Blog
-
“შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი”- მორიგი მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან
თეულობით ქართველი სპეცრეისით გვიან ღამით საქართველოში ჩამოიყვანეს.
დეპორტირებულები ძირითადად საფრანგეთიდან და გერმანიიდან არიან. გერმანიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების თქმით, მათი ოჯახის წევრებს პოლიციამ ქვეყანა ძალის გამოყენებით დაატოვებინა და მომხდარს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს უკავშირებენ.
„ისეთი ინფორმაციები მოვიდა საქართველოდან, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე გამოუშვით, ამას გვიდებს ჩვენ ლტოლვილთა სამინისტრო. დაგვადგა დილით პოლიცია თავზე, შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი, ბავშვები ჩაყარეს სტრესში, გულისმანკიანი ბავშვი კინაღამ ჩაგვაკვდა ხელებში, მერე ჩემმა მეუღლემ გადაიჭრა ვენები, გადაკერეს და გამოუშვეს. რომ ჩამოდის ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, აი, ასეთ დღეში ყრიან ხალხს.
“მარტო ჩვენ ქართველები ვართ ასეთ დღეში, სამი თვის ჩამოსულ სხვა ეროვნების ლტოლვილებს უკვე საბუთები აქვთ,“-ამბობს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.
დეპორტირებულთა უმეტესმა ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს.
-
დავით სარალიძეს მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
მიხეილ კალანდია პროკურატურის მთავარი მოწმეა. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო. ქალაქის მთავარ სამმართველოში მოთავსებულ, მიხეილ კალანდიას დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. კალანდიას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ხმაურიანი გამოძიებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, მიხეილ კალანდია სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილების შედეგად აიყვანეს. იზოლატორში მოთავსებული კალანდია დღის ბოლოს ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, დაკავებული თავს დამანაშავედ არ თვლის.
“ზოგადად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებაში ზეპირად რაც გაჟღერდა თავიდან ბოლომდე არაფერში,”-აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი
-
არაფერი არ სტკიებია, შემოვიდა და მკვდარი გაგვატანეს – გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. რა გახდა ლევან ჯიოშვილის სიკვიდილის მიზეზი – ამას ექსპერტიზა დაადგენს. ოჯახის წევრებს პრეტენზიები სამედიცინო პერსონალთან აქვთ და მათ უყურადღებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე პაციენტი საავადმყოფოდან მაღაზიაში იყო გასული. სამხედრო ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ.
“ფეხი სტკიოდა, ეტყობა იბანავა, ეგ იყო მაგის ავადმყოფობა. არაფერი მაგას არ სტკიებია, შემოვიდა და მკვდარი გაგვატანეს აქედან. ექიმი არ გამოვიდა, ექიმი! არაფერი ცნობა არ მისცეს რა დიაგნოზი იყო. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი,”-აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
31 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები მედპერსონალისგან გარდაცვალების ზუსტი მიზეზის გამოაშკარავებას ითხოვენ და მათ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
“ოთხის ნახევარი იყო ველაპარაკე მშვენივრად იყო, მოვედი, ხუთი იყო და დაღუპული იყო. იყო უყურადღებობა, სხვა არაფერი,”-აცხადებს, გარდაცვლილის და, თამარ ჯაოშვილი.
თავად კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათ ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს პაციენტის გადასარჩენად.
“პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,”-აცხადებს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ჯავახიშვილი.
-
4 ნეკნის მოტეხილობა- საქართველოს მოქალაქეს ანკარაში მანქანა დაეჯახა
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ქვეითად მიმავალ 60 წლამდე ასაკის ქალბატონს, მანქანა ანკარაში დაეჯახა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, მცდელობის მიუხედავად სამართალდამცველებმა მათ გამოძიების დეტალები არ გააცნეს. ინფორმაციის მიღებას ისინი საკონსულოდან ელოდებიან და საქართველოს წარმომადგენლობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული საქმის კურსშია, თუმცა განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.
დაზარალებულს აღენიშნება, 4 ნეკნის მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა, თავის დაზიანება. ჩვენს შეკითხვებზე პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ დაცინვითი რეაქცია, გვითხრეს რომ იმას, ვინც მანქანით დაეჯახა, ვერანაირად ვერ შეგვახვედრებენ, არ ჰქონდათ ამის უფლება,”-აცხადებს დაზარალებულის ახლობელი, თეა გამრეკელაშვილი.
