Blog

  • კონორ მაკგრეგორმა ბრძოლაში მარკ უოლბერგი გამოიწვია

    კონორ მაკგრეგორი ყველასათვის ცნობილი MMA-ის მებრძოლია, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას არ უჩივის. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი განცხადებებით და სწორედ ამ განცხადებებმა მიიყვანა ბოლოს რინგზე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივის ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.

    თუმცა ამჯერად მისი განცხადება ყველანაირ ჩარჩოს გასცდა. მან ბრძოლაში ამერიკელი მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია. მან უოლბერგს გამოწვევით სოციალურ ქსელ ტვიტერზე მიმართა. ირლანდიელმა მებრძოლმა ეს გადაწყვეტილება ჯასტინ ბიბერის მიერ ტომ კრუზის გამოწვევის შემდეგ მიიღო.

    ,,ჯასტინის მსგავსად მეც მსურს გამოვიწვიო ცნობილი მსახიობი მარკ უოლბერგი იმავე ქარდზე საბრძოლველად. მაშინაც კი, როდესაც მარკი საუკეთესო კონდიციებში იყო, მას ყურებს ვახევდი და UFC-ის შემოსავლის წილს ვართმევდი.” – წერს კონორი ტვიტერზე.

    როგორც მოგეხსენებათ, მარკ უოლბერგი UFC-ის ერთ-ერთი მეწილეთაგანია.

  • ჩინეთში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

    ჩინეთში  წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

    წყალდიდობა რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროვინცია ძაინსიში 88 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    წყალდიდობის შედეგად, ჯამში  2 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

  • C ჰეპატიტის პროგრამაში არსებულ ხარვეზები – ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს

    „ევროპულის აქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროგრამა გაუმართავია და ამის გამო პაციენტები ზარალდებიან, რადგან მასში ჩართვას ვერ ახერხებენ. 

    ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს.

    „C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროგრამა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე ჩამორჩენილი არის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის თვალსაზრისით და ეს სახელმწიფო აუდიტორმაც დაადასტურა. ამბულატორიული პაციენტებისათვის C ჰეპატიტის პირველადი სწრაფი ტესტის ჩატარება ფასიანია, იმ დროს, როდესაც ბიუჯეტის თანხები, რაც ამ პროგრამაზეა გამოყოფილი ათვისებულიც არ არის,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

  • ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი ორთაბრძოლაში გამოიწვია – ამ ფაქტს კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა

    კანადელი პოპის სუპერვარსკვლავს ჯასტინ ბიბერს როგორც ჩანს ახალი გატაცება აქვს. მან ოქტაგონზე, MMA-ის წესებით საბრძოლველად მსახიობი ტომ კრუზი გამოიწვია. გაუგებარია თუ რა პრინციპით შეარჩია მან ამერიკელი მსახიობი, თუმცა როგორც ირკვევა, ბიბერი ბრძოლაზე სერიოზულად ფიქრობს.

    კანადელმა მომღერალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: ,,მსურს გამოვიწვიო ტომ კრუზი ოქტაგონზე MMA-ის წესებით საბრძოლველად. ტომ, თუ შენ ამ ბრძოლის შეგეშინდება და უარს იტყვი, ამაზე ფიქრი მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს. ვინ იქნება ბრძოლის ორგანიზატორი? დანა (უაით) იქნებ შენ?”

    აღნიშნული გამოწვევისთვის მსახიობს ჯერ-ჯერობით არ უპასუხია, თუმცა ამ ფაქტს ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა: ,,თუ ტომ კრუზს კაცობა ეყოფა და ბრძოლაში მონაწილეობას დათანხმდება, ბრძოლის ორგანიზებას McGregor Sports and Entertainment გაუკეთებს. ეყოფა ტომ კრუზს ვაჟკაცობა ისე იბრძოლოს, როგორც ამას ფილმებში აკეთებს? ამას სულ მალე გავარკვევთ.”

  • ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ადგილობრივები ამბობენ, რომ გვამს დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა.

    მამაკაცს სავარაუდოდ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც დაიღუპა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • შესაძლოა მილტონ ჰეიგისთვის წლევანდელი მსოფლიო თასი ბოლო აღმოჩნდეს – რას წერენ იაპონიაში

    მილტონ ჰეიგის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ჭორები და ინფორმაციები არ წყდება. შეგახსენებთ, პირველად ამის თაობაზე ჰერალდმა დაწერა და მათი თქმით, მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცს ახალი ასპარეზი დასჭირდებოდა და ამის გამო იგი ნაკრებს დატოვებდა.

    ამჯერად ჰეიგის წასვლის შესახებ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა რიჩ ფრიმენმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: ,,რამდენიმე სანდო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომ იაპონური გუნდი სანტორი საკუთარ არჩევანს საქართველოს ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგზე აჩერებს. ისინი მილტონ ჰეიგის გადაბირებას 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შეეცდებიან, რადგან სწორედ ამ დროს უმთავრდება კონტრაქტი ახალ ზელანდიელ სპეციალისტს საქართველოსთან”.

    თავად მილტონს ამჯერად წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. წინა შემთხვევაში მან განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მსოფლიო თასზეა კონცენტრირებული და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან და კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იფიქრებს.

    ახალ ზელანდიელი სპეციალისტი საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ ეროვნულმა გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია.

  • პსჟ დე ლიხტს 15 მილიონ ევროს სთავაზობს

    ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველით არაერთი ტოპ გუნდი ინტერესდება. თუმცა ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ფრანგული პრესა აქვეყნებს, მატიასის გადაბირებაში პარიზული კლუბი ლიდერობს.

    ამის მიზეზი კოსოლალური ხელფასია, რომელსაც მას პსჟ ჰპირდება. 15 მილიონი ევრო, სწორედ ეს თანხა ელოდება 19 წლის ჰოლანდიელს იმ შემთხვევაში, თუ ის პარიზელებს შეუერთდება.

    მატიას დე ლიხტისთვის პსჟ-სთან ერთად ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნიც იბრძვიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გერმანული კლუბი ამ ტრანსფერში აუტსაიდერია და ბრძოლა მხოლოდ ბარსელონასა და პსჟ-ს შორის მიმდინარეობს.

    დე ლიხტის აგენტი ამ დროისთვის პარიზში იმყოფება, სადაც ამ დღეებში პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორს შეხვდება.

  • “რუსაპეტა გახარია, გაფრთხილებ”-Presa.ge-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ემუქრებიან

    -Presa.ge-ის რედაქტორი  გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შსს-ს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და მინისტრ გახარიას მიმართავს.

    “რუსაპეტა გახარია, როგორც ივანიშვილის მთავარ ჟანდარმს, ღიად გაფრთხილებ: გაეშვით მაგ პროვოკაციებს და პროვოკატორების მოგზავნას.

    იცოდეთ, რამე არ დაემართოს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, მეგობარს თუ თანამშრომელს, თუ არა, პირდაპირ გეუბნებით: ვერ გიშველით დედა@@@ული სვავი.

    თქვე ყ@@@ებო თქვენ, დაჭერით, “დახვედრით”, თუ ” ნახვით” შეაშინეთ თქვენი გამო@@@ბული “შესტიორკები”.

    სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, არანაირი კომპრომისი არ იქნება ჩემგან, მაგ კიბო-ივანიშვილის მოშორობის საქმეში,” – წერს კაპანაძე.

  • საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში – 1 წუთის ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა. ბიძგები  ახალციხის რაიონის, სოფელ აწყურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით  იგრძნობოდა.

    3,5 და 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

  • რუსთავს კალიების “არმია” შეესია {ვიდეო}

    რუსთავს კალიების “არმია” შეესია. “ინფო რუსთავი” სოციალურ ქსელში კალიების შემოსევის ვიდეოს ავრცელებს.