Blog

  • “ჩვენი ჯარი შემოხვეულია და იცავს იმათ მესაზღვრეებს ჩვენგან”- დაპირისპირება ჩიჩხიტურის მაღლობზე

    ჩიჩხიტურის მაღლობზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. გზადაგზა კი მათ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ხვდებოდნენ, რასაც რამდენჯერმე შელაპარაკება მოჰყვა.

    ჩიჩხიტურის კოშკისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთად იმყოფებოდნენ.

    „თუ სადაო ტერიტორიაა, ამას რა უნდა, ამ ფორმიანს აქ. ჩვენ რატომ გვაჩხუბებთ მოქალაქეებს. მოქალაქეებს საერთოდ არ უნდა გვაჩხუბებდეს პოლიტიკა,“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს.

    სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობით სურთ დაანახონ ყველას, რომ ქართველები დავით გარეჯს დაიცავენ.

    „გვართმევენ ტერიტორიებს და კიდევ ჩვენი ჯარი შემოხვეულია და იცავს იმათ მესაზღვრეებს ჩვენგან? ეს თუ ჩვენი ტერიტორიაა, ვერ ვიგებ, რატომ დგას იმათი ჯარი აქ, თუ არა, ე.ი. არის ისევ სადაო და გადასაწყვეტი. რატომ გვასულელებენ, მოგვიყვანეს ამდენი ხალხი და მამაო გვეუბნება, არაფერი არ არის, გახსნილია, თუ პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყდა ეს ამბავი. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, ჩვენ და ეს უბრალო მესაზღვრეები ვერაფერს ვერ მოვაგვარებთ. ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტული განცხადება თქვენ მოისმინეთ, ჩვენ ვერა, მოსახლეობამ. ძალიან ბევრი ბერკეტიო აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ აიძულოს აზერბაიჯანი, წამოვიდეს დათმობაზე და თავი დაანებოს ჩვენს ტერიტორიებს… მე აქ ვერც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვხედავ და ვერც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს,” – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

    ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით საფრთხე რეალურია. სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსთან აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღის აქციით აღნიშვნას, სწორედ დავით გარეჯის ტერიტორიაზე აპირებდნენ. თუმცა დღეს დღის განმავლობაში ისინი დავით გარეჯში არ გამოჩენილან. ​

    დღეს საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური მსვლელობა აღდგომის ტაძრიდან დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.

  • ჩიჩხიტურის კოშკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვია შეკრული

    დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. სამონასტრო კომპლექსში ჩასული სასულიერო პირები, მომლოცველები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს ერთად იცავენ კომპლექსს.

    ამბობენ რომ, სადაო ამ ტერიტორიაზე არაფერია. მათი თქმით, სურთ საქართველოს ხელისიფლებას, მეზობელ აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის დათმობას საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ.

    კაქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობა დაგეგმეს.

  • “ორი კახპა ქალის ურთიერთობას მაგონებს ერთმანეთის ლანძღვა“-დაპირისპირება და ხმაური პარლამენტში(ვიდეო)

    ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

    „როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გვლანძღავთ, იქიდან თქვენ, რომელი უფრო უარესია. ამ დროს საქართველო იჭყლიტება. მაპატიეთ ბატონო კარლო, მაგრამ თქვენ წინა პარლამენტში ის ხალხი არ ხართ, ვინც „ნაციონალური მოძრაობით“ გასული ფრაქციის დახმარებით გააკეთეთ უმრავლესობა? ნუ თქვენ თურმე ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობა შეგეძლოთ ოღონდ შალვა შავგულიძეს, თურმე, ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობის უფლება არ აქვს, “ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, რასაც დეპურტატ კარლო კოპალიანსა და აკაკი ბობოხიზეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც „ევროპულმა საქართელომ“ პარლამენტის სხდომა დემონსტრატიულად დატოვა. 

  • “ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით” – ინაშვილი ოცნებას და ოპოზიციას

    ხედავთ რა დონეზე მივედით? სანამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“ გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
    ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას მიმართა, დაასრულოს არსებული ხელისუფლების მმართველობა. ინაშვილის თქმით, მმართველ გუნდთან ერთად ხალხი ოპოზიციასაც “დაამთავრებს”.
    “2020 წლისთვის აი ეს ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ, “ქართული ოცნებაც” უნდა დავამთავროთ და “ნაციონალური მოძრაობის “ეს ორივე ჯგუფი,”-ამბობს ინაშვილი.
    ინაშვილმა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დავით გარეჯის პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ უფლება ამ საკითხში გარეშე ძალის ჩართულობასა და ინტერესებზე ისაუბროს.
    „ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯში ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე. ასე დადუმებული რომ სხედხართ “ქართული ოცნების” დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი,“-ამბობს ინაშვილი.
    ინაშვილის დავით გარეჯის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებასაც ითხოვს. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარეჯი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საქართველოს ტერიტორიაა.
    ინაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვან საქართველოს ინტერესები, თუმცა ამბობს, რომ ეს მმართველ გუნდს არ შეუძლია.
    „უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. რა პარლამენტია ეს, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში, ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ,“-მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.
  • “უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯში” – სამადაშვილი

