

ბექჰემების უფროსი ვაჟი, 20 წლის ბრუკლინი ბებიის დაბადების დღეს ვერ დაესწრო. დამწყები ფოტოგრაფი ამჟამად ლოს ანჯელესშია თავის გერლფრენდთან, ჰანა კროსთან ერთად.




თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგონა თანატოლებთან ერთად სახურავზე სათამაშოდ ავიდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელოვამდე მიყვანას გულისხმობს.
გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.
ფალავანდიშვილების საგამოძიებო უწყებაში დაბარება მათ მიერვე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, რომელიც თბილისი პრაიდს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გუშინ გამართულ აქციაზე დაიწყო. სახალხო რაზმში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია, ამ წუთებში, ვერის ბაღში მიმდინარეობს.
ის პირები, ვინც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად დღეს ვერის ბაღში მივიდნენ ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს.
რუსთავში 11 წლის ბავშვი ტბაში დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვაკეში გველის იპოვეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ დაიჭირეს ქვეწარმავალი.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით ენძელა მაჭავარიანი ფიქრობს, რომ სოციალური მიმართულებით ახალი პოლიტიკაა გასატარებელი. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს აუცილებელია, თუ არა ამისთვის მინისტრის შეცვლა, თუმცა მიიჩნევს, რომ სოციალური პოლიტიკა მთავრობის სუსტი წერტილია.
„სერგეენკო არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის მინისტრი, არის სოციალური დაცვის, დევნილთა და ა.შ. ვრცელი დასახელება აქვს მის სამინისტროს. მე მოგეხსენებათ, უფრო ჩართული ვარ სოციალურ თემებში და მიმაჩნია, რომ სოციალური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანში ადის იმ სიმაღლეზე, რომ საჭირო არის ახალი ნაბიჯების გადადგმა ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ჩვენი სუსტი წერტილი არის სოციალური პოლიტიკა,“ – აცხადებს ენძელა მაჭავარიანმა.
ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დიდი ალბათობით ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. იაპონიაში სარეკლამო მიზნებისთვის მყოფმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იგი კლუბის დატოვებას და სხვაგან გადაბარგებას გეგმავს.
,,მანჩესტერში 3 წელი ვთამაშობდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი წარმატება და იმედგაცრუება გამოვიარე გუნდთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეხლა კარგი დროა ახალი გამოწვევა მივიღო და საკუთარი თავი სხვაგან გამოვცადო.” – აცხადებს პოლ პოგბა.
პოგბას მადრიდის რეალში გადაბარგებაზე არაერთი ჭორი ვრცელდებოდა და ამბობდნენ იმასაც, რომ ფრანგი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანის მთავარი პრიორიტეტია. თუმცა მადრიდულმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე რეკორდული თანხა დახარჯა და ნაკლებ სავარაუდოა მადრიდელებისგან კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი ვიხილოთ.
მანჩესტერის მესვეურები პოგბას გასხვისებით დაინტერესებულები არ არიან და ეს ფაქტი ყველაფერს ართულებს. ფრანგ ფეხბუთელს გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ტრანსფერის გარეშე გუნდს ვერ დატოვებს. სხვა საკითხია რამდენად სურს გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკაიერს უხასიათო და უმოტივაციო ფეხბურთელის გუნდში ყოლა, რადგან იგი ფეხბურთელების მონდომებას დიდ ყურადღებას აქცევს.
ყველაფერი დიდი ალბათობით ივნისის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.
საქართველოს საპატრიარქო თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს,თუ ის ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს.
“საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც.
ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.
როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი, ჩვენი აზრით, იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე… უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას”-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.