Blog

  • კანადაში ერთჯერადი პლასტმასის ნივთები აიკრძალება

    კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები აიკრძალება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ბრძანება უკვე გასცა.

    როგორც ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანონი 2021 წლიდან ამოქმედდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, პლასტმასის ნივთების ნივთების გამოყენება აიკრძალება.

    შეზღუდვა შეეხება პლასტმასის ჭურჭელსა და პოლიეთილენის პარკებს, ასევე სხვა ნივთებს.

  • კვლევის მიხედვით, თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

    თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა- ამის შესახებ კვლევის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამართა.

    ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია.

    მათივე ინფორმაციით,  ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.

    კვლევა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7347 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7347 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7347 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7348 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0920 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

  • ბარნოვის ქუჩაზე, ავტომანქანა 5 გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა

    ბარნოვის ქუჩაზე ავტომობილი ხუთ გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    შემთხვევის გამო, ბარნოვის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • “რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა”-ოქრუაშვილი

    “რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა”-ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას გამოეხმაურა.

    „ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    სოსო რობაქიძე „შერატონ მეტეხი პალასში“ მივიდა და ხმაურიანი განცხადებები ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე გააკეთა. რობაქიძემ ოქრუაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.

    მისი მისვლის დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა. 

  • “ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს”- სოსო რობაქიძე პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა

    “ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს”-ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე „შერატონ მეტეხი პალასში“ მივიდა და ხმაურიანი განცხადებები ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.  მისი მისვლის დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

    “ამათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შანსი რომ მთავრობაში მოვიდნენ, ვინც ამ ხალხის გვერდში დადგება ჩემ თვალში ის არის კრიმინალი, ერთადერთი გული მწყდება გუბაზ სანიკიძეზე რომელსაც პატივს ვცემდი და ცალკე დაველაპარაკები. ეს კაცი უნდა იყოს ციხეში ეს კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში და მაგიტომ ქმნის პარტიას რომ პოლიტპატიმარი დაირქვას! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში”,- განაცხადა  სოსო რობაქიძემ.