Blog

  • მარნეულში 2 წლის ბავშვს აგური დაეცა და დაიღუპა

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – როთი

    გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი – შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დაახლოებით ეს ქვეყანა ევროკავშირთან. ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.

    არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი.

     თქვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

  • უკრაინელებმა ბელგოროდში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს

    უკრაინელებმა, რუსეთში ბელგოროდის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს – ინფორმაციას, ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს და აცხადებს, რომ  აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

    მისი თქმით არავინ დაშავებულა.

    “უკრაინის შეიარაღებული ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით სტაროოსკოლსკის საქალაქო ოკრუგის ტერიტორიაზე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი რეზერვუარი აალდა”. – წერს გლადკოვი.

    გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს.

  • მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო” მთავრობაო,თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება – ზარქუა დელეგაციას

    მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო” მთავრობაო,თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება – ზარქუა დელეგაციას

    უსამშობლოების მოწვევით, საქართველოში ჩამობრძანდნენ როთები. როთიც გერმანელია, შოლცის პარტიიდან და საერთოდ უარი უთხრეს და დაეშალათ კოალიცია. ეტყობა, იმდენად უავტორიტეტოა, რომ იქ არ გაესვლება ქუჩაში – გერმანელი ხალხი, თავმოყვარე ხალხი, პრინციპული ხალხი – და ეს როთები ეტყობა, იქაც არ მოსწონთ და ახლა ჩამოდის აქ და აძლიერებენ ამ უსამშობლოებს. თუ მაინცდამაინც საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან ყოფნით ვერაფერს იზამთ – სამეგრელოში ჩადით, სტუმარ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ, მოგივიდეთ, აზრზე მოხვიდეთ. გაიაზრეთ, რომ ქართველ ხალხს ლგბტ პროპაგანდა არ სჭირდება. როთს მივმართავ, თორემ ჟიგმანტასი უკვე გიჟმანტასია და არაფერი ეშველება მაგას. დანარჩენ როთებსაც მივმართავ – თქვენისთანები, რომც არ ჩამოდიან აქ და შეურაცხყოფას გვაყენებენ, მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებიან, რომ შეცდომა დაუშვიო და რუსი ხარო – ასეთებს არ მიგიღებთ. და მერე რომ დგახართ და მათხოვრობთ, “შემხვდით და შემხვდითო”, მმართველი პარტია თუ მთავრობაო, არ შეგხვდებით იმიტომ, რომ თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება.  ბიძიებო, დღეს 7 საათზე რომ გამოხვალთ, ლობისტური კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტექსტებს რომ წაიკითხავთ, მერე გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტზე.

  • გამოკითხვაზე დამიბარეს, არჩევნები როგორ გაყალბდა, ჩემგან აინტერესებთ” – თენგო თევზაძე

    “ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა, ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან.

    საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!”

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • “ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, არ იყო მიზანშეწონილი” –  კობახიძე ევროპარლამენტარებზე

    “ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, არ იყო მიზანშეწონილი” – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

    „ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, ამას პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება, შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი, ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავად არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ, არის შესაბამისი“

    განაცხადა  საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომლის მთავრობის წარმომადგენლებიც დღეს 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელებს არ შეხვდა.

  • პარლამენტი თვის ბოლომდე შეიკრიბება, შემდეგ მთავრობა დამტკიცდება – კობახიძე

    პარლამენტი თვის ბოლომდე შეიკრიბება, შემდეგ მთავრობა დამტკიცდება – კობახიძე

    “უახლოეს მომავალში ცესკოს მხრიდან შეჯამდება არჩევნების შედეგები, პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართება თვის ბოლომდე და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, შეიძლება თვის ბოლომდეც კი მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები”

    ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

  • EU-ში განიხილება უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება და ინდივიდუალური სანქციები- თინა ბოკუჩავა

    ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი, ამიტომ არ არის საერთაშორისო აღიარება არჩევნების. ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება არჩევნებს, სადაც მოხდა ქართველი ხალხის თავისუფალი ნების უგულებელყოფა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინიც თვლიან, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს სრულფასოვანი და დამოუკიდებელი გამოძიება, რაც შეუძლებელია ქართული პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში.

    განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელია ამოქმედდეს და სხვადასხვა საფუძვლები ამ მექანიზმების შექმნისთვის, იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ევროკომისია, ბუნებრივია, ეს არის განხილვის საგანი, თუმცა, ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს.

    ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება სხვა მექანიზმების ამოქმედებაც, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იცით, რომ ასევე განხილვის საგანია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება. ეს ბუნებრივია, არ არის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, არამედ, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია ევროკავშირის გზას. იცით, რომ მოთხოვნებში ევროკავშირისგან ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ტოტალურად იყო დარღვეული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპი.

    ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები დღეს იქნებიან აქციაზე, რომელიც გაიმართება 19:00 საათზე იმისთვის, რომ მიმართონ ევროპელ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროპაშია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დღეს რუსთაველზე, 19:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი.

    აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ტელეკომპანია პირველთან.

  • ”უსაქმური ადამიანები..მავნებლები” – კალაძე ევროპელ დელეგატებზე

    “ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს… ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი”

    აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებზე.

  • პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

    პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.