Blog
-
ძლიერი სეტყვა თბილისში
თბილისის ზოგიერთ უბანში ძლიერი სეტყვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
-
“ჩაწყობილი მატჩების“ სკანდალი ესპანეთში. სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დააპატიმრეს
ესპანეთის პოლიციამ 11 ადამიანი, მათ შორის პირველი და მეორე დივიზიონის ფეხბურთელები დააკავა “ჩაწყობილი მატჩების“ ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმის ძიების ფარგლებში. ესპანური მედიის ინფორმაციით მათ დანაშაულებრივი ჯგუფის შემქმნაში და საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადების გზით დიდი რაოდენობით მოგების მიღების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.El Mundo პოლიციაში სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულთა შორის არიან: რეალის ყოფილი ფეხბურთელი, რაულ ბრავო, ვალიადოლიდას ყოფილი მოთამაშე, ბორხა ფერნანდესი, ესპანეთის პირველი დივიზიონის კლუბების ყოფილი ფეხბურთელი კარლოს არანდა, ხატაფეს მოთამაშე სამუელ საისი , ასევე ინიგო ლოპეს მონტანია დეპორტივოდან.“პოლიციის ქმედებები მოჰყვა საჩივრებს შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის დროს 2018 წლის მაისში“– განმარტავს ესპანეთის ლა ლიგას წარმომადგენელი.ტურნირის ორგანიზატორთა მონაცემებით საქმე შეიძლება ეხებოდეს რვა შესაძლო “გარიგებული თამაშის“ შემთხვევას.ჯგუფის სავარაუდო მონაწილეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დღეს დილით დაიწყო.2018-2019 წლების სეზონის დროს ლა ლიგამ სასამართლო პოლიციის გენერალურ კომისარს რვა საჩივრით მიმართა სავარაუდო “გარიგებული თამაშების“ ალბათობასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ქვედა დივიზიონებში და საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებში. – ნათქვამია ესპანეთის პრემიერ ლიგის განცხადებაში.ესპანური მედიის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი სავარაუდოდ რაულ ბრავოა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ფსონების დასადებად ახლო ნათესავებს იყენებდნენ, კერძოდ, კი საქმის ერთ–ერთი ფიგურანტი კარლოს არანდას მამაა.ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ესპანეთის საფეხბურთო კლუბ უესკის პრეზიდენტი, აგუსტინ ლასაოსა და კლუბის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ხუან კარლოს გალინდო ლანუზაც დააკავა.მედიის ინფორმაციით გამოძიება 2018 წლის 27 მაისს უესკისა და კატალონიურ კლუბ ხიმნასტიკის მატჩის შემდეგ დაიწყო, რომელიც კატალონიური გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დამთავრდა.მატჩის დროს 57 დან 30–მა ბუკმეკერმა ფსონები შეაჩერა მას შემდეგ, რაც დააფიქსირა, რომ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ფსონები და მსხვილი თანხები იყო დადებული იმაზე, რომ შესვენებამდე ანგარიში 0:0 იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ხიმნასტიკის გამარჯვებით დამთავრდებოდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. -
“გველი საკბენად გამოიწია ” – ლისის ტბაზე გველი იპოვეს
ლისის ტბის ტერიტორიაზე გველი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ იოსებ ვარდოშვილი ავრცელებს.
“სეირნობის დროს მეგობრის ბავშვმა დაადგა ფეხი, გველი საკბენად გამოიწია და ბავშვი შემთხვევით გადაურჩა კბენას.გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები და დაიცვათ პატარების უსაფრთხოება.” – წერს იოსებ ვარდოშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
-
აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და ახალგორის გამგებელმა სტუმრებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. ხურალეთში კი, კონგრესის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადგილობრივს გაესაუბრნენ. -
“ოცნებამ” არ იცის რომ სააკაშვილს ავტორიტეტი აქვს ბაქოსთან?” – ნიკა მელია ხელისუფლებას
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გარეჯში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„როდესაც პრეზიდენტად გვყავს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ეს არის ერთ-ერთი სათავე პრობლემებისა. ბაქომ დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ყავს სახელმწიფოს და ცდილობს მოახდინოს ამ უპატრონობის კაპიტალიზაცია. აქედან გამომდინარე, რა უნდა გასკეთოს ხელისუფლებამ? უნდა ჩართოს ამ საქმეში ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია აზერბაიჯანთან დაალაგოს ურთიერთობა დავით გარეჯთან მიმართებაში. “ქართულმა ოცნებამ” არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი და კონტაქტები და ურთიერთობები ბაქოსთან? რატომ არ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ისე, რომ თუნდაც ვერავინ ვერ გაიგოს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
-
ახალი ელექტრომობილი გვერდითი სარკეების გარეშე
“HONDA”-ს ევროპული ოფისი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ ელექტრომობილს “Honda e”-ს გვერდითი სარკეები არ ექნება.
