Blog

  • რეპერ იგი აზალეას შიშველი ფოტოები გაუვრცელეს

    რპეერმა იგი აზელამ ინსტაგრამი და თვითერის პროფილები წაშალა. მიზეზი 2016 წელს ჟურნალ GQ Australia-სთვის შიშვლად გადაღებული ფოტოების ინტერნეტში გავრცელება გახდა. 

    როგორც უცხოური მედია იტყობინება  რეპერმა  შიშველ ფოტოებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა : 

    „ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, თითქოს მიღალატეს და შემარცხვინეს. ეს განცდა იმის გამო არ მაქვს რომ ფოტოები გამივრცელეს, არამედ ადამიანების რეაქციის გამო. ძალიან ბევრი კაცის კომენტარი ჩემს სხეულთან დაკავშირებულ ფანტაზიებს შეიცავს, რამაც ძალიან გამაღიზიანა.უბრალოდ გული მერევა ამ ყველაფერზე“, – წერს ავსტრალიელი მომღერალი.

    რეპერმა  ასევე დადო პიროვა რომ  იპოვის იმ ადამიანს ვინც ფოტოები გაუვრცელა და მას აუცილებლად პოლიციაში უჩივლებს. 

  • “კალაძე ამ ხალხს ართმევს სამუშაო ადგილებს“–ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება

    ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. თბილისის აგრარულ ბაზართან შეკრებილი ტაქსის მძღოლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ, ისინი საპროტესტო აქციებს მთელი თბილისში გეგმავენ. მათ მხარდაჭერას „ლეიბორისტული პარტიაც“ უცხადებს.
    პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა დედაქალაქის მერის პირად ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კალაძემ რეგულაციები საკუთარი მონოპოლიური ბიზნესის შესაქმნელად იყენებს.
    „ხელისუფლება ნაცვლად იმისა, იცავდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იცავდეს გარეჯს, დაკავებულია ამ ხალხისათვის ბიზნესის წართმევით. ტაქსისტებს ამ მავნე რეგულაციებით კალაძე ართმევს სამუშაო ადგილს. მათ და მათ ოჯახებს ტოვებს უსახსროდ იმის გამო, რომ თავად შექმნას მონოპოლიური ბიზნესი და მილიონები და მილიარდები დაატრიალოს. დღეს ეს არის ერთ-ერთ ბირჟაზე გამაფრთხილებელი აქცია. ასეთი გამაფრთხილებელი აქციები გაიმართება თბილისის მასშტაბით ყველა უბანში,“- განაცხადა გუგავამ.
    ტაქსის მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ოქტომბრიდან ავტომანქანა თეთრ ფერში უნდა გადაღებონ. გარდა ამისა, ისინი ქუჩიდან მგზავრების აყვანის აკრძალვას არ ეთანხმებიან.
  • “ლუკმა პურს ვერ ვშოულობთ“–გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია გამართეს

    აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციაზე ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. ბათუმის მერიამ კი, დაახლოებით 4 თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.ისინი ამბობენ, რომ ძველი ავტოსადგურის შენობაში ხალხი საერთოდ არ მიდის, პროდუქციას ვერ ყიდიან და ლუკმა პურის გარეშე რჩებიან.

    ისინი დახმარებას აჭარის მთავრობას სთხოვენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სურთ.

    ”მოვითმინეთ ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ის ადგილი არ აღმოჩნდა, სადაც შეიძლება ლუკმა პური ვიშოვოთ და ოჯახი შევინახოთ. დღითი დღე უარესობისკენ მივდივართ. მოვითხოვთ შეგვხვდეს მთავრობა და შემოგვთავაზოს ადგილი, რომელიც ჩვენს საქმიანობას შეეფერება. არ გვინდა ისევ აქციები დაგვჭირდეს, ჩვენთვის ყოველი წუთი და წამი გადამწყვეტია. ბანკების დავალაინება გვაქვს, რომელსაც ვაჭრობის გარეშე ვერ გადავიხდით. თვითდასაქმებულებს მთავრობის გვერდში დგომა გვჭირდება” – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

    აქციის მონაწილეთა თქმით, ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში გამოუყვეს, არარენტაბელურია. აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობისას ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

    27 იანვარს, “ბათუმი პლაზას” მიმდებარე ტერიტორია, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.

