თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა

Written by

in

თბილისში,ჯიქიას ქუჩაზე  3 თვის ბავშვი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი გარდაცვლილი დედამ ნახა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *