Blog

  • ომბუდსმენის განცხადებით, შსს-მ ლგბტ თემს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

    შსს-ში  სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის  ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ თბილისი პრაიდი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ უნდა ჩატარდეს, თუმცა ორგანიზატორები საბოლოოს გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ კონსულტაციების შემდეგ.

    „მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში.

    შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემასა და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

  • თეთნულდზე სლოვაკი ტურისტი გარდაიცვალა

    ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

    შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.უწყების ინფორმაციით, მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

  • აფხაზეთში ადგილობრივებმა შოტლანდიელი ტურისტი “კაბის” ტარების გამო სცემეს {ვიდეო}

    აფხაზეთში ადგილობრივებმა ტურისტი მამაკაცი “კაბის” ტარების გამო სცემეს.

    კადრები “სოჩინიუსის” ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა.ვიდეო ერთ-ერთმა ტურისტმა აფხაზეთში სტუმრობის დროს გადაიღო.

    კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს მამაკაცს, რომელსაც შოტლანდიური კილტი აცვია. ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, მათი ნაწილი აღშფოთებას გამოტქვამს მომხდარის გამო, ნაწილი კი  თვლის, რომ მამაკაცმა აფხაზეთში კაბით არ უნდა იაროს.

  • “ნაციის სირცხვილი,რომელიც ლონდონს ანადგურებს!“– ტრამპი ლონდონის მერს თავს კიდევ ერთხელ დაესხა

    აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ლონონის მერი, სადიკ ხანი და მას ნაციის სირცხვილი უწოდა. ტრამპის ამ კომენტარის მიზეზი ერთი დღე–ღამის განმავლობაში ლონდონის ქუჩებში მომხდარი სამი მკვლელობა და კიდევ სამი დაჭრის შემთხვევა გახდა.
    ტრამპმა ტვიტერზე პუბლიცისტ კეიტ ჰოპკინსის სტატუსი გააზიარა მომხდარი დანაშაულის შესახებ, თავის მხრივ კი ამ სტატუსს მიაწერა: “ლონდონს სასწრაფოდ ჭირდება ახალი მერი. ხანი კატასტროფაა და ყველაფერი მხლოდ უარესობისკენ მიდის!“
    რამდენიმე საათის შემდეგ კი ტრამპმა ტვიტერზე ლონდონის მერს კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა: “ის ნაციის სირცხვილია, რომელიც ლონდონს ანადგურებს“.
    ხანის წარმომადგენელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მერი თანაგრძნობას უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს და არ დაკარგავს დროს მსგავსი ტვიტების საპასუხოდ.
    პრეს მდივანმა დასძინა, რომ ხანი ლონდონური დიასპორების მხარდაჭერის მოპოვებით და საგანგებო სამსახურების გადატვირთული მუშაობის კოორდინირებით არის დაკავებული.

    “ძალადობრივი დანაშაულების ადგილი ჩვენს ქალაქში არ არის და ჩემთვის არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ლონდონელების უსაფრთხოება“ – დაწერა ხანმა ცოტა ხნის შემდეგ.

    შაბათ–კვირას მომხდარი მკვლელობების ჩათვლით ლონდონში წლის დასაწყისიდან 56 მკვლელობა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით ამავე პერიოდში შარშან ლონდონში 82 ადამიანი მოკლეს, რაც ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
    დონალდ ტრამპი ლონდონის მერს დიდი ხანია არ წყალობს. ცოტა ხნის წინ მან ხანს “საცოდავი ლუზერი“ უწოდა, 2017 წელს კი გააკრიტიკა ხანის განცხადება ლონდნის ქუჩებში პოლიციელების რაოდენობის გაზრდის შესახებ.
  • ქართველების ისრაელში უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 14 ადამიანი დააკავეს

    ქართველების ისრაელში უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით სამართალდამცველებმა 14 ადამიანი დააკავეს.მათგან 6 პირი თელავივის, ბენ-გურიონის აეროპორტის თანამშრომელი, ერთი კი ტაქსის მძღოლია.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები დანაშაულებრივი ქსელის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები ისრაელის ტერიტორიაზე თანხის სანაცვლოდ გადაჰყავდათ. საუბარია 10 ათას დოლარამდე თანხაზე.

    გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს ქართველები ისრაელში ისე შეჰყავდათ, რომ აეროპორტში საპასპორტო და სატრანზიტო კონტროლს არ გადიოდნენ. ჯგუფი 2017 წლიდან მოქმედებდა.
  • მამის დღეს პრინცმა უილიამმა და ჰარიმ შვილების ფოტოები გამოაქვეყნეს

    მამის დღეს, რომელიც 16 ივნისს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში აღინიშნება, პრინცმა ჰარიმ და მეგანმა თვენახევრის შვილის, არჩის ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს. სეფიას სტილში გადაღებული ფოტო წყვილის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ეს არის პატარა პრინცის პირველი ფოტო გახელილი თვალებით. ფოტოს თან ერთვის წარწერა: “ბედნიერი მამის დღე! ვუსურვებთ სიხარულით სავსე პირველ მამის დღეს სასექსის ჰერცოგს!“
    კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა კი მამის დღეს ტვიტერზე საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა – ერთი უმცროს შვილთან, ლუისთან, მეორე კი მამასთან – პრინც ჩარლზთან ერთად.

  • ” უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით”-მეუფე პეტრე სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

    მეუფე პეტრე სინოდის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, სწორედ მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც საზოგადოებაში „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით გაჩნდა.

    მეუფე პეტრე ამბობს, რომ უმჯობესი იყო სხდომა რამდენიმე დღის წინ გამართულიყო და საპატრიარქოს ნაცვლად დაპირისპირებული მხარებიისადმი მიმართვის წერილი სინოდის წევრებს გაევრცელებინათ.

    მეუფე პეტრემ ასევე ისაუბრა ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ ე.წ. კომბლების რევოლუციაზე. მისი თქმით, საზოგადოება ბოროტებას სიკეთით უნდა ებრძოლოს, ხოლოდ ძალადობა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა იქნას დაგმობილი, საჭიროა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

    „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავგმოთ ყოველივე ცოდვა და უზნეობა უწმინდურობა და მით უმეტეს ცოდვის პროპაგანდა, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ,რომ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით, უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით და ძალადობა კი უნდა დავგმოთ არამხოლოდ სიტყვით და განცხადებით, არამედ საქმით,“-ამბობს მეუფე პეტრე.

    ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, სინოდის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება. მღვდელმთავრები სხდომაზე წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე იკრიბებიან, წელს გაზაფხულის სინოდის სხდომა არ ჩატარებულა.

  • სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს – მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება

    სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს – მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს მკაცრ შეფასებას აძლევს.

    ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

    მეუფე პეტრეს განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეკლესია საკუთარ სულიერ შვილებზე ზრუნვას. მანამდე კი ყველა განცხადება, სასულიერო თუ საერო პირის სანდოობით არ სარგებლობს.

    ​„წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“-ამბობს მეუფე პეტრე.