Blog

  • 12:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 13% შეადგინა

    12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 13% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ 5814-მა  ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. 

    ცესკოს  ინფორმაციით, 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ  5.2% შეადგინა.

    მათი მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით, აღნიშნულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია. ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისს 12:00 საათზე აქტივობამ 10,4% შეადგინა.

  • ხმაური 31-ე უბანზე-ერთმანეთს დამკვირვებელი და უბნის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ

    31-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის  დამკვირვებელი და უბნის თავმჯდომარე.

    გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლამარა სარქისიანის განცხადებით, მან უბანზე მისულ  ერთ-ერთ ამომრჩეველს  გამარჯობა უთხრა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო, რასაც საარჩევნო უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

    ინციდენტის გამო,  ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებით მიმდინარეობდა. 

    ამ ეტაპზე 31-ე უბანზე სიმშვიდეა და ხმის მიცემა შეუფერხებლად მიმდინარეოს.

  • ფოთში 25 წლის ქალი დაჭრეს

    ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში მეუღლის ბიძამ მიაყენა.

    დაჭრილი ქალი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმების განცხადებით,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

    ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის  უბანზე მეუღლესთან – ეკატერინე ხვედელიძესთან და შვილთან – ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა. 

    შეგახსენებთ, დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, მთაწმინდაზე ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძე, “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.

  • მთაწმინდაზე 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა-ცესკო

    მთაწმინდაზე 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა-ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე, ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ  განაცხადა.

    “31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ამასთან, მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. დღეს ამომრჩევლები ერთ საარჩევნო ბიულეტინს მიიღებენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნებში მონაწილრობას იღებს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

    ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც მოქმედებს ონლაინ ჩატი. ასევე, 07:00 საათისან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

    მისი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურს აკვირდება 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. ასევე, რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

    “არჩევნებს #1 მაჟორიტარულ ოლქში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ორი საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგნლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას.

    დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს საღამოს 8 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,”- განაცხადა ანა მიქელაძემ

  • ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა

    ძლიერი წვიმისა და ქარის გამო,  თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა. უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა.სტიქიის შედეგად თბილისში ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ თბილისში გადადგილების პრობლემა რამდენიმე რაიონში შექმნა. დაიტბორა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.ქარის შედეგად რამდენიმე უბანში წაიქცა ხეები და ჩამოცვივდა ტოტები.

    “ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება, დაშავებული არავინაა. ამჟამად ვითარება სტაბილურია, მხოლოდ რამდენიმე ადგილას მიდის ხეების მოჭრის სამუშაოები”, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

  • ვენეციაში დიდი გემების აკრძალვას ითხოვენ

    ვენეციაში დიდი გემების აკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ი ავრცელებს.  ათასობით ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიცა რაც პორტში დიდი ზომის გემი, მცირე ზომის ტურისტულ საზღვაო გემს შეეჯახა.  ინციდენტის შედეგად  დაშავდა 4 ადამიანი.  როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, დიდი გემები წყალს აბინძურებენ და ვენეციისთვის დამახასიათებელ სილამაზეს საფრთხეს უქმნის. 

  • ქსნის ციხიდან მაშველებმა 7 მოქალაქე ჩამოიყვანეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა.

    „შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ეკიპაჟი. ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

    უწყების ცნობით, ამ დროისთვის, თითოეული მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს.

  • თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში სახლების პირველი სართულები დაიტბორა

    ძლიერი წვიმა და სეტყვა დედაქალაქში – უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა.სტიქიის შედეგად თბილისში ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ თბილისში გადადგილების პრობლემა რამდენიმე რაიონში შექმნა. დაიტბორა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.ქარის შედეგად რამდენიმე უბანში წაიქცა ხეები და ჩამოცვივდა ტოტები.

    ამას გარდა, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი წვიმის გამო იყო აკრძალული, თუმცა მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია

  • ჰილარი კლინტონს ძმა გარდაეცვალა

    ჰილარი კლინტონის უმცროსი ძმა, ტონი როდჰემ კლინტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად ჰილარი კლინტონმა სოციალურ ქსელში დაწერა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.
    “წუხელ ჩემი ძმა, ტონი დავკარგეთ. ძნელია სიტყვების პოვნა. ჩემი გონება სავსეა მასზე მოგონებებით. როცა ის ოთახში შემოდიოდა, მისი სიცილი ოთახს ანათებდა. ის კეთილი და გულუხვი იყო. მეგანის შესანიშნავი ქმარი, ზაქის, საიმონის და ფინოას შესანიშნავი მამა. ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება.“
    როდჰამი 1954 წელს დაიბადა. ის ჰიუ როდჰემის და დოროთი ჰოუელის სამ შვილს შორის ყველაზე პატარა იყო. როდჰემი დემოკრატების ნაციონალურ კონვენტში მუშაობდაი ბილ კლინტონის პირველი საპრეზიდენტო კამპანიისას 1992 წელს და ჰილარის პირველი კამპანიისას 2007 წელს, როდესაც ის ცდილობდა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. თუმცა ჰილარის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
    ტონი როდჰემი მეგან მადენზე იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავდა. მანამდე ის ნიკოლ ბოქსერის, კალიფორნიის ყოფილი სენატორის შვილზე იყო დაქორწინებული და 2001 წელს განქორწინდა.