Blog

  • ნეიმარს პსჟ-ს დატოვება ამ ზაფხულშივე სურს – ნასერ ალ ხელაიფი შემოთავაზებებს ელოდება

    ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს პარი სენ-ჟერმენის დატოვება ამ ზაფხულშივე სურს.

    მედიაში არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ ნეიმარი უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით და მისი აზრით, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ის აქტიურად ეძებს ახალ კლუბს.

    თუმცა აქამდე ცნობილი არ იყო რას ფიქრობდა პარიზული კლუბის უფროსობა ბრაზილიელი ფეხბურთელის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, არც კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი არ არის წინააღმდეგი ნეიმარს შეელიოს, მაგრამ გუნდს, რომელსაც თავდამსმხელის საკუთარ რიგებში ხილვა სურს შესაბამისი საფასურის გადახდაც მოუწევს. 

    თუ ვინ იქნება ის კლუბი, ვინც ნეიმარის გადაბირებას ეცდება და რა თანხა დაუჯდება მათ ეს ტრანსფერი ჯერ-ჯერობით უცნობია. ნეიმარის მომავალს მადრიდის რეალს აწერდნენ, თუმცა მადრიდულმა კლუბმა ამ ზაფხულში რეკორდული თანხა დახარჯა ტრანსფერებში და ნაკლებ სავარაუდოა ისინი ნეიმარით კვლავ დაინტერესებულნი იყვნენ. ასევე საუბარი იყო ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზეც. 

  • ხდება ამ საკითხის ხელოვნურად თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის-ბახტაძე ლგბტ თემის უფლებებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი შეკითხვა ლგბტ თემის გამოხატვის უფლებებს შეეხო. ბახტაძის აზრით, ეს თემა საზოგადოებისთვის ხელოვნურად არის თავს მოხვეული.

    “მე ვფიქრობ ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული და ემსახურება იმას რომ საქართველოში იყოს აგრესიული დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ რომ ეს საკითხი საქართველოში არის პრობლემური

    საქართველოს აქვს კანონმდებლობა თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული, ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული, პრობლემა არის საქართველოში ოკუპაცია და სიღარიბე..საქრთველოში არის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი, ისევე როგორც უსაფრთხოება’-განაცხადა ბახტაძემ. 

  • კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა

    თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ.

    ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში საქმიანობენ.

    ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ – ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა – რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.

    შემდეგი სპიკერი ნინო ოხანაშვილი იყო. HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებით, მან ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის – „როგორ უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?“

    მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა – გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა – დავით ბირკაძემ აგროტურიზმის შესახებ; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა – მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს.

    ფორუმი თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა – ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით – „თავი თუ სახელი“ ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში.

    ამით ფორუმის პირველი ნაწილი დასრულდა. შემდეგ მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, თავიანთი სურვილისამებრ ვორქშოპებზე გადანაწილდნენ. მათ არჩევანი შემდეგ თემებს შორის გააკეთეს:

    · „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“ – ვორქშოპი თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა – ტატო ნორაკიძემ ჩაატარა.

    · „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“ – ამ თემაზე ექსპორტის განვითარების სააგენტოდან გვანცა მელაძემ ისაუბრა;

    · „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში“ – სასტუმროების ბიზნესის თავისებურებეზე აგარარული უნივერსიტეტის ლექტორმა – ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა.

    · „როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში“ – ამ კითხავაზე პასუხის გაცემას შალვა ახრახაძე შეეცადა, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის – „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორია.

    ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.

  • მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, სერგეენკო იყო, არის და იქნება გუნდის ერთგული წევრი-ბახტაძე

    “მოვლენებს წინ არ გავუსწროთ” – პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაყენების შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

    “გუნდის განახლება და ახალი სისხლის შემოდინება არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ.

    ჯერ კიდევ ფინანსთან მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია – ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხია,“-განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ  ბრიფინგზე.

  • თიბისი გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს

    თიბისი შვეიცარულ ფონდ responsibility Investments AG-ს მიერ ოპერირებულ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF ) ერთად თანამშრომლობის ახალ სტადიაზე გადადის. ივნისსში თიბისიმ GCPF-ის აქციონერთა კრებას უმასპინძლა, რომელსაც ფონდის დირექტორატი და საინვესტიციო კომიტეტი ესწრებოდა.

    თიბისი ბანკი როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური ბანკი საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში GCPF- თან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.

    გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი (Global Climate Partnership Fund – GCPF) აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილების შემცირებას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. GCPF ინვესტირებას უმეტესად ახორციელებეს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

    ‘ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს’- აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე.

    გასული პერიოდის განმავლობაში თიბისის მიერ დაფინანსდა და ფინანსირდება 20 ახალი მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 230 მეგავატი. ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო თიბისის ფინანსური რესურსით თანამონაწილეობა კი 220 მილიონ დოლარამდე.

    გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის ბიზნესს აქტივობებეზე და ტექნიკურ დახმარებაზე პასუხისმგებელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარული აქტივების მართვის კომპანია responsAbility Investments AG.მას ინვესტიცია აქვს განხორციელებული 90-მდე ქვეყანაში და მართავს 3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებს.

    თიბისი ბანკი ResponsAbility-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.

  • თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება

    თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლებს მათზე მორგებულ, გამარტივებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.

    ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენას ან განახლებას თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობებით შეძლებენ. კერძოდ, ისინი, ვისაც თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურს, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და სხვა პარამეტრები არ შეესაბამება ლიცენზიის მოთხოვნებს, თიბისი ბანკში სესხის მიღებას გამარტივებული პირობებით შეძლებენ.