    წყარო: აჭარის ტელევიზია

  • შსს–მ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.
    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
    გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

    ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლისა და სულხანიშილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. “ტოიოტას” და “ნისანის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგ ერთ-ერთი მოცურდა და გაჩერებაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

    დაშავდა მძღოლი ქალბატონი, რომელიც ტოიოტას მართავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    ადგილზე მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

  • მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პლენარულ სხდომაზე დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს უყრიან.
    კომისიის შექმნას ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს. მათი შეფასებით, თუ ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის ობიექტურად გამოძიება.
    „ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ პარლამენტში აღმოჩნდება 50 წესიერი დეპუტატი, რომელიც დაუწე3რს მხარს კომისიის შექმნას და სწორედ ამ კომისიის მუშაობის შედეგად უნდა მოეფინოს ყველაფერს ნათელი. თუ კომისიის შექმნა ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ხელისუფლება არის დამნაშავე და მას არ აქვს სურვილი გამოიძიოს ეს საქმე და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელს აფარებს დამნაშავეებს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.
    საპარლამენტო უმრავლესობა კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯერ საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა და საქმის გამოძიება უნდა დაასრულონ.
    „სანამ არ ამოიწურება ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება, რა თქმა უნდა არ ვარ მომხრე, რომ ამ კუთხით შეიქმნას კომისია,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი.
  • დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს – ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

    დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციელები ამბობენ, რომ საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა ხალხმრავლობის გამო გაძლიერებულია პატრულირება.
    სამონასტრო კომპლექსზე ნაწილობრივ მოხსნილია შეზღუდვა აღდგომის ტაძრისა და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ ბილიკებზე. თუმცა, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი.
    მასშტაბური მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.
    უკვე ცნობილია, რომ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას 9 ეპარქია მიიღებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამ აქციით სურთ ხელისუფლებას და აზერბაიჯანელ მეგობრებს აჩვენონ, რომ ქართული საზოგადოება დავით გარეჯს არ დათმობს.
    „მთავარი შემადგენელი ნაწილი დღევანდელი დღის არის ის, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებამდე მივიდეს ჩვენი ხმა იმასთან დაკავშირებით,რომ გარეჯს საქართველო ვერ დათმობს ამის უფლება არც მორალური არც ისტორიული ჩვენ არ გვაქვს,“-ამბობს მამა ზაზა.
  • “მზად ვარ შუამავალი ვიყო საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე“ –სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

    “ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ კონტექსტში და თითოეულმა ჩვენგანმა ვკითხოთ ჩვენს თავს: მიხეილ სააკაშვილის, ჩემს დროს შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი რამ განვითარებულიყო საქართველოში? რა თქმა უნდა არა. რატომ არ იყო? ძალაიან მარტივი მიზეზების გამო. ჯერ ერთი საქართველოს ყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეაწმინდოს ქართველ ხალხს. როდესაც შენ გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება სხვას მოთხოვო რომ პატივი გცენ შენ?

    ძალიან სპეციფიური ქვეყანაა ასევე ჩენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი აზერბაიჯანთან გვქონდა ძალიან მჭიდრო, ძმური, თანამშრომლობის ურთიერთობა იმიტომ რომ არაფერს არ ვთხოვდით ჩვენი ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას არაფრად არ აგდებენ, იმიტომ რომ ივანიშვილი თვითონ არაფრად აგდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
    პრეზიდენტად უკანონოდ სრულიად დაასახელა ადამიანი რომელიც საერთოდ არავინ არ არის, მადამ გაუგებრობა. პრემიერ მინისტრად გვყავს ადამიანი რომელმაც საქართველოს რკინიგზა მილიარდიანი მოგებიდან მიიყვანა სამას მილიონ ზარალამდე, და ეს აზერბაიჯანელებმა ძლაიან კარგად იციან. მათ აქვთ ურთიერთობა რკინიგზაში და ისინი იხდიან აქ ფულებს. და რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი თვითონ თხოვენ ყველაფერზე აზერბაიჯანალებს ფულს, თხოვენ ატკატს და თხოვენ ფულს ჯიბეში. ეს ვიცი კარგად ინფორმირებული წყაროებიდან და როდესაც თხოვ მეზობელს ფულს ჯიბეში, არ უნდა გაგიკვირდეს რომ ის მეზობელი აკეთებს ყველაფერს იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს.
    რატომ არ გვქონდა აზერბაიჯანელებთან ადრე პრობლემები და რატომ გაგვიჩნდა ახლა? გასაღები უნდა ვეძებოთ საქართველოში.
    ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ ჩავერთო, იმიტომ რომ ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან. მე მზად ვარ შუამავალი ვიყო საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.“– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

