28 მაისს, 13.00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატთან დაკავშირებით.
მისამართი: შევარდენი, რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 112
გთხოვთ, მობრძანდეთ.
28 მაისს, 13.00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატთან დაკავშირებით.
მისამართი: შევარდენი, რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 112
გთხოვთ, მობრძანდეთ.
12 ჭრილობა, არც ერთი მკვლელი! ნუ წაახალისებ ძალადობას! ვინ მოკლა სარალიძე! დაუსჯელობა კლავს!- არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ. აქციაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე იმყოფება.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 17:00 საათზე იწყება. არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“,“ ახალგაზრდა იურისტები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.


თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწე მაღაზიაში შევარდა.
დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორი ერთი მცირეწლოვანია. ისინი საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მძღოლის განცხადებით, ის დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი ის იყო რომ, მუხრუჭებმა არ დაიჭირა.
საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მოსმენა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურით წარიმართა.
დავით ჭიჭინაძესთან დაპირისპირების შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელს კამათი „ქართული ოცნებიდან“ წასულ ლევან კობერიძესთან მოუვიდა.
ლევან კობერიძემ დავით საგანელიძეს განუცხადა, რომ საკმაოდ არაეფექტიანია საპარტნიორო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა. საგანელიძემ კობერიძეს მიმართა, რომ ხელი ჩაეწია, თავის მხრივ კობერიძემ უპასუხა, რომ საპარტნიორო ფონდის დირექტორი პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს და არა ჭკუის სასწავლებლად.
“იმისთვის ხარ აქ მოსული რომ 700 მილიონზე ილაპარაკო”-მიმართა კობერიძემ საგანელიძეს.
დაუცველობის განცდის გამო, ამ ქვეყანაში დარჩენის სურვილი არავის გაუჩნდება. მინდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სხვაგან გავაგრძელო ცხოვრება, იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანაში თავს დაცულად არ ვგრძნობ.მინდა, მოგმართოთ მთელ საქართველოს, ჩემს თანატოლებს თუ ჩემზე უფროსებს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოჯახის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა. ჩემს ძმას ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენმა ოჯახმა არ განიცადოს ის ტკივილი , რაც ჩემმა ოჯახმა განიცადა და არ მოკვდნენ ახალგაზრდები”- განაცხადა მარიამ სარალიძემ ვიდეო მიმართვაში.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.
9 წლის ბავშვი გასული წლის შემოდგომაზე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.
33 წლის იაგო ნებიერიძე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს,ცოტა ხანში კი მას ბრალი დაუმძიმდა და სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.