Blog

  • აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, მეზობელი მამაკაცი კი მოკლა

    მკვლელობა და დაჭრა დაბა აგარაში – კაცმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

    ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

    შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

  • ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

    პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

    სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

    უცნობია,რაზე საუბრობენ შეხვედრაზე,  თუმცა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  სავარაუდოდ, გუშინ ჩატარებული არჩევნებია.

  • დიღმის მასივში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, დიღმის მასივში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს.  1997 წელს დაბადებული უ.გ. ცხელ კვალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში აიყვანეს.

    უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და 2001 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აშშ-ში სამშენებლო ამწე საცხოვრებელ შენობას დაეცა (ვიდეო)

    ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშენებლო ამწე მრავალსართულიან სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა დალასში მომხდარი ინციდენტისას. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

    სამშენებლო ამწე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მის ახლოს მდებარე ავტოსადგომს დაეცა. შედეგად შენობის ოთხი სართული და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

    ამწის ვარდნის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    “თელასის” ინფორმაციით, დღეს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე უბანს შეეზღუდება. 

    კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, გამყრელიძის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, მგლობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ისაკაძის, მირზა გელოვანის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ქართველიშვილის, ამბროლაურის და ვაკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ონიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებელებს.

    ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, სულაშვილის, ზოიძის, თვალჭრელიძის, შალვა მჭედლიშვილის, გამცემლიძის, კუმისის, ხეთაგუროვის, ახვლედიანის, ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, წინამღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვის და პლატონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, ბაქრაძის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, III-ა, IV, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, მუხიანის IV-ბ მიკრორაიონის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, იაკობის, ხიზანიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის და ასათიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, კასპის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • მარტვილში 16 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

    მარტვილში, სოფელ ნალეფსაოში 16 წლის გოგონამ  სახლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი  მეათე კლასის მოსწავლეა. 

    უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

    მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • თბილისში, ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა

    თბილიში, ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა.

    შემთხვევის შედეგად რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივები მომხდარს ძლიერ წვიმას უკავშირებენ, თუმცა მათივე განცხადებით, ნგრევას სახლის ახლოს მიმდინარე კორპუსის მშენებლობამაც შეუწყო ხელი.

  • პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

    პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის გარდა დეპუტატები გვენეტაძეს შეკითხვებს დაუსვამენ, რომელიც ლარის კურსსაც შეეხება.

    კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

  • თბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

    თბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მეტროსადგურ “სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

    დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.  მიმდინარეობს გამოძიება.