Blog

  • ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი – ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს მამა

    ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი – ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს მამამ გააკეთა. კახა ღლონტი დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვნის უფლებადამცველმა საქმის პროკურორების წინააღმდე საჩივარი შეიტანა.

    ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა თავიდანვე არასწორად და გაყალბებული მტკიცებულებებით წარიმართა.

    „ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი. სასამართლოზე პროკურორებმა პირდაპირ ცრუ ჩვენება მისცეს. ამის დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს. აუცილებლად ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როგორც გამომძიებლები, ასევე გამყალბებლები და გამომძიებლები.საზოგადოების დიდი ინტერესი იყო ამ საქმეზე, გახსოვთ, რომ აქციები მიმდინარეობადა მთავრობის ადმინისტრაციასთან. საზოგადოება უნდა დაეწყნარებინათ, ყველაზე დაბალი ღობე კი ჩემი შვილი ნახეს, დაიჭირეს, შეუკერეს საქმე და გაასამართლეს“, – აცხადებს დაკავებულის მამა, კახა ღლონტი.

    დ.ღ.-ს ოჯახი და ადვოკატი, საქმის პროკურორების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. არასრულწლოვანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენებისთვის არის მსჯავრდებული. დაკავებულის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმე გაყალებებულია, მოწმეების ჩვენებები კი ზეწოლით მიღებული. იმ შემთხვევაში კი თუ საგამოძიებო უწყება მათ მოთხოვნაზე რეაგირებას არ მოახდენს, ოჯახი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

  • საშუალო ხელფასი 33 ლარით გაიზარდა და 1093 ლარი გახდა-საქსტატი

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი გახდა.

    საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

    საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

    • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი);

    • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი);

    • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

  • სახალხო დამცველს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

    ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან – ამის შესახებ ინფორმაციას, ომბუდსმენი ავრცელებს.  

    სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

    “ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების – გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა, რაც გამოიხატა ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

    საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

    სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

  • “ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს”-ოქრუაშვილი ივანიშვილის ცოლს მიმართავს

    გუშინ “იმედის კვირაში” ირაკლი ოქრუაშვილისა და თანაგუნდელების შესახებ გავიდა  სიუჟეტი, სადაც ოქრუაშვილს, სანიკიძეს, გელბახიანსა და კემულარიას   ბალზაკის ასაკის კმარელები უწოდეს. 

    ირაკლი ოქრუაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს მოუწოდა, ივანიშვილს ნიცშეს გარდა სხვა წიგნებიც წაუკითხოს, იმისთვის რომ ტერმინები სწორად იქნას გამოყენებული.

    “ქალბატონო ეკა!!! ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის “შაგრენის ტყავი” ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი “ბალზაკის ასაკი” ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან.

    გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ “ნადეჟდაზე” ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს.

    ბალზაკის ასაკის კმარას სახელით”, წერს ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

  • თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

    თბილისში, ვაშლიჯვარში ერთ-ერთ ეზოში  ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

    ადგილობრივი მცხოვრებლების  თქმით, გაჩერებულ მანქანას ცეცხლი  მოულოდნელად გაუჩნდა, რის გამოც ახლომდებარე  სამი ავტომობილი დაზიანდა.

    უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლი  ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველემა  ჩააქრეს.

  • შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

    ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომ ის სახალხო რაზმებს შექმნის, შინაგამ საქმეთა  სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,   უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

    „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება. ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება,“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • “გახარიას ადგილას ვასაძეს ტრიბუნაზევე დავაკავებდი” -თინა ხიდაშელი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ადგილას  რომ იყოს, პრორუს, ლევან ვასაძეს, მუქარის შემცველი განცხადებების გამო  ტრიბუნაზევე დააკავებდა.

    “მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს. სადმე თვალი ხომ არ ჩაუკრავს იმას [გიორგი გახარიას]?” – წერს ხიდაშელი.

  • სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლესთან კარტოფილით დატვირთულ მიკროავტობუსებს მიუყვანენ

    საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთად სახლში” და “ერთად სახლში საქართველო” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტ აქციას იწყებს. მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ,  რომ “17 ივნისის 13.00 საათიდან ორგანიზაცია დაიწყებს უფასო კარტოფილის, როგორც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების სიმბოლოს, დარიგებას. აქცია ამ ეტაპზე დაიწყება პრეზიდენტის სასახლესთან, თბილისში, ათონელის ქუჩაზე, სადაც განთავსდება კარტოფილით დატვირთული მიკროავტობუსი.
    აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არ ეთანხმება მარიონეტი ზურაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნას, ვისაც წაართვეს არჩევნები და დაუნიშნეს პრეზიდენტი, ჩაერთონ აქციაში და კარტოფილის წაღებით სიმბოლურად გამოხატონ სამოქალაქო პროტესტი.
    აქციის მიზანია მოუწოდოს მოქალაქეებს არ შეეგუონ ოლიგარქის მიერ თავსმოხვეულ პრეზდენტს და იბრძოლონ მის გადასაყენებლად.
    არის სალომე შენი პრეზიდენტი? არა! მოდი აქციაზე!“– ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.