Blog
-
რას აშავებს კბილის უხეში ჯაგრისი
სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ კბილის უხეში ჯაგრისი და ჯაგრისის უხეში მოძრაობები შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თქვენი კბილებისა და ღრძილებისთვის.თუ გსურთ არა მხოლოდ კბილების სისუფთავე, არამედ ჯანმრთელობაც შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ საშუალო სიხისტის ან რბილი კბილის ჯაგრისები. გარდა ამისა, ნუ დაატანთ ძალას ჯაგრისს კბილების გახეხვისას. მნიშვნელოვანია კბილების ხეხვისას კბილის პასტის რაოდენობაც. მისი დიდი რაოდენობა ხელს უშლის კბილების სწორ გახეხვას. პასტისგან წარმოქმნილი მეტისმეტად ბევრი ქაფი ჯაგრისის კბილებზე მოცურებას გამოიწვევს იმ დროს, როცა მან რეალურად კბილებიდან ნადები უნდა მოაშოროს. -
გამოცდილება, რომელიც მე მაქვს გავლილი, ძალიან წაადგებათ-ზურა ხაჩიძე
“25 წელია სცენაზე ვარ და მინდა, რეგიონს ჩემი გამოცდილება მოვახმარო”- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახლად დანიშნულმა მესამე მოადგილემ, მომღერალმა, ზურაბ ხაჩიძემ განაცხადა.
მომღერლის მისი ინფორმაციით, რომ ის ძირითადად კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებას ჩაიბარებს.
მომღერალმა აღნიშნა, რომ სურს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს საკუთარი გამოცდილება მოახმაროს.
მომღერლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
ზურა ხაჩიძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ლადო კახაძის წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდა.
მომღერალი წარმოშობით ბორჯომიდან არის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაჩიძე პატრიოტთა ალიანსმა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
-
მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ხაჩიზე მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.
ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.
ის და მისი ოჯახი აქტიურად იყვნენ ჩართულები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნმო კამპანიაში.
-
რა გვაბერებს. მიზეზები, სიმპტომები, ბრძოლის გზები
ქალების 20%–ს პირველი ჭაღარა 30 წლის ასაკში უჩნდება. მართალია ეს სიბერის პირდაპირი ნიშანი არ არის, მაგრამ ჩვენს ფსიქიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ისევე როგორც თვალის გარშემო გაჩენილი პირველი ნაოჭები.ქალების დიდი ნაწილი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ზოგიერთი “უწყინარი“ ჩვევა და წესი ჩვენს ბიოლოგიურ საათს აჩქარებს და შესაძლოა ორგანიზმში ისეთი პროცესებიც განვითარდეს, რაც ჭაღარა თმისგან განსხვავებით ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა შედეგი სავალალო აქვს. ინტენსიური გარუჯვის გარდა, რომელიც ფოტოდაბერების მთავარი სუპერაქტივატორია, არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომლებიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუ არ გინდათ დროზე ადრე მოგიწიოთ სიბერის ნიშნებთან ბრძოლა.1. ცხოვრების უძრავი წესი
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა American Journal of Epidemiology–ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი უჯრედების დაბერებას აჩქარებს. თანაც ეს სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ქალები, რომლებიც დღეში 8–10 საათს ჯდომაში ატარებენ (მაგალითად კომპიუტერთან) შეიძლება საკუთარ ბოლოგიურ ასაკზე 9 წლით უფროსად გამოიყურებოდნენ. თუმცა დროზე ადრე პანიკაში ნუ ჩავარდებით. საკმარისია დღეში 30 წუთიანი გასეირნება და კიბის ხუთ უჯრედზე ასვლა, რომ დამამძიმებელი ეფექტი შეამსუბუქოთ.2. სმარტფონების გამოყენება
კანის ნაადრევი დაბერების ერთ–ერთი მიზეზი სმარტფონები და მობილური მოწყობილობებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ტელეფონების და კომპიუტერის ეკრანების ძლიერი გამოსხივება ადრეულ ფოტოდაბერებას– კოლაგენის რღვევას იწვევს. ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. კიდევ ერთი გვერდითი გაჯეტ–ეფექტი სახის დაკიდებული კონტური და მობერებული კისერია. ეს სიმპტომები სმარტფონების მფლობელთა 77%–ს აღენიშნება. მიზეზი ის არის, რომ ისინი მთელ დღეს მესენჯერში ან სოციალურ ქსელში თავჩარგული, ანუ დახრილი თავით ატარებენ.3. ალკოჰოლი
უნდა გვახსოვდეს, რომ ალკოჰოლის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა თქვენს გარეგნობაზე დამღუპველი გავლენა იქონიოს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ის თმაზე და კანზე. თუ 20+ ასაკში იმუნური სისტემა საკმაოდ სწრაფად ახერხებს აღდგენას ნაბახუსევზე, 30+ და 40+ ასაკში ორგანიზმი ალკოჰოლის შედეგებს უკვე ძნელად ერევა.
ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზედმეტი გამოყენება საშუალო ასაკში მეხსიერების პროგრესირებად დაკარგვას უწყობს ხელს. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სასმელი, მაგალითად წითელი ღვინო ზომიერი რაოდენობით ორგანიზმისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლს საერთოდ არ სვამენ, იშვიათად აწუხებთ ცელულიტი და უფრო დიდხანს ინარჩუნებენ კანის ტენიანობას.
4. სევდა და სტრესი
კომპანია Steelcase–ის გლობალურმა კვლევამ 12 000 დასაქმებული მოხალისის მონაწლეობით მთელი მსოფლიოდან დაადასტურა: ქალების დიდი უმრავლესობა ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას და კოლოსალურ სტრესულ დატვირთვას განიცდის. ეს იმას იწვევს, რომ მუდმივად თავს დაღლილად გრძნობთ, კარგავთ პირად მოტივაციას. შედეგად კი სწრაფად ბერდებით. როგორ გავიმხნევოთ და უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ თავი?ნიუ იორკელი მედიკოსები შინაური ცხოველის შეძენას გვირჩევენ. მათი აზრით კატების მფლობელებს გულ–სისხლძარღვთა დაავადების რისკი ნაკლებად აქვთ. ძაღლების პატრონებს კეთილდღეობის მაღალი დონე და ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება. კურდღლის ან ზაზუნას პატრონები კი კომუნიკაციის უნარებს იუმჯობესებენ. პოზიტიური განწყობა და ფსიქოლოგიური განტვირთვა დაძაბული დღის შემდეგ კანის ელასტიურობაზე და ტონუსზეც დადებითად აისახება. -
“შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ”-სანდრა რულოვსმა კომისიის შექმნაზე მაჩალიკაშვილების მოთხოვნას ხელი მოაწერა
“შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას”, -ეს განცხადება სანდრა რულოვსმა პარლამენტთან გააკეთა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ მხარდაჭერა ხელმოწერით გამოხატა.
„დღეს იწყება პეტიცია, გვინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ამისთვის არ იყო ხმების საკმარისი რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტის დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი იმისა, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ამ პეტიციით გვინდა დადასტურება, რომ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ თხოვნაში. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით. ჩვენ რეგიონებში ვივლით მთელი ზაფხულის განმავლობაში, ხალხთან შეხვედრები გვექნება, არამარტო ჩვენი პარტიის მომხრეებთან, არამედ ეს იქნება ზოგადად, მოსახლეობის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ 100 000 ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული იყოს, ეს გაითვალისწინოს და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მჯერა, რომ ეს კომისია მეტს გააკეთებს, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოძიება იყო და პროკურატურაში ხდებოდა. ყველგან გავესაუბრებით ხალხს, რადგან ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, ქვეყანა დიდ გასაჭირშია და ასე გაგრძელებას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხალხს ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ამის შესახებ, რომ ამ მთავრობის დრო მართლაც დასასრულს უახლოვდება”, – განაცხადა რულოვსმა.
-
ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს
ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი მოქალაქის გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ გამოჰყავთ ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან რამდენიმე პირი სამართალდამცველებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქართველების დეპორტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
-
თიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს
თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის – სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.
სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.
„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
სტარტაპ-დეკრეტის გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.
-
თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა
თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიებაზე თიბისის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.
ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციები შემდეგ თემებზე გამართეს: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორაციული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
წელს თიბისი ჯგუფმა ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ უმასპინძლა.