Category: ახალი ამბები

  • დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, წამზომი ჩართულია  – ოქრიაშვილი “ოცნებას”

    დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, წამზომი ჩართულია – ოქრიაშვილი “ოცნებას”

    გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research? ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა.

    ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს ქართულ ოცნებას.

    დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, “ოცნების“ მთელ “ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.
    ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, – თქვენი წამზომი ჩართულია!

    აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი Edison Research-ის ჩატარებულ კვლევაზე,რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება

  • მოგიგიათ არჩევნები და ეგაა – კახა კალაძე Edison Research-ის კვლევაზე

    მოგიგიათ არჩევნები და ეგაა – კახა კალაძე Edison Research-ის კვლევაზე

    მოგიგიათ არჩევნები და ეგაა, რატო სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა.

    უთხრა დედაქალაქის მერმა,  კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას Edison Research-ის კვლევაზე ჰკითხა.

  • 5 რუსულ ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო, დაზიანდა ელექტროსადგური – რუსეთი

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 29 ივლისის ღამით 5 რუსულ ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო.  მათი თქმით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კი 39 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

    ვორონეჟის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დრონის ვარდნის შედეგად გაზოპროვოდის დასახლებაში “კომუნალური ინფრასტრუქტურის” შემადგენელი ობიექტი დაზიანდა. არავინ დაშავებულა.

    ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის თქმით, 29 ივლისის ღამით გლაზუნოვსკის რაიონში 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. მისი თქმით, დრონების ნაწილების დაცემისას ადგილობრივი ელექტროსადგური დაზიანდა.

  • ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

    ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.  შემთხვევა გამთენიისას მოხდა.  ადგილზე სასწრაფოს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • როგორც ყარაბაღში და ლიბიაში შევედით, შეიძლება ისრაელსაც იმავენაირად მოვექცეთ! – ერდოღანი

    “ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ისრაელმა პალესტინას ასეთი რაღაცები ვერ გაუკეთოს.[…] ისევე, როგორც ყარაბაღში შევედით, ისევე, როგორც ლიბიაში შევედით, ჩვენ შეიძლება, მათაც [ისრაელს] იმავენაირად მოვექცეთ. არაფერია, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ”.

    განაცხადა  ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 28 ივლისს სიტყვით გამოსვლისას.

  • რეკორდული სიცხე-2024 წლის ივლისმა ტემპერატურის ისტორიული რეკორდი მოხსნა

    2024-მა წელმა  თავისი ზენიტი ახლახანს გადალახა, და  ადგილი ინდუსტრიული ეპოქის კლიმატური კატაკლიზმების ისტორიაში უკვე გარანტირებულად მოიპოვა. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში სამი ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა თანამედროვე ისტორიაში და გასული 13 თვიდან თითოეულმა, გამონაკლისის გარეშე, მოხსნა ტემპერატურის ისტორიული რეკორდები.

    ხალხი ექსტრემალური სიცხისგან იღუპება, გაერო საუბრობს ახალ „ეპიდემიაზე“ პლანეტარული მასშტაბით და მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ 2024 წელი ბოლო ცხრას ბედს გაიზიარებს, რომლებიც ყველაზე ცხელი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში, თანაც სერიოზული სხვაობით.

    ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა დაჩქარდა, მიუხედავად იმისა, რომ  ელ-ნინიოს, ფენომენს, რომელიცწყნარი ოკეანის ზედაპირს  ათბობს,  ლა ნინია ცვლის –  საპირისპირო ფენომენი, რომელიც დროებით ამცირებს გლობალურ ტემპერატურას.

    მსოფლიო საზოგადოება როგორც არასდროს,  გაყოფილია, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის და აშშ-ჩინეთის დაპირისპირების გამო, მაგრამ კლიმატის კრიზისი კაცობრიობის საერთო პრობლემაა– ყველას შეახსენა ამ კვირაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

    ”დედამიწა თბება, რაც სიცოცხლეს უფრო სახიფათო ხდის ყველასთვის, ყველგან,” – თქვა მან და მოუწოდა ყველა ქვეყანას განავითარონ პროგრამები ექსტრემალური სიცხის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    მან სიცხეს ახალი „ეპიდემია“ უწოდა და თქვა, რომ მან უკვე რამდენიმე მილიარდი ადამიანი დააზარალა. ტემპერატურა ზოგჯერ ადის 50°C-მდე, რაც ნოტიო კლიმატში ადამიანის სიცოცხლესთან შეუთავსებელ პირობებს ქმნის.

    სიცხე გავლენას ახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მსოფლიოში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი, ანუ თითქმის 2,5 მილიარდი ადამიანი განიცდის ექსტრემალურ ტემპერატურას. როგორც კი თერმომეტრი 34°C-ზე მაღლა იწევს, შრომის პროდუქტიულობა ნახევრდება, გამოთვალეს მეცნიერებმა.

    ტემპერატურასთან ერთად იზრდება ეკონომიკური ზიანი. გაერო 2030 წლისთვის მას 2,4 ტრილიონ დოლარად აფასებს. 1990-იან წლებში ის 10-ჯერ ნაკლები იყო.

    რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?

    გაერო-ს შეფასებით, სიცხე ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ადამიანს კლავს – 30-ჯერ მეტს, ვიდრე ტროპიკებში დამანგრეველი ქარიშხლები.

    „გასაგებია, რომ ზაფხულში სიცხე ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. მაგრამ ექსტრემალური სიცხე სულ უფრო ხშირი, დიდი და ხანგრძლივია. ის ძირს უთხრის ეკონომიკას, აჩერებს პროგრესს, აძლიერებს უთანასწორობას და კლავს ადამიანებს“, – თქვა გუტერესმა.

    მაგრამ ყველა არ არის თანასწორი სიცხის წინაშე.

    რისკის ქვეშ არიან მოხუცები, ორსული ქალები და ღარიბები. თანამედროვე საზოგადოებაში ჩვეულებრივია მათი მხარდაჭერა საერთო ხარჯებით და ახლა ეს ხარჯი გაიზრდება, რადგან გამოჩნდა სხვა ხარჯების პუნქტი – კლიმატის ცვლილება.

    გლობალური დათბობა  ყველა სტატისტიკის მიხედვით დაჩქარებულია. ყოველი გასული ბოლო 13 თვე უფრო თბილია, ვიდრე ნებისმიერი შესაბამისი რეკორდული თვე კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამას  აჩვენებს ტემპერატურის რამდენიმე მონაცემთა ბაზა, მათ შორის NASA და ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცენტრი.

    გარდა ამისა, ზედიზედ ბოლო 12 თვის განმავლობაში, პლანეტაზე ტემპერატურამ 1,5°C-ით მეტი გადააჭარბა 1850-1900 წლების წინაინდუსტრიულ დონეს. ბარიერი პირობითია, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რისი შენარჩუნებაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ სცადა, როდესაც 2015 წელს ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ეს აქამდე არასდროს მომხდარა

    ისტორიული გადმოსახედიდან, პლანეტას მსგავსი არაფერი განუცდია ასობით ათასი წლის განმავლობაში.

    მაგალითად, ავიღოთ ეს ივლისი,

    2024 წლის 21 ივლისს დედამიწის ზედაპირზე საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ ახალი რეკორდი დაამყარა. ზუსტად ერთი დღე გაგრძელდა და 22 ივლისს დაეცა – პლანეტა 17,16°C-მდე გათბო. მეორე დღე, 23 ივლისი, კვლავ უფრო თბილი იყო, ვიდრე წინა რეკორდი 17,08°C, რომელიც მხოლოდ ერთი წლის წინ, 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირდა.

    „განსაკუთრებით შთაბეჭდილება მოახდინა ბოლო 13 თვის ტემპერატურამ – დაძლია  ყველა წინა რეკორდი“, – თქვა კოპერნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა კარლო ბუონტემპომ. „ჩვენ შევედით აუთვისებელ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სიურპრიზები აუცილებლად გველოდება უახლოეს თვეებსა და წლებში.

    კაცობრიობის ისტორიაში საშუალო დღიური ტემპერატურის ბოლო ათი რეკორდი დაფიქსირდა ბოლო ათი წლის განმავლობაში – 2015 წლიდან 2024 წლამდე. ახალი რეკორდები უბრალოდ გარდაუვალია.

    მაშინაც კი, თუ ივლისი და მომდევნო თვეები შარშანდელთან შედარებით უფრო გრილი აღმოჩნდება, მთლიანობაში 2024 წელს აქვს 95%-იანი შანსი გახდეს ყველაზე ცხელი წელი ისტორიაში, პროგნოზირებს წამყვანი კლიმატური გამოცემა Carbon Brief წლის პირველი ნახევრის ტენდენციების ანალიზში.

    როგორც მკვლევარები გვაფრთხილებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ივლისში ტემპერატურული რეკორდების საგანგაშო სერია ერთ კვირაზე მეტხანს არ გაგრძელდა, არ უნდა დაგვამშვიდოს. მაშინაც კი, თუ მიმდინარე თვემ ჯამურად ვერ  დაამარცხა 2023 წლის ივლისის მაღალი მაჩვენებელი, ის მაინც იქნება 0,2°C-ით უფრო თბილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ივლისი ისტორიის განმავლობაში.

  • “მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვაზე, არ გავჩუმდები!” – ჰარისმა ნეთანიაჰუს შეხვედრაზე მოუწოდა მიიღოს ზავის პირობები

    “პრემიერ-მინისტრს მოვუწოდე, რომ სწრაფად დაამტკიცოს შეთანხმების პირობები, რათა რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად შეწყდეს ცეცხლი. სწრაფად დავაბრუნოთ მძევლები სახლში და სწრაფად მივაწოდეთ ეს ოდენ საჭირო დახმარება პალესტინელ ხალხს.[…] ისრაელის აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღასრულებს ამ უფლებას. მე მაქვს შფოთვა სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული მასშტაბურ ზიანთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან ბევრი უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლთან. ჩვენ ვერ მივცემთ თავს გაჩუმების უფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვაზე, მე არ გავჩუმდები.”

    ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, ისრაელის პრემიერთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია.

    ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  ციხელაშვილის გათავისუფლება მხოლოდ როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. მანამდე იგი, 2016 წლიდან 2020 წლამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პოსტს იკავებდა.

  • მოსამართლემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვა

    პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა,  ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა.

    შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება – სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.

    დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.