  • რა ელის “მწვანე ბარათს“? ტრამპი ლეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს

    აშშ–ს პრეზიდენტს მწვანე ბარათის ლატარეის გაუქმება და „დამსახურებაზე დაფუძნებული“ სისტემით ჩანაცვლება უნდა. მას ასევე უნდა ჰუმანიტარული ვიზების განახევრება, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
    ამერიკა ყოველწლიურად 1,1 მილიონ მწვანე ბარათს გასცემს. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ადამიანს ამერიკაში მუდმივი მაცხოვრებლის ლეგალურ სტატუსს და ამერიკაში მუშაობის ნებართვას აძლევს. ამ ბარათების უმრავლესობა ოჯახის გაერთიანების საფუძველზე მიიღება, რისთვისაც სპეციალური განათლება ან პროფესია სულაც არაა საჭირო.
    ტრამპის წინადადება, რომელიც მისი თქმით, შემთხვევით შერჩევას გამორიცხავს, ქულების სისტემაზეა დაფუძნებული.
    ამერიკის მეცნიერების ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგში მომუშავე ადამიანების მესამედი ამერიკაში დაბადებული არ არის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკაში უფრო მეტი ასეთი ადამიანის ჩამოყვანა სურს.
    „ლეგალური იმიგრაციის ახალი სისტემა, რომელიც ამერიკელების ხელფასებს დაიცავს, ამერიკულ ღირებულებებს წაახალისებს და მთელი მსოფლიოდან ყველაზე ჭკვიან ადამიანებს მოიზიდავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
    ადამიანმა ქულების სათანადო რაოდენობა ასაკის, ენის ცოდნის, განათლების, სამსახურის შეთავაზების ან ინვესტიციის ჩადების პირობით უნდა დააგროვოს. თითოეულმა პირმა ასევე უნდა ჩააბაროს გამოცდა ამერიკის ისტორიასა და მმართველობის სისტემაში.
    დემოკრატებმა დამსახურებაზე დამოკიდებული ტრამპის გეგმა უკვე უარყვეს.
    „რას ამბობენ (რესპუბლიკელები), რომ ოჯახის წევრები არ იმსახურებენ ჩამოსვლას? რას ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ოდესმე ჩამოსულან და ინჟინრის დიპლომი არ ჰქონდათ არ იმსახურებდნენ ჩამოსვლას?“ – აცხადებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
    გარდა ამისა, პრეზიდენტის წინადადებაში არაფერია ნათქვამი 700 ათას, ეგრეთწოდებულ, მეოცნებეზე, რაც დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მშობლებმა ამერიკაში მაშინ ჩამოიყვანეს, როცა ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.
    ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წინადადება კონგრესში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
    „ეს წინადადება კანონი არ გახდება. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ კონგრესი მისი პირველი ვადის დამთავრებამდე ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ ის ორივე პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებას დაელოდება. მაგრამ წინა ორი წლის განმავლობაში კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ და იმიგრაციასთან დაკავშირებით მან მაინც ვერაფერი გააკეთა“, – ამბობს დევიდ ბაიერი კატონის ინსტიტუტიდან.
    პრეზიდენტის წინადადება ასევე არ ითვალისწინებს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე არსებულ დიდ მოთხოვნას.
    „ის ინდუსტრიები, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით არიან დამოკიდებული იმიგრანტებზე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა თუ მაგალითად ხორცის დაფასოება. მოთხოვნა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიცირებული მუშახელის ყოლა მნიშვნელოვანია, ის ჩვენს საჭიროებებს ვერ შეავსებს“, – აცხადებს რიკ სუ, ბუფალოს უნივერსიტეტიდან.
    ამ ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას კვლავ ითხოვს და ამასთან, საზღვრის გადაკვეთისთვის მოსაკრებლის დაწესება სურს, რომლითაც კედლის აშენებას დააფინანსებს.
    წყარო: ამერიკის ხმა
  • “ზარდიაშვილი ადეიშვილის სადღეგრძელოს დასალევად მაგიდაზე ადიოდა.ამათ პირდაპირ სახრე უნდა ურტყა“–გიგი უგულავა