    ავტომობილების შეძენა/განახლებისთვის სესხის მიღება შემოსავლის დადასტურების გარეშეა შესაძლებელი. ავტომობილების შეძენის შემთხვევაში, სესხის თანხა 12 000 ლარამდე განისაზღვრება, 6 წლამდე ვადით. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები უახლოეს მომავალში ავტო დილერებისგან სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.

    რაც შეეხება ავტომობილის განახლებას, სესხის ოდენობა 8 000 ლარამდე განისაზღვრება, 4 წლამდე ვადით. უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა ამ შემთხვევაში, არ მოითხოვება.

    ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ. ამისათვის მათ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ.

    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-campaign .

  • TPAY – გადახდის ახალი პლატფორმა

    თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა – TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა.

    TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემოში მრავალფეროვანი, ინოვაციური მეთოდებით განახორციელონ გადახდები. საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი.

    თიბისის მობაილბანკის 500,000 მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს QR-ით ფიზიკურ და ინტერნეტ მაღაზიებში და ასევე თიბისის ბანკომატებიდან გამოიტანოს თანხა ბანკომატზე ღილაკის დაჭერის გარეშე, მხოლოდ QR კოდის დასკანირებით.

    ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ჩამოტვირთოს მობილურში თიფეის აპლიკაცია, დაამატოს ნებისმიერი ბანკის ბარათი და ერთი სივრციდან მართოს საკუთარი ონლაინ და ოფლაინ გადახდები.

    TPAY ნებისმიერი ზომის ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. ამასთანავე, მცირე ბიზნესს მიეცემა საშუალება მარტივად და იაფად ჩაანაცვლოს ნაღდი თანხით ვაჭრობა უნაღდო ანგარიშსწორებით.

    ამისთვის ბიზნესის წარმომადგენელი ფიზიკურ ან ინტერნეტ მაღაზიაში უმარტივესი პროცედურით ამატებს TPAY-ის და მყისიერად იღებს გადახდებს, ქმნის დაშვების დონეებს კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლისთვის და გადახდებს ადევნებს თვალს.

    გადახდის ეს მეთოდი არის ბარათით და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ალტერნატივა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება.

    მალე TPAY-ის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.
    დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ tpay.ge

  • ემზარ კვიციანი ვასაძის რაზმში ჩაეწერა

    “მე გუშინ ჩავეწერე სიაში,არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები,მაგრამ ვიცი,რომ ეს მე გულწრფელად მინდა!”-  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

    კვიციანი კონკრეტული ინიციატივითაც გამოდის,  მისი  თქმით,  გაერთიანებას ფიცის დადება აკლია.

    “გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს:)))ლევან ვასაძემ ,რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს,იმედი გაგვიჩინა ქართველებს,თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა.სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარ ამოშვებული,ბ-ნმა ლევანმა კი შედეგი უჩვენა,თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა ისეთი,რომელიც ჯერ თბილისში არავის არ აუღია:)))ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდა ბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა:)))დიდება ღმერთს!!! ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი!ფიცი თუ არ დაიდო,ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია!ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა,როგორც მე დავდევი 1992 წლის 3 აგვისტოს და,როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება!ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა!აი მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას:)))საქართველო გადარჩება:)))სიმართლე გითხრათ სუსი ვიგრძენი,ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულბა ,მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა,რადგან გუშინ ის ძაან გულწრფელი მომეჩვენა:)))გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად,ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ!ქართველებო გადაჩებით!ვიცი და გამოცდილი მაქვს,რომ სუსის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ,მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული,თუ რამდენად თავისუფალია,თავისუფალია გარე ძალებისაგან, ესეიგი სუსისგანაც,რადგან სუსი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება,თუმცა მაქვს იმედი,რაღაც პროცენტი სუსის თანამშრომლებისა ეროვნულია!მე გუშინ ჩავეწერე სიაში,არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები,მაგრამ ვიცი,რომ ეს მე გულწრფელად მინდა!არგვეშინია 223 მუხლის,რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი!უფლის სახელით “ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის”!დიდება ღმერთს!!!”- წერს კვიციანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

  • “საპარლამენტო არჩევნებამდე, რუსეთმა საქართველოში მივიწყებული პროექტი Леван Васадзе გააცოცხლა“

    “მივიწყებული რუსული პროექტი Леван Васадзе“– ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოკოლაჟს ამერიკის ხმა. 

    “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რუსეთმა საქართველოში მივიწყებული პროექტი Леван Васадзе გააცოცხლა, Русский мир-ს მთავარი იდეოლოგის დუგინის მოკავშირე, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა. ვასაძემ კომბლებით შეიარაღებული „სახალხო ლეგიონის“ ჩამოყალიბება დაიწყო, მთავარი სამიზნე ევრო-ატლანტიკური კურსია“– წერს ამერიკის ხმა.

  • “თემირლანის დიპლომს დღევანდელ ივანიშვილის ბოროტ სისტემას თავზე დავახევ”- მაჩალიკაშვილი

    მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა. კოლეჯში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სწავლობდა, შვილმოკლულმა მამამ ბრიფინგი გამართა. მან სტუდენტებს სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

    მაჩალიკაშვილის განცხადებით, პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება და ეს პროცესი რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

    „მთელ საქართველოს მასშტაბით ყველას სტუდენტს მოვუწოდებ, ამ კოლეჯის სტუდენტებს მოვუწოდებ დამიდგნენ გვერდში ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად. მეოთხე დღეა ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების მოგროვება და ეს ხელმოწერები გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, რის შედეგადაც მე ვიქნები დარწმუნებული, რომ შემდგომ შექმნან დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. თემირლანმა ამ კოლეჯიდან აიღო დიპლომი, რითაც იყო ძალიან კმაყოფილი, რომელ დიპლომსაც მე დღევანდელ ივანიშვილის ბოროტ სისტემას თავზე დავახევ,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.