Blog

  • მერის თვალწინ ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენეს, ერთმა ხელი მკრა ჩაგახრჩობ თოვლშიო და მაგინა – მოქალაქე ვანიდან

    “ვანის მულიციპატიტეს სოფ ტყელვანში, ჩაკეტილები არიან, 88 წლის მოხუცი 32 წლის შშმ პირი და 60 წლის ონკო პაციენტი, ვანის მთავრობამ მომაყენა შეურაცყოფა და გადამამისამათეს სააკაშვილთან” – წერს ამის შესახებ,  მოქალაქე ნაზი ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში.

    ”ვანის მულიციპატიტეს სოფ ტყელვანში, ჩაკეტილები არიან, 88 წლის მოხუცი 32 წლის შშმ პირი და 60 წლის ონკო პაციენტი, ვანის მთავრობამ მომაყენა შეურაცყოფა და გადამამისამათეს სააკაშვილთან.[…] ჩამონათვალში, ჩემიდედა და და დისშვილია. დროებით ავიყვანე და ჩავრჩით
    ისევ ვანის გამგეობის წინ ვცხოვრობთ. სამი დღეა ვეხვეწები, სოფლამდე 3 კმ დღეს ხმას ავუწიე და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენეს მერის თვალწინ, ერთის სახელი და გვარი ვიცი მარტო, ნერვიულობისან ვეღარ გავარჩიე 20 კაცი წამომესია. ერთმა ხელი მკრა ჩაგახრჩობ თოვლშიო და მაგინა”- წერს მოქალაქე ნაზი ჩახუნაშვილი.

  • ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი „ვივა მედიდან“ გაწერილია, მაგრამ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს

    „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, ექიმების მიერ გაწერილია, ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს.

    „მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, „ვივა მედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, – აღნიშნა ქათამაძემ.

  • 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

    “28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.

    დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.

    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)”,- წერია განცხადებაში.

  • კობახიძე ამბობს, რომ გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია

    კობახიძე ამბობს, რომ გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია

    გურიაში, მთლიანობაში, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია. ყველა დასახლებულ პუნქტთან კომუნიკაცია მყარდება. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც გუშინდელი დღიდან კომუნიკაცია შეიზღუდა და იქ მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ […]

    10 000-მდე აბონენტია დარჩენილი, ვისაც ელექტროენერგია დღემდე არ აქვს. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად წარიმართება […] სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

    თქვა ირაკლი კობახიძემ.

  • “დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია” – “ენერგო-პრო ჯორჯია”

    დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია –  ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

    “დასავლეთ საქართველოში “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიის პიკზე, გურიის მაშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30 %-ს, ამ დროისთვის კი ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 %.

    მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადებიც.

    აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.

    ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდისა და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება

    აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთისა და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია”. – წერია კომპანიის განცხადებაში.

  • მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! მიენიჭოთ ღირსების ორდენი – ზურაბიშვილი

    მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! მიენიჭოთ ღირსების ორდენი – ზურაბიშვილი

    “მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არა უშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალიან მალე მოვა!

    პს. ზოგი “ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხდა . ბუდუ, მის ოჯახს მადლობა რომ სპორტის და სპორტსმენების სახესა და ღირსებას გვინარჩუნებთ!”

    აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში – კობახიძე

    გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში – კობახიძე

    „არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. იმედი გვაქვს, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია გერმანიასთან გვექნება მაქსიმალური მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში. იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს. მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“,

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • აჭარაში პრობლემები ძირითადად მოგვარდა, გურიაში გრძელდება ინტენსიური სამუშაოები – კობახიძე

    აჭარაში პრობლემები ძირითადად მოგვარდა, გურიაში გრძელდება ინტენსიური სამუშაოები – კობახიძე

    აჭარაში პრობლემების ძირითადი ნაწილი არსებითად მოგვარებულია. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს არ მიეწოდება ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა, უნდა ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული მდგომარეობით და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.

    თქვა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე.

  • ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა, აღარ შემომთავაზოთ სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა – თემურ ქათამაძე

    მივესალმები სულით, გულით და დიდი სიყვარულით ყველა იმ თანამებრძოლს, რომელიც 3 თვის განმავლობაში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში ყოველდღე სამშობლოს სადარაჯოზე დგას. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ყველა თქვენგანით.

    30 წლის წინ პირველად საქართველოში ჩამოვედი, ვისწავლე ისტორია და გავიცანი ეროვნული გმირები. მანამდე მე ვიცნობდი გმირად მხოლოდ, ჩვენი ანუ “ჩვენებურების” ბელადს ახმედ მელაშვილს, რომელმაც თავი შესწირა 1981 წელს ქართველების-სამშობლოსთვის.

