებელია
26 მაისს მონაკოში ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ დომინირებდნენ მერსედესის პილოტები ლეუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი და სტარტზე 1-2 ადგილებიც მათ გაინაწილეს.
კვალიფიკაციის სენსაცია აღმოჩნდა ფერარის ახალგაზრდა პილოტის შარლ ლეკლერის წარუმატებლობა. ის კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე გამოეთიშა პოულისთვის ბრძოლას და მან სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო. ფერარის მეორე პილოტი სებასტიან ფეტელი კვალიფიკაციაზე მე-4 პოზიციაზე გავიდა.
სტარტი მერსედესისთვის კვლავ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და 1-2 პოზიციას სწორედ ისინი ინაწილებდნენ და რბოლის ნახევარზე მეტი ასე გრძელდებოდა. თავის მხრივ, შარლ ლეკლერი ცდილობდა უკანა ეშელონებიდან თავის დაძვრენას და მონაკოს ვიწრო ტრეკზე არაერთი ძალიან ლამაზი გადასწრება გვაჩუქა. თუმცა 11 ადგილისთვის ბრძოლაში მან საკმაოდ უცნაურ ადგილას სცადა გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის გადასწრება და ამ ბრძოლაში მან მარჯვენა უკანა საბურავი გამოსდო გარე ბარიერს, რის გამოც ჯერ პიტ სტოპზე შესვლა მოუწია, შემდეგ კი საბოლოოდ მოუწია ბოლიდის გაჩერება.
როგორც ყოველთვის, მონაკოს გრან პრიზე არაერთი შეჯახება და კონტაქტი იყო ბოლიდებს შორის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ახალგაზრდა ჯიოვინაცი რობერტ კუბიცას უკნიდან გამოედო და საბოლოოდ მოასრიალა ეს უკანასკნელი. ამის გამო ტრეკზე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა და მრბოლელებს შორის სხვაობაც განულდა. ამ დროს ვალტერი ბოტასმა პიტ სტოპზე შესვლა გადაწყვიტა და ამის გამო მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
საბოლოო ჯამში, იმის მიუხედავად, რომ ლეუის ჰამილტონი ბორბლების ცვეთას 30-ე წრიდან უჩიოდა იგი პიტ სტოპზე აღარ შესულა და მაქს ფერსტაპენის შეტევებს რბოლის ბოლომდე გაუძლო, რბოლის მიწურულს, 77-ე წრეზე ჰოლანდიელს ნერვებმა უმტყუვნა და არაერთი წარუმატებელი შეტევის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელი გადასწრების შესრულება მოინდომა, რაც საბოლოოდ შეცდომა აღმოჩნდა და მან პოზიციის გაუმჯობესების ნაცვლად გაიუარესა და 2 პოზიცია დაკარგა.
საბოლოო შედეგი ასეთია:
- ლეუის ჰამილტონი
- სებასტიან ფეტელი
- ვალტერი ბოტასი
- მაქს ფერსტაპენი
- პიერ გასლი
- კარლოს საინცი
- დანილ კვიატი
- ალექსანდრ ალბონი
- დანიელ რიკიარდო
- რომან გროჟანი
-
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის პირველივე ეტაპზე დამარცხდა
სამწუხაროდ, ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურნირი როლან გაროსი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარმატებით არ წარიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ეტაპზე არგენტინელ ხუან ლონდეროსთან სამ სეტში 6:4, 6:1, 6:3 დამარცხდა. ხუან ლონდერო ATP რეიტინგში 78 ადგილზე იმყოფება, თუმცა ბოლო პერიოდში იგი სენსაციებით გამოირჩევა. მან 19 მაისს შვეიცარიაში გერმანელი ზვერევი 2 სეტში 6:4, 6:4 დაამარცხდა.
ბასილაშვილსა და ლონდეროს შორის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა მესამე გეიმში ქართველმა საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმის მოგება ვერ შეძლო და ხუან ლონდერომ დაუბრეიკა, ამის შემდეგ კი მან საკუთარი ჩაწოდება არ დაკარგა. მეორე სეტში ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო, ნიკოოზმა პირველივე მოწოდება წააგო და თამაშში სადავეები დაკარგა. საბოლოოჯამში კი 6:1 დათმო სეტი. რაც შეეხება გადამწყვეტ სეტს, ქართველი ჩოგბურთელი ვერც აქ გამოირჩეოდა ჩვეული უძლიერესი ზუსტი დარტყმებით და საკუთარი მოწოდება ისევ დათმო, თუმცა მომდევნო გეიმში უმალ შეძლო სიტუაციის გამოსწორება და დაბრეიკება. თუმცა 3-5ზე საკუთარი მოწოდება ისევ წააგო და როლან გაროსს გამოეთიშა
-
პატრიარქის ფონდი გაქურდეს
პატრიარქის ფონდი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ნიუპოსტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფონდის წარმომადგენლები და ადგილზე მყოფი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის უცნობია რა არის წაღებული ფონდიდან.
