Blog

  • ხვალ დილით გურიაში გადის ჯგუფი, საკვებს ოჯახებამდე მიიტანენ დრონების დახმარებით – ნანუკა ჟორჟოლიანი

    ხვალ დილით გურიაში გადის დრონების ჯგუფი. ეს არის სპეციალური დრონები, რომლითაც 6-8 კილოს გადატანაა შესაძლებელი.
    იყიდიან საკვებს და ოჯახებამდე მიიტანენ დრონების დახმარებით.
    ასევე, აქვთ თერმული კამერები. რაც ნიშნავს იმას რომ ხმიანი კამერებით ავალთ მაღალმთიან სოფლებში , სადაც ადამიანები ვერ მიდიან.

    წერს ამის შესახებ,ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

  • სამაშველო სამუშაოებში, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

    სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.
    მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.

    ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.

    საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.

    საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!” – ხაზარაძე

    “დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს. გვყავს მსხვერპლი! ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან! დღეს რა ხდება?! – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია! დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ! ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი რუსული ხელისუფლება!”.

    წერს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

    შეიქმნა “ძლიერი საქართველოს” საგანგებო შტაბი, რომელიც იმუშავებს 24/7-ზე გურულების დასახმარებლად. ცხელი ხაზი: 551 787 777, 599 938 484, 577 503 009

  • 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც სტიქიას აწერდნენ.. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს- მდინარაძე

    “ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე – ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც  აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ. “

    ამბობს დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრისას მამუკა  მდინარაძე. 

  • ქობულეთში გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს – “აჭარა თაიმსი”

    “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.

    ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ კაცი, სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

  • “სახელმწიფოს რეაგირება არ ხდება… გვყავს ძლიერი საზოგადოება და არ გვაქვს სახელმწიფო” – ზურაბიშვილი

    “სახელმწიფოს რეაგირება არ ხდება… გვყავს ძლიერი საზოგადოება და არ გვაქვს სახელმწიფო” – ზურაბიშვილი

    “დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში. გურიაში და არამხოლოდ გურიაში, აჭარაში. მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ, ისე რომ სახელმწიფოს რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები არიან ჩაფლული თოვლში. იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ხანშიშესული ადამიანი. როგორც ცნობილია, ჩვენს სოფლებში უფრო მეტი ხანშიშესული ადამიანი ცხოვრობს. იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი, ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო”.

    განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში დიდთოვლობი გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

  • გურიაში, ნატანებში ქალი გარდაიცვალა. დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება – ადგილობრივი მედია

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა.ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია “გურიის მოამბე” ავრცელებს.

    მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

    მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სავარუდოდ დიაბეტი გახდა, მძიმე მდგომარეობასი მყოფ ადამიანთან სასწრაფომ ან მისვლა ვერ მოახერხა ანაც უსუქობის გამო ქალბატონმა ტელეფონი ვერ დამუხტა და სესაბამისად სასწრაფოც ვერ გამოიძახა.

  • დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

    დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

    ”დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • გურიასა და აჭარაში სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ჯგუფებია ჩასული – ენერგო-პრო-ჯორჯია

    გურიასა და აჭარაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ-ინფორმაციას ენერგო-პრო-ჯორჯია ავრცელებს. დამატებითი ჯგუფები ჩასულია: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

    “ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

    თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება”. – ნათქვამია განცხადებაში.