    თუმცა შემდეგ კი გავიგე, რომ ქართველ ერს უამრავი გმირი, ეროვნული გმირი ჰყოლია. ამჟამად შემიძლია მათგან მხოლოდ შემდეგების სახელი-გვარები დავასახელო: 9 ძმა ხერხეულიძე, მიხა ხელაშილი, მარო მაყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ხასან თხილაიშვილი, გულო აღაკაიკაციშვილი, იუსუფ ქათამაძე, ლომან ეფენდი, ქარცივა ხასანეფენდისურმანიძე, ასლანბეგ აბაშიძე, მემედ აბაშიძე, გიორგი მაზნიაშილი, ალისულთან ზოვაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, სერგი მესხი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, 9 აპრილის გმირები, აფხაზეთის ომის გმირები, ცხინვალის ომის გმირები, შინდისის გმირები და სხვები. როცა საჭირო გამხდარა სამშობლოს გადარჩენისთვის ამ ადამიანებს თავშეწირვით, თუ სხვა ფორმით თავისი მოვალეობა შეუსრულებიათ.

    ჩემს თანამებრძოლებში, ე.ი. ყველა თქვენგანში, დღეს, მე ვხედავ ზუსტად ზემოთ აღნიშნული ეროვნული გმირების გულწრფელ პატრიოტულ სულისკვეთებას. ამ ფაქტიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს თქვენ ხართ დიადი ქართველი ერის ნამდვილი თანამედროვე, თავისუფალი, ცივილიზებული, დემოკრატიული, პატრიოტი, საამაყო მამულიშვილები. ასევე, თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს სამი თვის ბრწყინვალე ბრძოლით ქართველი ერის ნათელი და მებრძოლი სახე. ყველა თქვენგანს სულით, გულით და დიდი პატივით გაფასებთ. ყველანი უზომოდ მიყვარხართ, ყველას გეხუტუნებით, უფროსებს ხელებზე, უმცროსებს თვალებზე გკოცნით.

    ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა. დღეს სამშობლოს გადარჩენისთვის მიმდინარე პროტესტში ჩემი ბრძოლის ფორმით, პირადი წვლილის შეტანის დიდი სურვილი მაქვს. ამჟამად ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობა არის. გთხოვთ, პატივი ეცით ჩემს პატრიოტულ, გულწრფელ ნებისყოფას და სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა შემდეგში აღარ შემომთავაზოთ. … მსგავსი რამ თქვენ რომ შემოგთავაზონ, მე დარწმუნებული ვარ, თქვენი პასუხი იგივე იქნება. ჩვენი საერთო მუხტის და გამძლეობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივობისთვის, ყველა სინდისის პატიმრის აქ, ციხეში ბრძოლის გაგრძელება და თქვენი რუსთაველის გამზირზე და სხვა ქალაქებში ბრძოლის გაგრძელება, ჩვენი გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადარჩენისთვის. წმინდა ბრძოლა ერთად უფრო ძლიერი არის.

    მინდა იცოდეს ქართველმა საზოგადოებამ, რომ:

    ჩვენ ვართ საქართველო, უფალი ჩვენთან არის, მე მჯერა გამარჯვების!

    “ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

    “სოლიდარობა სამშობლოს ყველა თანამებრძოლს და სინდისის ყველა პატიმარს!”

    “ცეცხლი ოლიგარქიას და ჯოჯოხეთი ივანიშვილს!”

    “საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: არასდროს, არასდროს არ დანებდე!”

    “ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ!”

    მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, მინდა რომ თქვენც ჩემსავით იყოთ… ძალა ერთობაშია!

    21.02.2025 მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი.

    “ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან წერილს ავრცელებს.

    თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დავას საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით.

  • ”იმისთვის ვარ, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია დაგავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე” – რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია

    ”იმისთვის ვარ, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია დაგავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე” – რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია

    ”იმისთვის ვარ, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია დაგავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე” – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია.

    დღეს, 26 თებერვალს, იუნევიჩიენემ შეხვედრა გამართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ასევე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

    “ჩვენ, ევროპარლამენტმა, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. რეზოლუცია იყო ძალიან ძლიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას მხარი 400-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი არ ფიქრობს ასე. ჩვენ აღმასრულებელ ორგანოებს წარვუდგინეთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღმასრულებელი ორგანოები იმოქმედებენ სწრაფად, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, მხოლოდ საქართველო არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ჩვენი უსაფრთოხებისთვის და თავდაცვის უნარიანობისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვარ აქ იმისთვის, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია და გავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა დაეხმარონ საქართველოს დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

    რაც შეეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, ისინი მხოლოდ საქართველოს საკითხს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის, უკრაინის საკითხსაც. ჩვენ რეზოლუციაში ვახსენეთ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ უნდა წავახალისოთ 27-დან 25 სახელმწიფო, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს ეროვნულ დონეზე და აჩვენონ ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმს, რადგან მათი ქმედებები არ არის შესაბამისობაში არცერთ ევროპულ ღირებულებასთან”. – ამბობს ევროპარლამენტარი TV პირველთან [ტელევიზიის თარგმანი].