Blog

  • “შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი და შტორმი – საფრთხის დონე მაღალი” – გარემოს ეროვნული სააგენტო

    გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  უამინდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ზოლში საფრთხის მაღალი დონეა.

    ” 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმი. (საფრთხის დონე მაღალი).” – ნათქვამია განცხადებაში,

  • “25 თებერვალს ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით: არა ახალ ოკუპაციას, არა რუსულ რეჟიმს” – ზურაბიშვილი

    “1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით, რა იყო და 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით: არა ახალ ოკუპაციას, არა რუსულ რეჟიმს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩაინიშნა.

  • “დილას, ორჯერ ზედიზედ მომადგა პოლიცია” – პოლიციამ ოთარ ზურაბიშვილი დააჯარიმა

    პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო, სალომე ზურაბიშვილის  ძმა ოთარ ზურაბიშვილი დააჯარიმა.

    “ამ დილას, ორჯერ ზედიზედ მომადგა პოლიცია. ჯერ 4 პოლიციელი (5000 ლ), შემდეგ 3 (ისევ 5000)! ჯარიმის (ქუჩის გადაკეტვა) ოქმის გადასაცემად ამდენი პოლიციელი ალბათ საჭირო იყო!

    1. პროტესტის ნება ყველას აქვს;
    2. ეს მხოლოდ დაშინების პროცესია;
    3. შანსი არ არის რომ ვინმე შეაშინონ.

    ტყუილია! გავასაჩივრებ! ამ საღამოს აქციაზე ვიქნები!” – წერს ოთარ ზურაბიშვილი.

  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებისთვის, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჯარიმების გამოწერა გზის გადაკეტვის საბაბით

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებული მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.

    ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა 13 შემთხვევის შესახებ, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც იმ  დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა). ამგვარი ქმედებისთვის თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში.

    პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:

    • „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;
    • „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;
    • „ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს(შეატყობინეს 21 თებერვალს);
    • „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;
    • „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;
    • „ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;
    • „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;
    • „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;
    • „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;
    • „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;
    • “ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;
    • „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;
    • ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.

    ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.

    ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც.  ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს.

    თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს.

    კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები მათ და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.

    გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებული მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას”.-ნათქვამია  განცხადებაში.

  • ექსპერტიზით, ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე კაციას თითის კვალი არ გამოვლინდა – ადვოკატი

    რეჟიმის პატიმრის,  ნიკა კაციას ადვოკატის, ნინა ლომინაძე განცხადებით, ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ პაკეტზე, რომლის ფლობასაც კაციას ედავებიან, მისი თითი ანაბეჭდები არ ამოვიდა. ექსპერტიზამ არ გამოავლინა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების კვალი.

    “დაცვის მხარეს დანიშნული ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა [ანაბეჭდის კვალი] და  ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერიდან. მივიღეთ დასკვნები, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კაციას არ დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. ამასთან ერთად დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე თითის კვალი არ ამოვიდა.

    აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეტაპი გულისხმობს, რომ წარვადგენთ ჩვენ სასამართლოზე ამ მტკიცებულებას, სასამართლო იმსჯელებს მის დასაშვებობაზე. საქმეში იცვლება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნიკოლოზ კაცია ინფორმაციული პატაკის საფუძველზეა დაკავებული და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა, რადგან ამ ინფორმაციულ პატაკში მითითებული იყო, რომ ის იყო აქტიური მომხმარებელი და შესაბამისად, ამ მიზნით შეიძინა და ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებებს.

    [დასკვნა] ნიკოლოზ კაციას ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც მომხმარებელს, არაფერში არ სჭირდებოდა, ეს ნარკოტიკული საშუალება და როგორც ნიკოლოზ კაცია თავად აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა”. – ამბობს ადვოკატი ნინა ლომინაძე.

  • რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რომ ნაამდვილად მოისურვოს მშვიდობა – ზელენსკი

    რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რომ ნაამდვილად მოისურვოს მშვიდობა – ზელენსკი

    „ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე, ჩვენ უკვე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა.[…] უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს – ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა – ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს“,

    განაცხადა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინა არ არის, მას რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა.. ავტორიტარიზმი ვერ გაიმარჯვებს თავისუფლებაზე – მარკ ვისი

    პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინა არ არის, მისი ამბიციები უფრო ფართო მისწრაფებას ემყარება, კერძოდ რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობას, რაც მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. თუ ის უკრაინაში არ შეჩერდება, მისი აგრესია მხოლოდ იქ არ დასრულდება.

    მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს – მათ ნამდვილად გამოავლინეს უდიდესი სიმამაცე. ისინი არ იბრძვიან მხოლოდ თავიანთი მიწისთვის, ისინი იბრძვიან მათი თანამემამულეების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვისაც.

    მათი წინააღმდეგობა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის: ავტორიტარიზმს არ შეუძლია და ვერ გაიმარჯვებს თავისუფლებაზე.

    ამის შესახებ, განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან, მარკ ვისმა.

  • TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯაოშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა

    სასამართლომ “ტვ პირველის” ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.

    ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

    ლაშა ჯიოშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის აქციის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი დააკავეს. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას 10-მდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანი აკავებს, ძალით სვამს მანქანაში და მიჰყავს. “რაღაცას მიდებენ ჯიბეში”,- ამბობს ლაშა ჯიოშვილი დაკავებისას.

     

  • ვერც გარე ძალებმა, ვერც შიდა მტრებმა ვერ უნდა გაატარონ საქართველოში „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა! – ოქრიაშვილი

    „ყველა, ვისაც პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ბედი გვაინტერესებს, ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ იცვლება მსოფლიო წესრიგი. შეიძლება ითქვას, ძველი წესრიგი აღარ მუშაობს და ჯერჯერობით, ახალი წესრიგიც არ ჩანს.

    მთელი მსოფლიო იმედით ელოდებოდა ტრამპის ინაუგურაციას, მისმა მოქმედებებმა კი, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში, პასუხებზე მეტი კითხვები გააჩინა. ბევრს მოსწონს ტრამპის ქმედებები, ბევრს კი მიაჩნია, რომ მან დემოკრატიას და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს, ევროპასა და უკრაინას უღალატა. რეალურად რა ხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მრავალი ფაქტორის გამო, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. ეს საკითხი უფრო კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ყველა სახელმწიფო პირველ ადგილზე თავისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აყენებს და მერე მოკავშირეებისას. ხოლო თუ მოკავშირეების ინტერესების გატარება ან ძვირი ჯდება, ან მცირედ წინააღმდეგობაში მაინც მოდის საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან, ეს მოკავშირეები აღარ აინტერესებთ.

    ჩვენ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მშვიდად უნდა ვადევნოთ თვალი ამ მოცემულობას. ქართველი ხალხი ერთსულოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით – ეს არის ევროპული მომავალი, რაც კონსტიტუციითაც დაცულია. ძალიან კარგია, როცა ერში ამხელა ერთსულოვნება არსებობს ამ კონკრეტულ საკითხზე.

    მომავალში, როცა საქართველოში აღსდგება ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, ყველა აქტორი უნდა შეთანხმდეს, რომ შეასრულებს ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას საგარეო კურსთან დაკავშირებით. რადგან ხალხი ასეთი ერთიანია, შესაბამისად, პოლიტიკური სპექტრიც ერთიანი უნდა იყოს არამარტო სტრატეგიაში, არამედ მისკენ მიმავალ ტაქტიკურ ნაბიჯებშიც კი.

    აქედან გამომდინარე, ვერც გარე ძალებმა, ვერც შიდა მტრებმა, ახლო მეზობლებმა და დიდმა სახელმწიფოებმა ვერ უნდა გაატარონ ჩვენს მიმართ „გათიშე და იბატონე“-ს პოლიტიკა. ვერავინ ვერ უნდა მოიპოვოს ქართველის ხელით გავლენა საქართველოზე, როგორც ეს ახლა ხდება, „ოცნების“ ხელით, რუსეთის მიერ.

    მშვიდად, ემოციების გარეშე დავაკვირდეთ ყველა პროცესს. შეუძლებელია, ამ მსოფლიო არეულობიდან გამოსავალი უკეთესობისკენ არ შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ამ უკეთესობისკენ მიმართულ პროცესში მოხვდეს!“

    აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი.

  • კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის! – 24 თებერვალს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები კიევს ეწვევიან

    24 თებერვალს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი  კიევს ეწვევიან. წერს ამის შეასხებ, ანტონიო კოსტა X-ზე.

    “ორშაბათს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავია. გადავწყვიტე ამ დღეს ჩავიდე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ”, – წერს კოსტა.