Blog

  • “მზია ამაღლობელს დაკავებისას მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით ” – “საია”

    “მზია ამაღლობელმა დაკავებისას დაზიანებები მიიღო, მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები; აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით ” -ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს და ამაღლობელის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით,  საჩივრით მიმართავს სასამართლოს

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

    აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

    მზია ამაღლობელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დაზარალებულს. მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის  მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

    საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამ მიზნით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი.

    ამდენად, 2025 წლის 24 თებერვალს, საიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასამართლომ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ხსენებულ საქმეში. დაზარალებულის სტატუსი მას მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით.”- ნათქვამია “საიას” განცხადებაში.

  • ლანჩხუთის მერის თქმით, დიდთოვლობის შედეგად ჩამონგრეულია 40-მდე სახლი

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით,  დიდთოვლობის შედეგად ლანჩხუთში  ჩამონგრეულია 40-მდე სახლი.

    რამდენიმე დღეა გურიის მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდთოვლობის და სტიქიის გამო ელექტროენერგია, ინტერნეტი და გაზი არ მიეწოდება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

    გურიაში დიდთოვლობას მამაკაცი ემსხვერპლა.

    გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში სტიქიას შუახნის კაცი ემსხვერპლა.

  • გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დიდთოვლობასა და სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას გურია TV მაჟორიტარ დეპუტატზე, გელა აროშიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

    დაღუპული შუახნის კაცია, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათვოლისას დაიღუპა – ნგრევის შედეგად მას ბეტონის ფილა ე.წ. სინკარი დაეცა.

  • “პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა…ალკოტესტის მაგივრად 5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ” – დათო გორგილაძე

    “პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე.
    გადმობრძანდითო. გადავედი.
    ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხო არ გაქვთო. იარაღიო? მეთქი არცერთი.
    ზედაპირულად დაგათვალიერებთო. დამათვალიერეს.
    კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო..კაი-მეთქი.
    წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად  5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ.”

    წერს მწერალი დათო გორგილაძე განცხადებით, ოლიგარქის პოლიციამ ის 5000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა

    “პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე.
    გადმობრძანდითო. გადავედი.
    ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხო არ გაქვთო. იარაღიო? მეთქი არცერთი.
    ზედაპირულად დაგათვალიერებთო. დამათვალიერეს.
    კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო..კაი-მეთქი.
    წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად  5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ.”

    წერს მწერალი დათო გორგილაძე.

  • “საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენი მომავალი საერთოა” – ზურაბიშვილი

    “დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას.

    ჩვენი მომავალი საერთოა. ჩვენ ასევე ვიმსახურებთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, გაერთიანებულ თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში.”

    ნათქვამია მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვაში. 

  • პარლამენტში “FARA”-ს კანონპროექტი და მედიის შემზღუდავი ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირა

    პარლამენტში “FARA”-ს კანონპროექტი და მედიის შემზღუდავი ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირა

    თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე, მათივე მტკიცებით ამერიკული FARA-ს ანალოგი და მედიის შემზღუდავი ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირა
    •  “აგერ არის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი და იდენტურია აშშ-ში მოქმედი კანონისა” – თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

    კანონპროექტი, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს და იდ  განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

    • “ჩვენმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო, იმისთვის, რომ მერე თარგმანში დაკარგვებზეც კი არ ყოფილიყო საუბარი. რიგ კანონებში დამატებით ცვლილებები დაგვჭირდება […] დამატებით დასჭირდება იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ კანონს აღასრულებენ. მაგალითად, როგორც არის აშშ-ში, პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, პირდაპირ შტატებზე მითითებაც კი გავაკეთეთ და დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ქართულად ვთარგმნეთ, რომ მათ შორის, ინსინუაციები არ გამოეწვია თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით, რომ აქ განსხვავებული რეგულაციებია […]აუცილებელია, რომ ის მექანიზმი, რაც კანონპროექტით შემოთავაზებულია, რასაც პრევენციული მიზანი აქვს, შესრულდეს – იქნება ეს კონკრეტული სახდელები თუ სასჯელის შემოღებით იმ ფორმითა და ზომით, როგორც აშშ-ში მოქმედებს”. – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ბიუროს სხდომაზე. 
  • კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 5 მილიარდ დოლარს გადასცემს – ტრუდო

    „ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო – რუსეთის სურვილის გამო – წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან.[…] ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“,

    ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან.

  • “სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას” – სანდრო ცნობილაძე

    “ყველას მოგესალმებით. ანერვიულეს 81 წლის დედა. წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მიყვარხართ ყველა”

    სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.

  • ქართველებს განსხვავებული მომავალი უნდათ, იმისგან, რაშიცაა ჩართული ხელისუფლება – ვალტონენი

    დღეს ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს სხვა მომავალი, რაც განსხვავდება იმისგან, თუ რაშია ჩართული მათი ხელისუფლება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით. ეუთო ოდირის დასკვნამ მისცა ძალიან კარგი ინიციატივა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ მოითხოვონ ახალი არჩევნები.

     

    თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

  • უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები “ყველა ყველაზე” ფორმატში – ზელენსკი

    „ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური მდგომარეობა. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს არის სამართლიანი ვარიანტი“,

    განაცხადა ამის შესახებ, კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.