-
5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის უკრაინაში პოლიციელები დააკავეს.საზოგადოებრივი მღელვარება არ ცხრება
უკრაინაში 5 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პოლიციელი დააკავეს და 60 დღით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, დიმიტრი ცენოვი კი თანამდებობიდან გადადგა და მოითხოვა “ყველაზე ცხელ წერტილში“, ანუ დონბასში გაუშვან სამუშაოდ. მან განაცხადა, რომ თავისი ქვეშევრდომების ქმედებებზე პასუხისმგებლობას გრძნობს.ბავშვის მკვლელობამ უკრაინაში იმდენად ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმაც მოახდინა რეაგირება.“არანაირი დანდობა. არანაირი მცდელობა ამ საქმის მიჩქმალვისა. ეს ტრაგედია გაკვეთილად უნდა იქცეს“– დაწერა ფეისბუქის გვერდზე ზელენსკიმ.სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით დაგეგმილი მასობრივი აქციებს მართავენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.31 მაისს პერეიასლავ–ხმელნიცკის საავადმყოფოში მიიყვანეს 5 წლის ბიჭი თავის მძიმე ჭრილობებით.თავდაპირველად გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბიჭი გაუფრთხილებლობით წაბორძიკდა ასფალტ–ბეტონის საფარზე და ქვას თავი დაარტყა, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო. თითქოს ეს მაშინ მოხდა, როცა ის სახლთან ახლოს სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა.თუმცა მოგვიანებით, როცა ექიმებმა ბიჭის თავში ოპერაციისას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს, პოლიციელებმა “შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება“ ჩაატარეს და იპოვნეს მასრები და ქილები, რომლებსაც ეჭვმიტანილები მიზანში სროლისთვის იყენებდნენ.ბავშვი კიევში გადაიყვანეს, სადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდნენ პერეიასლავ–ხმალნიცკის ორი პოლიციელი. მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, გილზები და სხვა იარაღი ამოიღეს.
მოგვიანებით გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მათ ბრალი წაუყენა გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელიც ჩადენილია ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.
მოგვიანებით პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გაუფრთხილებლობით დაზიანების მიყენების ნაცვლად განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.ორშაბათს მკვლელობის ბრალდებით პოლიციის ლეიტენანტი ივან პრიხოდკო და უფროსი სერჟანტი ვლადიმირ პეტროვეცი დააკავეს.პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ტყვიები, რომლებმაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია პრიხოდკოს იარაღიდან იქნა გასროლილი.ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბიჭის მკვლელობის წინასწარი განზრახვა ვერ მტკიცდება, ამიტომაც დანაშაულისთვის მკვლელობის კვალიფიკაცია არ უნდა მიენიჭებინათ.თავად პოლიციელი უარყოფს, რომ ბავშვის მიმართულებით ისროლა.“მე თვითონ ორი შვილის მამა ვარ, მესმის ეს რა უბედურებაა… გთხოვთ გაერკვიეთ სიტუაციაში. მე ამ მიმართულებით არ მისვრია“– განაცხადა პრიხოდკომ სასამართლოს დარბაზში წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.პეტროვეცის ადვოკატმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე იყო და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ერთი გასროლა მაინც განახორციელა.პროკურატურის ვერსია კი ასეთია: პოლიციელები პარასკევს დღის მეორე ნახევარში ისვენებდნენ, მათ ალკოჰოლი დალიეს და გადაწყვიტეს მიზანში ესროლად. სამიზნედ მეტალის ქილები და სხვადასხვა ნივთები აირჩიეს და ისეთ ადგილზე გაამწკრივეს, რომლის მომიჯნავედ ადამიანები მოძრაობდნენ, და ბავშვები თამაშობდნენ. პეტროვეცი და პრიხოდკო რკინის ქილებს ესროდნენ იმ ადგილის გვერდით, სადაც არასრულწლოვანი პირები თამაშობდნენ. ამ ტერიტორიაზე 5 წლის კირილი მეგობრებთან ერთად თამაშობდა იმ დროს, როცა პოლიციელები მიზანში სროლით ეტყობოდნენ. მათ გამოძიების ინფორმაციით “დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობა გამოიჩინეს და ბავშვს სასიკდილო ჭრილობები მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღიდან“.
იარაღი, რომლითაც 5 წლის კირილი ჯერ აღმოჩენილი არ არის – ამბობს პროკურორი.ბავშვის ნათესავები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა არ იციან, რომელი მათგანის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა ბავშვს, რადგან მთვრალები იყვნენ.უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმეში ორზე მეტი პოლიციელი იყოს გარეული. თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას ამის მტკიცებულებები არ გააჩნია.გუშინ კიევში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებმა თან მიიტანეს პლაკატები წარწერით – პოლიცია ბავშვებს კლავს. ასევე ყვავილები და საბავშვო სათამაშოები. ისინი შს მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოჩნდა პეტიცია ავაკოვის გადადგომის მოთხოვნით. -
მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მე15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ამანათის გადაცემა მოითხოვეს ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) მუხლებით.