    “როცა ზარდიაშვილი, ეს ვიგინდარა სუბიექტი საუბრობს შალვა შავგულიძესთან და მას მკვლელების მფარველს უწოდებს, მართლა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას მიაჩნია რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული.“ –ეს განცხადება გიგი უგულავამ დღეს საღამოს პალიტრა ტვ–ს ეთერში გააკეთა, იურიდიული კომიტეტის დაძაბული სხდომის შემდეგ, რომელზეც ევროპული საქართველოს ინიციატივას ხმაურით განიხილავდნენ. ოპოზიცია იუსტიციის საბჭოდან იმ არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითხოვდა, რომლებიც პარლამენტს ჰყავს  წარდგენილი და რომლებსაც ე.წ. მოსამართლეთა კლანის მხარდამჭერებად მოიაზრებენ. თუმცა მმართველი გუნდი ამ წევრების უკან გაწვევას არ აპირებს. სხდომაზე მივიდა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძეც, რომელსაც უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.
    გიგი უგულავამ დღევანდელი სხდომა მწვავედ და ემოციურად შეაფასა.
    “ეგ სუბიექტი (ზარდიაშვილი)ადეიშვილის მისაღებში იჯდა, ყავას ადუღებდა, ეგ ნაძირალა ეგა. და დღეს გამოდის აქ და ბრტყელ ბრტყელ რაღაცეებს ამბობს. ვისზე ლაპარაკობს ეს ზარდიაშვილი საერთოდ. ეს შნირი ყველასი და ყველაფრის. ეს აღზევებული მდაბიო, რას ბედავს საერთოდ. საერთოდ რა ქვეყანას ვაშენებთ და რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.
    ზარდიაშვილი შალვა შავგულიძეს სასამართლოზე ელაპარაკება. რაღაცა საზღვარი ხო უნდა ქონდეს ყველაფერს. გამოვა კობახიძე და გაგაცვიფრებს უტიფრობით. მერე გამოვა მათიკაშვილი და ერთი ნაბიჯით გადაუსწრებს, მერე გამოვა ოხანაშვილი და კიდევ ორი ნაბიჯით გადაუსწრებს. ზარდიაშვილი გამოვა და ჯონსონივით გავარდება და გადაუსწრებს უტიფრობის ფსკერის არქონაში. რაზე უნდა ელაპარაკოთ ამ ხალხს? ესენი მართლა სახრეებით არიან გასაყრელი. პანჩურებით არიან გამოსაყრელი იქიდან. რას ვუყურებდით დღეს? ყვირილი, ჯღავილი, სახედაკარგული, გავეშებული. ამ ხალხით უნდა მართოს ივანიშვილმა ქვეყანა? ვინ არიან, რანაირი მოდგმაა, საიდან მოვიდნენ საერთოდ? ზარდიაშვილს როგორ უნდა ველაპარაკო?
    ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ერთადერთი კაცი ვიცი, მაგიდიდან რომ ჩამოათრევდი სკამზე ადიოდა ადეიშვილის სადღეგრძელოს დასალევად.
    ესენი ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რა ჯიშის ხალხი მოიყვანა. ამათ პირდაპირ დედა უნდა აგინო.
    გუშინწინ ადგნენ და ამ მონსტრების კორპორაციამ, იუსტიციის საბჭოს ხალხმა კი არ დაელოდნენ ცხრაში, იქნებ მოვიგოთ, მერე ზაფხულია და ხალხს ინებ დაავიწყდეს. გამოწვევა გააკეთეს–კაბელების საქმის მოსამართლე და გირგვლიანის საქმის მოსამართლე სამუდამოდ დანიშნეს.
    ხალხი აიღებს და ამათ გამოყრის რითაც მოხვდება ხელში.ამათ პირდაპირ უნდა აგინო, ამათ სახრე უნდა ურტყა ზარდიაშვილებს ერთად.
    ზარდიაშვლი შნირი იყო და შნირად დარჩა. უბრალოდ ეხლა ძალაუფლება მისცეს და მაშინ მარტო ყავას ადუღებდა. მურუსიძე მაშინ იყო შნირი და ახლა არის მთელი ბატონ პატრონი, ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება და ჩემი შვილის და თქვენი შვილის და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს ის ვიგინდარა“.–ამბობს უგულავა.