Blog

  • „60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება მერიამ ვერ შეძლო“ – ხაბეიშვილი

    საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის დამატებით მილიონ 254 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ აუცილებლობის წინაშე, თბილისის მერია ძველ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულების და ფორს მაჟორულ ვითარებაში გაფორმებული ახალი შეთანხმების გამო აღმოჩნდა. კომპანია, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებები და ასევე საზაფხულო ბაღები საკვებით უნდა მოამარაგოს, ამბობს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთი ბავშვის გამოკვებაზეა გათვლილი, საკმარისი არ არის და დადგენილი ზღვარი უნდა გაიზარდოს.

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი  ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

    „ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

    ხაბეიშვილს  უპასუხეს  საკრებულოს უმრავლესობაში. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ხაბეიშვილის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

    „როცა იყო გადაცდომა, მათ შორის, ერთჯერად გადაცდომაზეც კი, არის რეაგირება და შესაბამისად, გაუქმდა ხელშეკრულება, დაიდო ახალ მიმწოდებელთან ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს ზეგანაკვეთური მუშაობა, რასაც მიეძღვნა სწორედაც, რომ ეს ბრიფინგი, მაგრამ სამწუხაროდ მას მოჰყვა პოლიტიკური და სპეკულაციური განცხადებები. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც არის ვითარება და არა საპნის ბუშტზე,“- განაცხადა  ტალიაშვილმა.

    თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საკვებით კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფდა, რომელსაც მერიამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა.

  • ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ბესელია პომპეოს განცხადებაზე

    ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ასე გამოეხმაურა  ეკა ბესელია აშშ სახელმწიფო მდივნის  მაიკ პომპეოს გზავნილებს.

    “მე მგონია, რომ ვისაც ესმის ეს ენა და ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დიპლომატიაზე, უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რასაც ელაპარაკებიან პირისპირ ან დახურულ სივრცეში და როდესაც ეს გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერმინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით და ვერ გავაგებინეთ ეს ვერაფრით „ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ბესელიამ.

  • ცხოველის წამებისთვის პატიმრობა განისაზღვრა

    ცხოველთა სასტიკი მოპყრობა პატიმრობით დაისჯება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

    “ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა ეს არის პატიმრობა. ჩვენ ბევრი შემთხვევა ვნახეთ როგორ კლავდნენ ცხოველებს ასახიჩრებდნენ, ეს მძიმე სანახავია და კანონის გამკაცრება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვანის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა” -განაცხადა კახა კალაძემ.

  • “ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ”-ბახტაძე

    ჩვენ ასე ახლოს ნატოსთან არასოდეს ვყოფილვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში განაცხადა.

    “რა თქმა უნდა, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს საქართველომ ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატოს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატოსთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • მეტრომანის ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

    სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქის სარგებლობაში არსებული მეტრომანის ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას.

    მათივე ცნობით, „გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.“

    „ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითასათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

    გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით)“, – აღნიშნულია გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციაში.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქის სარგებლობაში არსებული მეტრომანის ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას.

    მათივე ცნობით, „გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.“

    „ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითასათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

    გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით)“, – აღნიშნულია გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციაში.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • უგანდაში 5 წლის ბავშვი ებოლას ვირუსით დაავადდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით უგანდაში მცირეწლოვან ბავშვს ებოლას ვირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას “BBC”- ავრცელებს. 9 წლის  ბავშვი უგანდაშაში კონგოდან კვირას ჩავიდა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს მას უკვე უტარდება სამედიცინო გამოკვლევა  და მცირეწლოვანთან დადგენილი წესების მიხედვით კონტაქტობენ. კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსმა აფრიკაში 2013 წლიდან 2016 წლამდე 11,310 ადამიანი იმსხვერპლა.