Blog

  • წყალტუბოში ახლაგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

    წყალტუბოში ახალგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა,– ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმერი“ ავრცელებს.

    გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილმა გოგონამ სასაფლაოზე თავი ჩამოიხრჩო.

    ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • დიდ დიღომში წყლის მილი დაზიანდა – ადგილობრივების თქმით, დაზიანებული მილიდან, წყალი ძლიერი ჭავლით მოედინებოდა

    დიდ დიღომში წყლის მილი დაზიანდა – პეტრიწისი ქუჩის მაცხოვრებლების ინფორმაციით, დაზიანებული მილიდან წყალი ძლიერი ჭავლით დაახლოებით ერთი საათის მანძილზე მოედინებოდა.

    როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, დაზიანებულია წყალსადენის განშტოება. დაზიანების აღსადგენად ადგილზე მუშაობს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაზიანებული მილი ახალაშენებული კორპუსთან მდებარეობს, სადაც მობინადრეები შესახლებული ჯერ არ არიან.

    კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები დაახლოებით 4-5 საათში დასრულდება, მოსახლეობას კი წყლის მიწოდება არ შეეზღუდება.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ეს ქალაქში წყლის მილის დაზიანების მეორე შემთხვეააა. რამდენიმე საათის წინ მგალობლიშვილის ქუჩაზე, 2 დღის წინ დაზიანებული და გუშინ შეკეთებული მილი, ისევ გასკდა.

  • შსს-მ იმერეთში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

    შსს-მ იმერეთში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.  1978 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    სამართალდამცველებმა სოფელ დიმში, მ.გ.-ს ​საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
    დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია “უდარის” ლიდერობას სთავაზობს

    უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტიის  “უდარის” ხელმძღვანელობას სთავაზობს.

    ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კლიჩკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, კიევის მერმა განაცხადა, რომ  მიხეილ სააკაშვილის “ახალ ძალთა მოძრაობას” არჩვენებში მონაწილეობისთვის დაბრკოლებები შეექმნა, კლიჩკომ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში ჩასულ სააკაშვილთან ითანამშრომლოს. 

    კლიჩკოს განცხადებით, იგი თავადაც პარტიის ლიდერად დარჩება და დედაქალაქის მერის ვალდებულებებსაც შეითავსებს.

  • “ტელეფონის ნომრები გავცვალეთ” – ზელენსკი ბახტაძესთან შეხვედრას ადასტურებს

    უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ადასტურებს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძეს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ, ჟან-კლოდ იუნკერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

    “დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე”, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 4 ივნისს ჩავიდა. როგორც ბელგიაში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა, პრემიერი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის მიღებას დაესწრებოდა. მისივე თქმით, ზელენსკისა და ბახტაძის შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

  • წყლის მილის გახეთქვასთან დაკავშირებით GWP სპეციალურ განცხადებას აკეთებს

    მგალობლიშვილის ქუჩა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაიტბორა. მიზეზი ისევ წყლის მილის დაზიანებაა. ადგილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

    როგორც GWP-ში აცხადებენ, ამ დროისთვის გადაკეტილია ურდულები და მიმდინარეობა შესაბამისი სამუშაოები.

    “მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული მილიდან წყლის დინების შესაჩერებლად უკვე დაიკეტა ურდულები. როგორც კი ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, საირმის და მიმდებარე ქუჩებს,”-აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დაზიანებული მილის შეკეთება, GWP-მ გუშინ დაასრულა.

  • ხანძარი ავლაბარში – ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა

    ხანძარია ამ წუთებში ავლაბარში. ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

  • მეტროში ისე შეფერხებაა-“სადგურის მოედანზე” მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება

    მეტრო ისევ შეფერხებით მუშაობს,  “სადგურის მოედანზე”  ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება. 

    შეფერხების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.