Category: ახალი ამბები

  • ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

    ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

    პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო.

    ”ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა”, – წერია განცხადებაში.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს. ის პეტროვსკის მიმართულებაზე იბრძოდა.

    “ჩემი ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა”, – წერს ის.

    ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. მებრძოლი 67-ე ბრიგადის რიგებში ირიცხებოდა. ბონდო გაგნიძე 69-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.

  • ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე – ზაქარეიშვილი

    „თუ ჩვენ კვლევების შემდეგ გვებადება კითხვები, რამდენად სწორად ასახავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულობას, იგივე კითხვები უნდა გვებადებოდეს სხვა პარტიებზეც, რომლებიც კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს ლახავს. თუ ყველა პარტიის მიმართ ვიქნებით ობიექტურები და კრიტიკულები, „ქართული ოცნების“ რეიტინგში ცდომილებას დავუშვებთ, უარყოფით ან დადებით კონტექსტში, ასეთივე ცდომილება უნდა დავუშვათ სხვა პარტიების მიმართაც. ასეთი ობიექტურობა იძლევა საშუალებას, ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფრით იღებს იმ რაოდენობას, რაც დღეს აქვს პარლამენტში, თუ ტოტალურად არ გააყალბა. 4-5%-ით გაყალბება, რაც ბოლო არჩევნებზე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ , (ადგილობრივ არჩევნებზე ქუთაისში წააგო მკაფიოდ, მაგრამ მაინც მიაყარა ხმები), 50-50-ზე ჯდება ხელისუფლება-ოპოზიციის ხმები, ხელისუფლებისთვის 50% არ არის სუფთა, მას აუცილებლად „წაყრილი“ აქვს რაღაც ხმები. „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე და ტოტალური გაყალბება აუცილებლად იყვირებს.

    „ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა და ეს 60% შეიძლება ერთიანი ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდეს. დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, შიგნით პარლამენტში ვერ ერთ ოპოზიციურ პარტიას ვერ ექნება იმხელა უმრავლესობა, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, ბიუჯეტი მიიღოს, კანონები მიიღოს, ამიტომ ყველა ოპოზიციური სუბიექტი უნდა გაერთიანდეს, რათა აჯობოს „ქართულ ოცნებას“. ამის შანსი მაღალია, თუ, რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ არ განახორციელა ძალიან სერიოზული გაყალბება, ეს კი არ გამოუვა, თუ ამომრჩეველი მაქსიმალურად მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას,“

    განაცხადა ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

     

  • ავსტრალიის სანაპიროსთან 1969 წელს ჩაძირული გემი იპოვეს, რომელზეც 21 ადამიანი დაიღუპა

    ავსტრალიის სანაპიროსთან  55 წლის წინ ჩაძირული გემი, MV Noongah-ი იპოვეს, რომელზეც 21 ადამიანი დაიღუპა.

    71 მეტრი სიგრძის გემი, 1969 წელს, ნიუ საუს ველსის სანაპიროსთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ეკიპაჟის 26 წევრიდან, მაშველებმა 5 ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს თუმცა გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

    MV Noongah-ი სამძებრო სამუშაოები, ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციად ითვლება.

    გემის ჩაძირვის ადგილი, ავსტრალიურმა სამეცნიერო სააგენტომ, ზღვის ფსკერის მაღალი რეზოლუციის რუკებისა და ვიდეო კადრების გამოყენებით ოფიციალურად დაადასტურა.

  • რუსეთში ავტომობილი მატარებელს შეეჯახა და რელსებიდან გადააგდო – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    რუსეთში, ვოლგოგრადის რეგიონში “კამაზის ” მარკის სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა და რელსებიდან გადააგდო.

    რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი. სულ მცირე 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ჰოსპიტალიზირებულია, 140-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო

    მატარებელში 812 მგზავრი იმყოფებოდა.

    სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

  • ხვალ თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

    30 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.

    კომპანია თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზაქარაიას, ჟღენტის, კამალოვის, დობროლუბოვის, კოდალოს, ზედაუბნის, მაღაროს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, მესხიშვილის, კახიანის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ენისელის და მიტინგის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი  დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლება, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ქოშიგორის, უდაბნოს, მონასტრის, კვაჭაძის, ჯაფარიძის, დიღმის ქედის, თამაზ ძიძიგურის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), დავით კვაჭანტირაძის, შანდორ პეტეფის, ალექსანდრე წულუკიძის, ნიკო მუსხელიშვილის, დავითაიას, ემზარ სულაქველიძის, თეოფანე დავითაიას,  ალუბლების, ვალერი უტიაშვილის და შალვა მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

  • მათივე შიდა კვლევებით, ოცნების მხარდაჭერა 30%-მდეც არ ადის – ანა ბუჩუკური

    დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ თავად ოცნების შიდა კვლევებით, ოცნებას აქვს ისტორიულ მინიმუმზე მხარდაჭერა, ვარდნაშია. მას აღარ აქვს რესურსი, რომ მხარდაჭერა გაიზარდოს. მისი მხარდაჭერა 30%-მდეც არ ადის.

    ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორ რეჟიმშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთ რეჟიმში კვლევებზე რთულია ხოლმე, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს ხოლმე რეალური პასუხის დაფიქსირება.

    თქვა საქართველოსთვის წევრმა ანა ბუჩუკურმა Edison Research-ის ჩატარებულ კვლევაზე.

  • Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიცია უნდა  ზეიმობდეს – მეგრელიშვილი

    „Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში.[…] იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული კვლევები გამოიყენება არა სოციოლოგიური მიზნებით, არამედ პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის, გაკვირვებული ვართ, რომ პირველად ისტორიაში, ჩვენმა კონკურენტმა პარტიამ საარჩევნო ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი დაგვიწერა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალბათ ჩვენ ბევრად კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რისი დამალვაც შეუძლებელია და ეს მათ შორის არჩევნებზეც გამოჩნდება.

    მე ამ კვლევებს არ დავეყრდნობოდი, რადგან კომენტარები, რითაც კვლევის პრეზენტირება მოხდა, მიუთითებს, თუ რამდენად არასიმპათიური ვართ ხალხისთვის, ვინც ეს კვლევა ჩაატარა. აქედან გამომდინარე, სექტემბერში ანალოგიურ კვლევაში ჩვენ შეიძლება 2% გვეწეროს.

    ამიტომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ კვლევებს, რადგან ის აბსოლუტურად დისკრედიტირებულია”,

    ასე ეხმაურება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პარტია “გირჩის” დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი.

  • მზად უნდა ვიყოთ, გამარჯვება ვიზეიმოთ – სხვა შედეგი არ მიიღება – სააკაშვილი

    მზად უნდა ვიყოთ, გამარჯვება ვიზეიმოთ – სხვა შედეგი არ მიიღება – სააკაშვილი

    გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს – ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. […] მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული და ამ კაცის ბუტკაში ვერ შეეტევა.

    ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი ერთად, ასობით ათასი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად, მანამ სანამ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები.

    ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ, მაგრამ გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლით, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვექნება. ვიქნებით მანამ, სანამ თქვენ არ აღიარებთ თქვენს დამარცხებას. არც ერთი სხვა შედეგი ამ არჩევნებზე არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. […]

    თქვა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

  • მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს

    მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს

    სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო.

    ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.