-
“არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა” – ქუთაისის საკრებულოს წევრი
“არ მიტყდება ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა,“ – ეს განცხადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ”ქართული ოცნების“ წევრმა , ალეკო ახალაძემ გააკეთა.
„ნანა კოსტავამ ძალიან შეუფერებელი ფორმით, მაგრამ გააკეთა აგრესია იმ მოვლენაზე, რასაც ჰქვია რწმენის შეურაცხყოფა, სხვათა შორის რწმენის შეურაცხყოფა ამ შეხვედრაზეც ვიგრძენი. მე ვემიჯნები ნანა კოსტავას იმ გამონათქვამს, მაგრამ ერთმა ისიც კი მითხრა, არ გიტყდებაო ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნაო? არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან,“ – ამბობს ალეკო ახალაძე.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატით სარგებლობა გააგრძელოს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ, რომლებიც კოსტავას გადაყენებას ითხოვენ. როგორც, მმართველი გუდნის დეპუტატები ამბობენ, ისინი არ ეთანხმებიან კოსტავას სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, რომ კოსტავას მანდატი დაატოვებინონ.
ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი გამოიყენა 26 მაისს ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას დის პოსტზე. მისი არაეთიკური განცხადების გამო ქუთაისი სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
-
სერიალი “ჩერნობილი” რუსულ მედიას არ მოწონს
ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ მორიგი მაღალრეიტინგული მინი სერიალი “ჩერნობილი” შექმნა, რომელმაც რეიტინგით ყველასათვის კარგად ცნობილ “სამეფო კარის თამაშებს” და “მძიმე დანაშაულს” გადაასწრო. მინი სერიალ “ჩერნობილს“ IMDB-ზე შეფასება 9.5 აქვს და ის მეორე ადგილს იკავებს “Planet Earth II “-ის შემდეგ.
სერიალი საკმაოდ რეალისტურია და ის მსოფლიოში დატრიალებულ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას გადმოსცემს და შესაბამისად მოიცავს არც თუ ისე სასიამოვნო კადრებს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
მიუხედავად იმისა რომ სერიალი “ჩერნობილი” უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, მის პოპულარობას არ იზიარებს რუსეთი. 28 მაისს რუსულმა ტელეეკომპანია “Россия 24”-მა მოამზადა 20 წთიანი სიუჟეტი და ამერიკული სერიალი დეტალურად შეისწავლა და უამრავი “შეცდომა აღმოაჩინა”. როგორც ირკვევა პოპულარული სერიალის ავტორების მიერ დაშვებული შეცდომები “The Moscow Times”-ის ავტორმა ლეონის ბერშიდსკიმ “აღმოაჩინა”.
პირველი “შეცდომა” : პირველი სერია იწყება აკადემიკოსი ლეგასოვით რომელიც გვიან ღამით თავის მოკვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯერ საკუთარ კატას აჭმევს და შემდეგ თავს იკლავს. როგორც “Россия 24”-ის წამყვანი ამბობს ეთერში ლეგასოვმა თავი ღამით კი არა სინამდვილეში დღისით მოიკლა და თანაც მას კატის გარდა მეუღლე და შვილი ჰყავდა გვერდით და ისინი ზრუნავდნენ მასზე.
მეორე “შეცდომა” : როგორც რუსული ტელეარხის წამყვანი აცხადებს სერიალში პერსონაჟებს იარაღი არასწორად უჭირავთ. არასწორად ჭერაში იგულისხმება ის რომ მათ იარაღი ამერიკულ სტილში ( კონდახი იღლიაზე აქვთ მიბჯენილი) უჭირავთ, ხოლო მაშინ საბჭოთა კავშირში იარაღი მკერდის გასწრვივ უნდა გეტარებინა.
მესამე “შეცდომა”: შემდეგი შეცდომა, პლასტმასის მინებით შემინული აივნებია. როგორც წამყვანი აცხადებს 1986 წელს ორმაგი და პლასტმასის მინები არ არსებობდა, და “თუ სერიალი აცხადებს რომ ყველაფერი რაც გადაღებულია სინამდვილეს შეესაბამება მაშინ მათ ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვათ”- ამბობს რუსული ტელეარხის წამყვანი.
მათ ასევე გააკრიტიკეს მიმართვა “ამხანაგო” რადგან მოქალაქეები საბჭოთა კავშირის დროს “ამხანაგოს” მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებზე მიმართავდნენ ასე და არა ასე საჯაროდ. კრიტიკა მოჰყვა მაღაროელების სცენასაც როდესაც ისინი არაყს სვამდნენ, გადაცემის ავტორის თქმით მაღაროელები არავითარ შემთხვევაში არ დალევდნენ ალკოჰოლს სანამ მუშაობას არ დაასრულებდნენ.