მათი ინფორმაციით გვერდითი სარკეების ადგილას იქნება კამერები დაყენებული რომელიც, ორი 6-ინჩიანი ეკრანისგან შედგება.მისი მართვის აპარატი კი ხელსაწყოების დაფის კუთხეში იქნება განთავსებული. კამერების დაბინძურებისგან დასაცავად მა ლინზები ჰიდროფობიური დამცავი საშუალებით დაფარეს.
კომპანიის განცხადებით ახალი სისტემა “Side Camera Mirror System” საკმაოდ კომპაქტურია, არ გადის ბორბლების თაღებს მიღმა, 90%-ით ამცირებს წინააღდეგობას ჰაერნაკადთან და 3,8%-ით აუმჯობესებს ავტომობილის საერთო აეროდინამიკას.
კამერები იმუშავებს როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში ასევე გაფართოებულ იმუშავებს რაც გულისხმობს იმას რომ პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივ სარკეებთან შედარებით ხედვის არე 10%-ით, მეორეში კი 50%-ით გაიზრდება.
-
არასრულწოვნის წამების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
არასრულწლოვანმა, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში და სექსუალური ხასიათის მუქარაში ადანაშაულებდა, დღეს კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო. ის მარნეულის პოლიციაში ამოცნობისთანავე დააკავეს. მოზარდის მტკიცებით, სწორედ ნიკოლოზ ქოჩიშვილია ერთ-ერთი სამართალდამცველი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ხელი მოტეხა.
„ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ. ქ.-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, სახეში ხელების რტყმა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგადაც არასრულწლოვანი თ.ა. გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი. დავაკავეთ კ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 10 წლამდე,“-განაცხადა პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.
არასრულწლოვანის ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდმა დაკავებული პოლიციელის გარდა რამდენიმე დღის წინ კიდევ სამი სამართალდამცველი ამოიცნო.
„რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სამი პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც აწამეს ეს ბავშვი და სცემეს და მის მიმართა არაადამიანური მოპყრობა მოხდა. დღეს მოხდა მეოთხე პოლიციელის ამოცნობა. პიროვნება ნიკოლოზ ქოჩიშვილი რომელმაც ხელი მოტეხა. რომელიც მონაწილეობდა უშუალოდ მისი ხელის მოტეხვაში, რომელიც არა მარტო ხელით სცემდა, არამედ წიხლი ჩაარტყა, გადააგდო სკამიდან და მოტყდა არასრულწლოვანს ხელი. ახლა დასრულდა საგამოძიებო მოქმედება, ამის შემდეგ დამატებით მოხდება არასრულწლოვნების გამოკითხვა,“-განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბოლნისში მოხდა. არასრულწლოვანის მტკიცებით, ის ქურდობის მუხლით დააკავეს რის შემდეგაც პოლიციელებმა აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.
-
“სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე. ეს უნდობლობის გამოცხადების საფუძველია“–გია ხუხაშვილი დავით გარეჯზე
დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარების დაძაბვაში გია ხუხაშვილი პრეზიდენტს ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას მიზანშეწონილად მიიჩნევს:
“ვფიქრობ, რომ თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, როდის და რით დაიწყო დავით გარეჯის თემის გამწვავება, მარტივად დავინახავთ, რომ ტრიგერის როლი ამ ისტორიაში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა. მიუხედავად იმისა, მან ეს შეგნებულად გააკეთა, თუ შეუგნებლად, ცხადია რომ ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე. ეს კი, ჩემის აზრით, მისთვის უნდობლობის გამოცხადების პირდაპირი საფუძველია. შესაძლოა, ამას წინ უძღვოდეს სუსის შესაბამისი გამოძიება. სასურველია, ანალოგიური გამოძიება ჩატარდეს აზერბაიჯანშიც. ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა ახლა მნიშვნელოვანია“–ამბობს გია ხუხაშვილი.
-
“სისხლითაც, ღონითაც და სიძლიერითაც უნდა დაიცვან ეს ტერიტორია “-მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას
დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. სამონასტრო კომპლექსში ჩასული სასულიერო პირები, მომლოცველები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს ერთად იცავენ კომპლექსს. მათი თქმით, სურთ საქართველოს ხელისიფლებას, მეზობელ აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის დათმობას საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ.
დავით-გარეჯში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი რომელიც გარეჯში აქციას შეუერთდა.
„მე საქართველოს შვილი ვარ, სადაც ქართველი ხალხია, იქ უნდა ვიყო. კი მართალია, მე ჩემი ბრძოლა მაქვს, ჩემი ტკივილიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართველი ადამიანი. საფრთხის წინაშე დავით გარეჯი არ იქნება, სანამ იქნებიან ასეთი ადამიანები და პლუს ამას კიდევ, აქ ამ ადამიანებს კი არ უნდა უწევდეთ დაცვა დავით გარეჯის, ეს დავით გარეჯია, ეს საქართველოა, ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ, რომ ეს ხალხი ამ დღეში არ ჩაყარონ და სისხლითაც, ღონითაც, სიძლიერითაც რომ დაიცვან ეს ტერიტორია,“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი