Blog

  • 15 ნოემბერს, 17:00 საათზე ჯგუფი დაიტოვე მსვლელობას გამართავს

    15 ნოემბერს, 17:00 საათზე Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი დაიტოვე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას გამართავს.

    “პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა.

    ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არავინ შევა” – გვარამია

    “მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება! მახსოვს 2020-შიც “არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას” ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც გადასარევად მახსოვს”

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • თბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

    თბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინაში პოლიციამ ორი ახალგაზრდა სტუდენტის ცხედარი იპოვა. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

  • ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მანდატებზე უარს ამბობს

    კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს. ასევე ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

    ”პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა.
    80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.
    პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ.”- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

     

  • რატომ არ აქვს უფლება ცესკოს, ოპოზიციას სიების გაუქმებაზე უარი უთხრას – საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის განმარტება

    ცესკოს და პარლამენტს არ აქვს უფლება აიძულოს ვინმე, განახორციელოს ის საქმიანობა, რომლის სურვილიც არ აქვს“ – აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი.

    საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, რაც ნორმატიულ შინაარსში ასევე ითვალისწინებს, კონკრეტული პირის უფლებას, უარი თქვას, რომელიმე საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. ცესკოს და პარლამენტს არ აქვს უფლება აიძულოს ვინმე, განახორციელოს ის საქმიანობა, რომლის სურვილიც არ აქვს“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

  • ძველი და ახალი ენმ-ის მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს -ბუჩუკური სიების ჩახსნაზე

    „ნაცმოძრაობის“ ამ ორივე ფრთის მხრიდან, ანუ, ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს, მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავს შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ჩვენს ამომრჩეველს ვუსმენთ, პატივს ვცემთ და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გეგმას. ამიტომ ვერანაირი მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ჩვენ საჯაროდ არა ერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება“,

    ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა.

  • 16-ში, მატჩის დღეს აპირებენ საბოლოო შედეგების გამოცხადებას – გვარამია

    ჩვენ არ ვართ აწყობილი ქართული ოცნების განცხადებებსა და დღისწესრიგზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და დღეს, ამ ქვეყანაში ოპოზიცია ვკარნახობთ ქართულ ოცნებას დღისწესრიგს, ეს აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო და ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

    ჩვენ ვიცით, რომ ისინი 16 ნოემბერს აპირებენ შედეგების გამოცხადებას და ძალიან ჩქარობენ. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა, ბათუმშია თამაში და გათვლა არის იმაზე, რომ არავის არ ეცლება ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ქართული ოცნება, ყველას ყოველთვის ეცლება ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, ფეხბურთში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობასაც მოვასწრებთ და ქართული ოცნების განეიტრალებასაც. დანარჩენს ნახავთ მოვლენების კვალდაკვალ.

    თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მთავარ არხთან საუბრისას.

  • თუ მაგარი ხარ, ამკრძალე, თუ არადა ენა დაადუმე! – ვაშაძე კობახიძეს

    თუ მაგარი ხარ, ამკრძალე, თუ არადა ენა დაადუმე! – ვაშაძე კობახიძეს

    ირაკლი კობახიძეს ვეუბნები: აბა, თუ მაგარი ხარ, ეგ მართლა გააკეთე. რამდენ ხანს უნდა მოიტყუო, შე საცოდავო. თვითმარქვია უბედურს, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები: მიდი, თუ მაგარი ხარ, ოპოზიცია აკრძალე. მიდი, ჰე, რამდენი ხანი უნდა იბაქიბუქო? რას ამკრძალავს, მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ამ თვითმარქვიას საერთოდ ვინ ეკითხება. მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე.

    ასე უპასუხა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

  • საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს – ბორელი

    “უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არის ჩართული EU-ში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინელი საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს გახდეს EU-ის წევრი. და უკრაინის წევრობა EU-ში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკრაინას.

    საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ გახდნენ EU-ის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ მიღებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ [ევროპულ] გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალონ,”

    ამის შესახებ, კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.