    „ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

    მისი განცხადებით, დღეს, უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა. თქვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი უკვე ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ იპყრობს დროშებით და მომღერალი ბავშვებით“, – განაცხადა სამადაშვილმა

  • „ვის უკითხავთ ზნეობას, შალვა შავგულიძეს? ბედავთ ამას და ტალახს ასხამთ?“ – ბოკერია

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მწვავე გამოსვლა დავით გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარებით დაიწყო და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ქვეყანას.
    გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრები „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატის შალვა შავგულიძის მისამართით „ტალახის სროლაში“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ღირსეული ოპონენტი იყო. „ვის უკითხავთ ზნეობას, შალვა შავგულიძეს? ბედავთ ამას და ტალახს ასხამთ? შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მწვავე ოპონენტი წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის იმ საქმეში, რომელიც არის ყველაზე დიდი სირცხვილი იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ეს კაცი მერე იყო თქვენ გუნდში. მანამ, სანამ ურემი გადატრიალდებოდა დაინახა, სად მიდიოდა ივანიშვილის ხელისუფლება და პრნციპულად დაგშორდათ. უზნოა შალვა შავგულიძის მიმართ ტალახის გამოყენება, თან ვისი მხრიდან, ზარდიაშვილის მხრიდან?“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ
  • “ორ ქვეყანას შორის უნდა არსებობდეს საზღვარი” – პრეზიდენტის პრესპიკერი გარეჯზე

    დავით გარეჯში არსებულ ვითარებას, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ეხმაურება. ხმისი  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის განახლდა.

    რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული.

    “საზღვარი უნდა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის. პატრიარქმა გააკეთა გუშინ განცხადება, ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, მათ შორის სასულიერო პირების განცხადებებს შორის. ასევე ოპოზიციურ ლიდერებს შორისაც კეთდება განცხადებები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ამბობენ რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი. შესაბამისად როცა სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ აქედან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, მაგრამ მეორეს მხრივ ცალსახაა რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი,”-განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

    20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.

  • “ვინ არის ბოლოს და ბოლოს ჩევნი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? სად არის სუსი? – კვიციანი

    დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, დავით გარეჯში მისალოდნელია პროვოკაცია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვიციანმა მოითხოვა, საკანონმდებლო ორგანო ჩაერთოს დავით გაერეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენერში. „ეს პრობლემა გადაიდო, გადაიდო და მოვიდა დღემდე. საჭიროა ჩაერთოს პარლამენტი საპატრიარქოსთან ერთად. ჩავაცხროთ ეს დაძაბულობა. ვინ არის ბოლოს და ბოლოს ჩევნი ქვეყნის უსაფრთხეობაზე პასუხისმგებელი? რატომ ხმას არ იღებს სუსი? “– აცხადებს კვიციანი.
  • “ჭკუის დარიგებას შეეშვით, ვილაპარაკებთ იმაზე, რაზეც საჭიროა” – ლევან გოგიჩაიშვილი გარეჯზე

    “ძალიან სერიოზული პრობლემა არის და ყველაზე მეტად რაც გვიკვირს ხოლმე არის ჩვენი კოლეგების განცხადებები, რომ პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ. როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ვგულისხმობ დავით გარეჯის საკითხს, შეწუხებულია ეკლესია, შეწუხებული არის მრევლი, შეწუხებულია თითოეული ჩვენი მოქალაქე და ჩვენი კოლეგებისგან ვისმენთ საუბარს, ხმა არ ამოიღოთო.
    ესეიგი ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფერზე უნდა ისაუბრო, უნდა ისაუბრო მაამებლობაზე, უნდა აქო საკუთრი ლიდერები, ოღონდ ქვეყნის პრობლემებზე პარლამენტში არ უნდა ისაუბრო. ესეთი რამე რომელ დეპუტატს მოსდის ხოლმე თავში, რომ კოლეგებს მოუწოდოს, რომ პრობლემაზე არ ისაუბროს ღიად, რომელიც დგას რეალურად და რომლის გადაჭრელი ხელისუფლებაში როგორც ჩანს არავინ არ არის.“ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

  • “საზოგადოება დაბნეულია, ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება” – ნარჩემაშვილი გარეჯზე

    პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოხმაურა. ნარჩემაშვილმა პარლამენტს დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური განცხადების მიღებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პარლამენტის პოზიცია და ასევე, კომისიის მანდატი. დეპუტატის თქმით, “საზოგადოება ძალიან დაბნეულია, ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება“ – განუცხადა დეპუტატებს კობა ნარჩემაშვილმა.