Blog

  • ლონდონში ლესბოსელი წყვილის ცემისთვის ხუთი პირი დააკავეს

    ლონდონში ლესბოსელი წყვილის ცემის გამო 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები მოზარდები არიან, მათი ასაკი 15-დან 18 წლამდეა.

    30 მაისს  ლონდონის ავტობუსში ლესბოსელ წყვილს სცემეს. ხუთი ბიჭი  ორ ქალს თავს დაესხა. გოგონების მტკიცებით,  თავდამსხმელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.  ისინი  ეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისთვის ეკოცნათ. უარის შემდეგ  მათ სასტიკად  სცემეს.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    საგარეო უწყების განცხადებით,  ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    „აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

  • თამთა გოდუაძემ ათენის ლგბტ პრაიდზე იმღერა

    საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, თამთა გოდუაძემ ათენის პრაიდში მიიღო მონაწილეობა და სიმრერა შეასრულა. ათენის პრაიდის კონცერტი 8 ივნისს გაიმართა. თამთა გოდუაძემ ევროვიზიაზე წარდგენილი  სიმღერა Replay-ც შეასრულა. 

    ღონისძიება ათენის ცენტრში, სინდაღმას მოედანზე გაიმართა.

    ათენის პრაიდის ღონისძიებები 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ლგბტ თემის უმხარდაჭერას ემსახურება.

  • მთაწმინდაზე ხმის მისაცემად სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა

    ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხმის მისაცემად მოქალაქეები  სხვა  უბნებიდან მიდიან.  მაგალითად, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე ხმის მისაცემად სამგორის ოლქის  ამომრჩეველი  გამოცხადდა. ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი.

    “რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამგორის ოლქის ამომრჩეველი იყო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას ჩაინიშნავს და გადაამოწმებს. მივმართავთ მოქლაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი,”- განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

    დღეს,  მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური  იმართება.ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41 %  მიიღო,თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83%.

  • 41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო, არ ვიცი რა – უბანზე ამომრჩეველს აიძულებენ ხმა “ოცნების” კანდიდატს მისცეს

    დარღვევები მთაწმინდის ოლქის #17 საარჩევნო უბანზე – “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს როგორ აიძულებენ საარჩევნო უბანთან მყოფი პირები მოქალაქეებს რომ #41 შემოხაზონ. ვიდეოში მკაფიოდ ისმის, რომ მამაკაცი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სთხოვს ხმა ლადო კახაძეს მისცეს.

    “41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო არ ვიცი რა”-მიმართავს ერთ -ერთ ამომრჩეველს უცნობი პირი. მას შემდეგ, რაც ვიდეოს ავტორი მას განმარტებებს სთხოვს, ის მომხდარს უარყოფს.

    შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის კენჭს “ოცნებიდან” ლადო კახაძე, ხოლო “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” შალვა შავგულიძე იყრის.

  • სასწრაფო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

    გვიან ღამით თბილისში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ინციდენტი ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც ცნობილია, მანქანა ერთ-ერთ ჩიხში დაგორდა და სახლის კედელს შეეჯახა.

    დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა კი პაციენტის გარეშე ბრუნდებოდა გამოძახებიდან.

    წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.

  • “ეს იქნება გედის სიმღერა „ქართული ოცნებისთვის“- ნიკა მელია არჩევნებს აფასებს

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი  ლიდერი  ნიკა მელიამ მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ დღევანდელ არცევნები შეაფასა: 

    „არ ვიქნები ბანალური და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა არის, როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხული და ზნეობრივ კომპრიმისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეგიძლია მოგიწიოს მურუსიძისთვის. მე არაფერს ვერჩი ბატონ ლადო კახაძეს, მითუმეტეს, ვიცნობ მას პირადად, უბრალოდ მე ბატონი შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ყველა, გარდა რომელიმე კანდიდატისა – დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას ბატონ შავგულიძესთან და მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ უნდოდათ ისტორიის გაყალბება. ისტორიის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და აწყობს დამახინჯებას, რომ თითქოს ბატონი მურუსიძე გახლავთ ფრთიანი ანგელოზი და ბატონი შავგულიძე ცუდი ადამიანი მაშინ, როცა თუნდაც წინა ხელისუფლების დროს იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც დღეს მოვა და ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს დაუჭერს შავგულძეს. როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას. წესით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა ქალაქებში, თუმცა ჩვენ ვნახეთ რამდენი რამ იკადრა „ქართულმა ოცნებამ“. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ეს იქნება გედის სიმღერა „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა მელიამ.

  • „მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა” – ელენე ხოშტარია

    “ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება,” – ასე აფასებს არჩევნების მეორე ტურს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია. მისი თქმით, თითქმის ყველა უბანზე, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

    „მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ერთად, ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ ძველ ბიჭებთან, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    მან პირდაპირ ეთერში, ვიდეომასალა წარადგინა, სადაც მისი თქმით, ასახულია, როგორ ხდება მე-18 საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა.

    „ეს არის ვითარება უბნების გარეთ, რომელიც მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში. ჩვენ გვაქვს მობილიზებული ყველა უბანზე კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    ბრიფინგზე განცხადება გააკეთა “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ამომრჩევლებს ასეთი ნათელი არჩევანი იშვიათად ჰქონია. მან მთაწმინდელებს არჩევნებზე მისვლისა და ღირსეული კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდა.

  • დიდ დიღომში ორი მამაკაცი დაჭრეს

    დიდ დიღომში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე  მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ.