Blog

  • “სამარცხვინოა ის ხელისუფლება, რომელიც ვერ ბედავს ღიად ფაშისტურ მოწოდებებზე რეაგირებას“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ლევან ვასაძის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

    “უკაცრავად და გულგონთხართა? თუ გძინავთ ჩვენზე ზრუნვით დაღლილებს?

    ეს თვითგამოცხადებული რაინდი, დუგინისტი და პუტინისტი რომ მოიერიშეთა ლეგიონების ჩამოყალიბებას აანონსებს (სახელი მისი ლეგიონიაო, სახარებაში რომ ეშმაკზეა ნათქვამი, ეტყობა არ იცის, ან იცის, მაგრამ იქ შეკრებილებს უმალავს), ლგბტ პრაიდის მონაწილეებს სადაც დავიჭერთ იქ გავკოჭავთ ქამრებითო, რომ გაიძახის “ქრისტეს მხედრების” (იმდენი მაგათ დაუმშვენდათ ცხვირი, ქრისტესთან და ქრისტიანობასთან რამე საერთო ჰქონდეთ) მქუხარე ოვაციების თანხლებით, არ გესმით თუ არ იმჩნევთ?

    და სანამ ეს ველურები ალესილი ტაბურეტკებით არ ირბენენ ქუჩებში და რამდენი საყურიან ან ჭრელსამოსიან ახალგაზრდას დაინახავენ, იმდენი “პიდარასტი, პიდარსტი”-ს ღრიალით არ გამოენთებიან, მანამდე არ აპირებთ ხომ შემჩნევას? მერე კი ამერიკელებთან ჩუგოშვილებს გაუშვებთ დასამშვიდებლად, რუსეთში რომელიმე უჩას გაატანთ მესიჯს, ცოტაც გვაცალეთო, ტელევიზიით კიდევ კობახიძეს გამოუშვებთ, “ორივე მხარის რადიკალიზმი” რომ დაგმოს.

    სამარცხვინოა ის ხელისუფლება, რომელიც ვერ ბედავს ღიად ფაშისტურ მოწოდებებზე მყისიერ და მკვეთრ რეაგირებას, ხოლო ორმაგად სამარცხვინო და მავნებელია ის ხელისუფლება, რომელიც ასეთი ფაშისტური შაბაშების ორგანიზებას თვითონ უწყობს ხელს და ამ ტალღაზე ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას.

    არა ბიჭო და თავისით გამოვარდა ეს დიდი რაინდი, მაგის წკმუტი რომ არავის გაუგია 2012 წლის ოქტომბრამდე და არც ისაა შემთხვევითი, მამათმავალ-დედათმავლებზე მეტად რომ ნაცებს აგინებს.

    სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს. თუ სათანადო არ რეაგირება არ იქნება, ეს რეაგირება იქნება თქვენს მიმართ, ახლაც და მომავალშიც. აუცილებლად მოვა ის დრო, როცა ყველა პასუხს აგებთ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.

    P. S. ისე, ღირსი კი ხართ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს გავასამართლებინოთ თქვენი თავი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისთვის, მაგრამ ამისთვის თქვენც კი არ მემეტებით.“ – წერს ზურაბიშვილი

  • დავით სერგეენკო ხვალ სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს

    რუსთავი2–ის ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს, ამის შესახებ კურიერს სანდო წყარომ აცნობა. საქართველოში დაბრუნებული პრემიერი, მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს დღეს აშშ – დან დაბრუნების შემდეგ შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში, გადადგომის დეტალები განიხილეს.
    დავით სერგეენკოს გადადგომას წინ უძღვოდა საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილეს ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.
    ვინ შეცვლის დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ამ თანამდებობაზე საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს, მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.
  • ლევან ვასაძე კომბლიან სახალხო რაზმებს ქმნის და პოლიციელებს აფრთხილებს, არაფერი შეეშალოთ

    ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძემ ლგბტ თემის წინააღმდეგ ბრძოლა და სახალხო რაზმების შექმნა გამოაცხადა. ბიზნესმენმა გამოსვლა ლოცვით დაიწყო, რასაც იქ შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდენენ.
    ვასაძე ამბობს, რომ სახალხო რაზმის წევრები ლგბტ თემს ხელებს შეუკრავენ და დააბამენ სადაც საჭიროა. ვასაძე ამბობს, რომ ის ძალადობისკენ არავის მოუწოდებს, თუმცა სამართალდამცავებს გაფრთხილებას აძლევს. ვასაძის თქმით, ის არ ურჩევს სამართალდამცავებს მათ შეჩერებას. სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ, რომელთაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ.
    ლევან ვასაძის განცხადებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან მოხდა, აღარ განმეორდება.
    „ჩვენ მოვახდებთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს შეიკრიბება ასეულებად ასისთავით, რომელიც შეიკრიბება ათასეულად და იქნება ლეგიონი. აქ შეკრებილებს შორის არის უამრავის სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად. არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, თუკი, პროპაგანდისტები გარყვნილებისა ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. რისთვის გავარღვევთ? რომ ქათმები ჩავქოლოთ ან ვიღაც ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, ვინც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? არა. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, შეგაფურთხებთ , ნუ დაარტყამთ ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ ყური აუწიეთ.
    მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები , არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს.
    არ ვარ მიამიტი კაცი, ისევე როგორც ყველა, ვინც აქ შეიკრიბა და ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ჩვენ დავალაგებთ ჩვენი სამხედროების, მორაგბეების და მოჭიდავეების ხელმძღვანელობით კორდონების გარღვევის სტრატეგიებს – ეს იქნება სოლისებური შესვლება, ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს, მეორე დაასუსტებს და მესამე შევა, მეოთხე, მეხუთე ხომ შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება, ქართველმა კაცმა იცის, რომ უნდა დაეცეს იმისთვის, რომ დროშა წინ წავიდეს. მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები – არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების, თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, ჩვენ მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით.
    მინდა მივმართო ჩვენც პოლიციელებს, ის რაც თქვენ გააკეთეთ კანცელარიასთან აღარ გამოგივათ. არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ. სტაცებთ ხელს ვინმეს ათეულში? ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება. თუ რაღაც სასწაული მოხდა და ჩვენს ლომივით მეომრებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი თქვენს თავს დააბრალეთ. სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია,- განაცხადა ვასაძემ.
  • ტოჩინოშინი თბილისშია (ვიდეო)

    ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) უკვე თბილისშია. ტოჩინოშინს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ. მას სიმღერით შეხვდნენ. 
    ლევან გორგოძემ  ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ვიდეოს “პალიტრანიუსი” ავრცელებს. 

    ლევან გორგოძე საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება,შემდეგ კი ის იაპონიაში დაბრუნდება.

  • „ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

    „ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.  გაფრთხილება მდგომარეობს იმაში, რომ ბალახები, ფოთლები, ფესვები და ა.შ. არის ის მასალა რომლისგანაც ჩიტები ბუდეებს აშენებენ 

    „ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ.

    ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის დანადგარები. დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები. ფოტოებზე სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითებს ხედავთ. კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლების შემოწმებისას ბოლო დღეებში რამდენიმე მსგავსი ფაქტი აღმოაჩინეს.

    გაზგამანაწილებელი კომპანია მოგიწოდებთ. უარი თქვით ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები. დარეკეთ(240 40 04) და შეამოწმეთ თქვენი გაზგაყვანილობა – მომსახურება უფასოა“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ხანძარი ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო

    ხანძარი ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

    ადგილზე ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში 20 მეხანძრე მაშველი მონაწილეობს.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი, ამ ეტაპზე უცნობია.

  • ორნელა მუტის პუტინთან ვახშმის გამო ციხე ემუქრება

    იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ მან ვლადიმერ პუტინის საქველმოქმედო გალა კონცერტში მონაწილეობის გამო თეატრში გამოსვლა ჩააგდო. თუ მსახიობი კომპენსაციას არ გადაიხდის, ციხე ემუქრება.
    2010 წელს ორნელა მუტი ქალაქ პორდენონში, იტალიის სამხრეთ–აღმოსავლეთით ვერდის თეატრში სცენაზე უნდა გამოსულიყო. თუმცა მან თითქოსდა ავადმყოფობის გამო სამდღიანი ბიუჯელეტენი აიღო და სინამდვილეში პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო.
    იტალიის სასამართლომ ის თაღლითობაში სცნო დამნაშავედ და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, 500 ევროთი დააჯარიმა და დაავალდებულა თეატრს პირსაგამტეხლო გადაუხადოს 30 000 ევროს ოდენობით.
    მსახიობმა განაცხადა, რომ არ აქვს საშუალება თეატრს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს და აპელაციას მიმართა.
    თუმცა ამ დღეებში საკასაციო ინსტანციამ წინ ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
    თალითობის საქმის საფუძველი სწორედ ის სამედიცინო ცნობა გახდა, რომელიც ორნელა მუტიმ თეატრს წარუდგინა. ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მას ხორხის ძლიერი ანთება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რასაც ხველა და ხმის დაკარგვა მოჰყვა.
    ცნობაში, რომელიც სასამართლომ ყალბად ჩათვალა ეწერა, რომ რეკომენდირებული იყო მსახიობს ხუთი დღით დაესვენა. ორნელა მუტი კი პეტერბურგში გაემგზავრა პუტინის მიწვევით.
    როგორც კი პრესაში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ორნელა მუტი პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან ზის, თეატრმა მოქმედება გადაწყვიტა.

    სასამართლომ გააფრთხილა მსახიობი, რომ თუ დადგენილ კომპენსაციას არ გადაიხდის, ციხეში მოუწევს წასვლა.

    ორნელა მუტი 64 წლისაა. იტალიის ფარგლებს გარეთ ის ცნობილია ფილმებით: “ჭირვეულის მორჯულება“, “ფლეშ გორდონი“ და “ოსკარი“. ქვეყნის შიგნით კი დღემდე ჩნდება ეკრანებზე და გამოდის სცენაზე.
    იტალიური მედიის ინფორმაციით მას თანხის დასაფარად 30 დღიანი ვადა აქვს.
    პირველ ინსტანციაში გართულ პროცესზე,2015 წელს ის ამტკიცებდა, რომ არ აქვს საჭირო თანხა.
    ორი წლის შემდეგ ორნელა მუტი და მისი ოჯახი რომში სახლიდან გამოასახლეს უძრავი ქონების სააგენტოს მიმართ დაგროვილი დავალიანების – 80 000 ევროს გამო.
    მანამდე მსახიობმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვს ბინა მოსკოვში და არ არის წინააღმდეგი გახდეს რუსეთის მოქალაქე.
  • ანტალიაში საქართველოს მოქალაქე თოკით დაახრჩვეს

    ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

    ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, იქ კი ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

    თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

    “დერეფანში არასასიამოვნო სუნი გამოვიდა. დღეს აივანზე შევიკრიბეთ ლანჩისთვის და საშინელი სუნი მოვიდა. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მათ სახანძრო დეპარტამენტს სთხოვეს სახლში შესვლა. სახანძრო ბრიგადის დახმარებით, ისინი სახლში აივნიდან შევიდნენ. შიგნით კი ცხედარი იპოვეს,”-ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

  • მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი Dolce&Gabbana–ს ჩვენებაზე გამოჩნდა

    მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი, 14 წლის დევა კასელი მილანში Dolce&Gabbana–ს მამაკაცის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ფოტოგრაფების ყურადღება.
    14 წლის მოდელმა ჩვენებისთვის ჩაცმის საქმიანი სტილი აირჩია.
    დევამ საკუთარი ფოტო ინსტაგრამზე დადო. საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ გოგონა ძალიან დაემსაგვსა დედას.
    ამ წლის გაზაფხულზე დევა კასელი Dolce&Gabbana–ს სახე გახდა. გოგონას მშობლები 2013 წელს დაშორდნენ. გასულ წელს ვენსან კასელმა ცოლად მოდელი თინა კუნაკი მოიყვანა და უკვე შვილიც შეეძინა.