-
ხმაური გორში- სეტყვით დაზარალებულებმა ავტობანის გადაკეტვა სცადეს
ამ წუთებში ხმაურია გორში, სეტყვით დაზარალებულები სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ. რამდენიმე წუთის წინ მათ სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს,პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს,რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სეტყვით დაზარალებულებმა მანამდე მათ გორის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ.
რამდენიმე დღის წინ სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
-
ჭიათურაში მოშიმშილე მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჭიათურაში მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ის მოშიმშილე იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ექიმებს მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.
დღეს აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ჭიათურაში დაკეტილია მაღაზიები, ოფისები, ბაზრობები. პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა.
გუშინ “ჯორჯიან მანგანეზსა და მოშიმშილე მაღაროელებს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა ხელფასების მომატებაზე კვლავ უარი განაცხადა და ძალაში დატოვა მათ მიერ გაჟღერებული წინადადება, რომელიც საწყის ეტაპზე ხელფასების 15%-ით ზრდას, ხოლო ეტაპობრივად, ჯამში 25%-იან ზრდას ითვალისწინებს.
-
მშობიარობის შემდგომი გართულებით ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. კოლეგის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას „მედიაცეტრი მთავარი“ ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა გოგონამ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.
“ჩვენს საყვარელ ნინის, გული ერთ-ერთ სამშობიარო სახლში გაუჩერდა. ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, დღეს, დილით სიცოცხლე შეწყვიტა. მას მშობიარობის შემდგომი გართულებებით გული გაუჩერდა. ნინიმ ბარბარე 21 მაისს გააჩინა და მას შემდეგ სიცოცხლეს ებრძოდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში მოხდა. მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო, ნინი ჯაფარიძე კლინიკაში რჩებოდა. “მედიაცენტრი მთავარი” სამშობიარო სახლისგან, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, ელოდება დამატებით ინფორმაციას. ნინი, ჩვენი ყველას საყვარელი გოგო დღეს დილით წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი ახალი სიცოცხლე კი მის ნაცვლად გააგრძელებს სიცოცხლეს. პატარა ბარბარეს, ყველასთვის საყვარელი ნინი ზეციური სასუფევლიდან ყოველთვის დაიფარავს”, – წერს მედიაცენტრ მთავარის” დამფუძნებელი, ეკა გულუა.
-
წელიწად-ნახევარი გავიდა და კვლავ არ ვიცით რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი – ომბუდსმენი
“წელიწად-ნახევარი გავიდა და კვლავ არ ვიცით რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
450-გვერდიანი ანგარიში ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგენა. ანგარიშში მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა განხილული.
„უკვე წელიწადნახევარი გავიდა გარდაცვალების მომენტიდან, სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევიდან და ჩვენ კვლავ არ ვიცით გამოძიების პასუხები, რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მღელვარებას და პროტესტის გრძნობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო იყო საკმარისი იმისთვის, რომ გარკვეული შედეგები და პასუხები არსებობდეს გამოძიების მხრიდან,“ – განაცხადა ლომჯარიამ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი წელიწადნახევრის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-
“დიდ ქვაზე შეხტა და ფეხი დაუცურდა”-რა გახდა 16 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი
სკოლა “ალბიონი” მათი მე-11 კლასელი მოსწავლის გარდაცვალებას გლოვობს.
16 წლის სოფია ნიკოლეიშვილი ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს.
როგორ მოხდა უბედური შემთხვევა, ამის შესახებ სკოლის დირექტორი ყვება, ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ გოგონას ფეხი ხავსიან ქვაზე აუსრიალდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. მაშველების მისვლამდე მისი გადარჩენა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა სცადა, თუმცა მდინარე იმდენად ძლიერად მოედინებოდა, რომ მასწავლებელი ქვებს მიაჯახა.
დირექტორის თქმით, ექსკურსიაზე კლასი განათლების სამინისტროდან მიღებული ყველა რეკომენდაციის დაცვით გაემგზავრა.
„გვაქვს მითითება განათლების სამინისტროდან, სადაც წერია, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, ანუ ტექდათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი აქვე დავძენ,რომ ეს ტრანსპორტი სკოლისაა და მას ერთი თვით ადრე გავატარეთ ტექდათვალიერება. უნდა ჰქონდეს ბავშვების აღმნიშვნელი ნიშანი და ექიმი. მე გავაყოლე ფიზკულტურის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, დამრიგებელი და ექიმი. 17 მოსწავლე იყო სულ, რომ შეუდგნენ აღმართს სადაც მდინარე ჩამოდის, ჩანჩქერს ქვევით, ეს გოგონა შეხტა დიდ ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა. ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი იშოვა, მოიბა წელზე და გადაეშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი სწრაფი დინება იყო, რომ მიაჯახა ერთ ქვას, მეორე ქვას და იძულებულები იყვნენ ამოეწიათ უკან,“-ამბობს ჯავახიშვილი.