Blog

  • მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა

    მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულებულია. ყველა საარჩევნო უბანი რამდენიმე წუთის წინ 20:00 საათზე დაიხურა.

    მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემა 31 უბანში მიმდინარეობდა.ჯამში აღნიშნულ ოლქში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

    შუალედური არჩევნების მეორე ტურში ორმა კანდიდატმა ოპოზიციიდან შალვა შავგულიძემ და მმართველი გუნდიდან ლადო კახაძემ მიიღეს მონაწილეობა.

  • ინტერნეტ რეაქციები, რომელიც თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის სადაბადებისდღეო მილოცვას მოჰყვა

    ყოფილ პოლიტიკოსს და საქართველოს ეროვნული გვარდიის  ხელმძღვანელს, თენგიზ კიტოვანს, ქალიშვილმა – ნათია კიტოვანმა სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა.

    “გილოცავ მა, უკეთილესო და წესიერო ადამიანო. დიდხანს ჯანმრთელი მყავდე მთავარია,” – დაწერა ნათია კიტოვანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

    ნათია კიტოვანის მისალოც პოსტს  სოციალურ ქსელში აღშფოთება მოჰყვა. 
    სტატუსზე უამრავმა ადამიანმა უარყოფითი კომენტარი გააკეთა. მათი დიდი ნაწილი კიტოვანს იმ ტექსტის გამო აკრიტიკებდა,  სადაც ის საკუთარი მამის დადებით თვისებებზე ამხვილებს ყურადღებას.

    ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილი  მილოცვას იუმორისტული პოსტებით გამოეხმაურა.

    საზოგადოების ნაწილმა კი კიტოვანის შვილის მიმართ  აგრესია შეაფასა უარყოფითად. მათ შორის იყო “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

    ნათია კიტოვანის პოსტზე საზოგადოების აგრესიის საპასუხოდ პოსტი დაწერა ირინა სარიშვილმაც.


    რაც შეეხება ნათია კიტოვანს მან მისალოცი პოსტი წაშალა. მიზეზი კი სავარაუდოდ, ინტერნეტ რეაქციები გახდა.

  • საგარეჯოში 14 წლის გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

    საგარეჯოში 14 წლის გოგონასს გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

    მათი ცნობით, 2015 წლის 9 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

    „2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

    მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • “ოცნების” მხარდამჭერი ოპოზიციონერ აქტივისტებს თავს დაესხა — ევროპული საქართველო [ვიდეო]

    “ევროპული საქართველო” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს ახალგაზრდა ქალი, როგორ ესხმის თავს პარტიის აქტივისტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი პირი  ქართული ოცნების აქტივისტი ანი გელოვანია, რომელიც, საქართველოს რკინიგზაში მუშაობს. “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით ის  ოპოზიციონერ აქტივისტებს, კატო კოპალეიშვილსა და ანი ბარამიძეს თავს დაესხა. მათივე ცნობით, გელოვანი მობილურის წართმევას და გადაღებაში ხელის შეშლას ცდილობა.

  • სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, რომლებიც ავტომობილით გზიდან მდინარეში გადავარდნენ, გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილები არიან ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი. ავტომობილი მაშველებს მდინარიდან ახლა ამოაქვთ.

    მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.

    შემთხვევა 7 ივნისს მოხდა,  ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა.

    სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.  მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ. 

  • დიდი ცვლილებები იქნება მთავრობაში-ლელა კაკულიას პოლიტიკური პროგნოზი

    ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება,ახალი ძალებით შეივსება  ქართული პოლიტიკა-ლელა კაკულია პოლიტიკური პროგნოზს აკეთებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ყველაფერი კოსმოსში წყდება.

    “ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება საქართველოს და ქართველი ხალხის სასიკეთოდ,დამშვიდდით, ნერვებს მოუფრთხილდით, იმ პერიოდს რასაც საქართველო გადის ასჯერ ნაწინასწარმეტყველები მაქვს. რასაც ეხლა მსოფლიო გადის ჩვენ სწრაფად გავივლით იმ რთულ პერიოდს.. საქართველო გამოძვრება ამ რთული პოლიტიკური თამაშიდან, გა-და-ვრჩე-ბით”-აცხადებს ლელა კაკულია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაში.

    ლელა კაკულია დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც აკეთებს პროგნოზებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანს არაფერი გამოუვა და საქართველო დაკარგულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს.

  • “დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის”- ილია II ივანიშვილს

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს – ილია მეორემ ბოდბეში იქადაგა
    „მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა პატრიარქმა.

    ილია მეორემ ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა.

    ამასთან, ილია მეორემ სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.

    შეგახსენებთ, დღეს წმინდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი ბოდბეში გაიხსნა. ტაძარში წირვა ილია მეორემ ჩაატარა.

    ბოდბეში საზეიმო ლიტურგიას ივანიშვილი, ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი ესწრებიან
    გახნას ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ივანიშვილი ბოდბეში, მთაწმინდაზე არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ გაემგზავრა.

  • შსს-მ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

    „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

    მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები  პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

    ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა.ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მთაწმინდის  მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობდა.

  • კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას – ნადირაშვილი “ოცნებას” მიმართავს

    მე მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას,” რომ კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა გააკეთა.

    ირმა ნადირაშვილმა პირდაპირ ეთერში მე-17 უბანზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც ასახულია, როგორ გადაადგილდება დავით იმნაძე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. მასალაში ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მას კითხვას უსვამს, საპასუხოდ, დავით იმნაძე უცენზურო სიტყვებით მიმართავს.

    „ტელემაყურებლებმა და ჟურნალისტებმაც ნახეთ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა რომ ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი, ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა, რომ ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს მმე-17 უბანზე. ბატონი დავითი არც პოლიციის უბანშია, არც რამე საყვედური მიუღია, უბრალოდ გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა ისევ მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა,“ – ამბობს ირმა ნადირაშვილმა.

    ირმა ნადირაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებთან მძიმე ვითარებაა და ყველგან, კრიმინალური ელემენტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და ღირსეული კანდიდატის სასარგებლოდ ხმა დააფიქსიროს.

    „როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობა გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც ისინი გვეუბნებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და შესაბამისად, ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. საერთოდ კლიმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შექმნა საარჩევნო უბნებზე, არის ძალიან მძიმე. ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან “ქართლი ოცნების” ხელისუფლების ოფიციალურად წარმომადგენლებთან ერთად,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბეჩოში – მაშველები, ამ წუთებში, ადიდებული მდინარიდან, ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ

    ხიდიდან გადავარდნილი ავტომობილი – მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. მაშველები ამ წუთებში, ადიდებული მდინარიდან, ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ. ახალგაზრდა მამაკაცებს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

    ისინი ხიდიდან ადიდებულ მდინარეში მანქანით 2 დღის წინ გადავარდნენ, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.