Category: ახალი ამბები

  • აშშ–ს კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფი სახელმწიფო მდივნისგან ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვს

    აშშ–ს წარმომადგენლობითი პალატის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The hill აქვეყნებს.

    ჰელსინკის კომისიის ლიდერების ორპარტიულმა შემადგენლობამ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა სანქციები დაუწესოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კრიტიკოსები საქართველოს ევროპისგან დაშორებაში და ავტორიტარული მმართველობის გაღრმავებაში ადანაშაულებენ.

    სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილში დამოუკიდებელი კომიის წევრებმა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიდან, მოუწოდეს მას ფინანსური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რათა “აღმოფხვრან საქართველოში კორუფციის მთავარი კვანძები და დამღუპველი გავლვენა ქვეყანაში.“

    წერილის მთავარი ხელმომწერები არიან რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი, კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ტენესის შტატიდან სტივ კოენი, ასევე კომისიონერები რიჩარდ ჰადსონი– რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინიდან და დემოკრატი მარკ ვეისი ტეხასდან.

    გამოცემა The hill წერს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, მართალია ოფიციალურად ხელისუფლებაში სულ 1 წელი იყო, მაგრამ ითვლება, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიის პლატფორმაზე. მისი ქონება 7 მილიარდ დოლარს აღწევს. მან ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მეტალურგიის და საბანკო ბიზნესებით დააგროვა. ამბობენ, რომ მან რუსული აქტივები საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებამდე გაყიდა, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ჯგუფი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთთან მისი კავშირები კვლაავ გრძელდება, მისი პარტია, ქართული ოცნება კი კრიტიკის სამიზნე ხდება კრემლთან მეგობრული კავშირების გამო, რაც აზიანებს ევროპასთან კავშირებს.

    გამოცემა იხსენებს ივანიშვილის აპრილის საჯარო გამოსვლას, რომელშიც მან დასავლური გლობალური ომის პარტია საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.“ ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები აწარმოებენ. ისინი აკრიტიკებენ ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებსაც თითქოსდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა უნდათ უკრაინის მხარდასაჭერად.“

    გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ორპარტიული წერილი იმ ფონზე გამოჩნდა, როცა კონგრესში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრაინ დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს უსაფრთხოებას და არღვევენ ადამიანის უფლებებს.

    კანონპროექტს ქვია “მეგობარი აქტი“ და ის უკე მიიღო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამ თვის დასაწყისში ორპარტიული მხარდაჭერით. თუმცა, გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატას არდადეგები დაეწყო, რის გამოც ნებისმიერი საკანონმდებლო საქმიანობა გაყინულია. ის მუშაობას სექტემბერში განაახლებს.

    “ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები მნიშვნელოვანწილად შეავსებს ჩვენს კანონპროექტს, მობილიზაციას გაუკეთებს და გააფართოებს საქართველოს შესაძლებლობებს ანგარიშვალდებულების, გამძლეობის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. “– წერენ კანონმდებლები სანქციებთან დაკავშირებით.

    “ეს კანონმდებლობა გაამყარებს დემოკრატიულ პრაქტიკას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში, ასევე დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობას.“–თვლიან ამერიკელი კანონმდებლები.

    The hill ასეევ იხსენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო სანქციების გამოყენება ზოგიერით ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ მაისში, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. “საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის  ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ჩახშობას და კრიმინალიზაციას ემსახურება“

    უცხოური გავლენის კანონის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ის პირდაპირ ასახავს 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონმდებლობას, რომელმაც გაანადგურა თავისუფალი პრესა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია. კანონის კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მისი განხორციელება, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საშუალებას მისცემს ხელისუფლებას გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნების წინ.

    ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა უფლებამოსილება დაწესდეს სავიზო შეზღუდვები საქართველოში იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც მიიჩნევა, რომ „პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.

    თუმცა, დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა თქვა, რომ „ადგილზე მომხდარი მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ მეტი ქმედებაა საჭირო საქართველოს ხალხის დასაცავად“.

    „ნათელი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი აგენტები ანტიდასავლური ელემენტებით  საქართველოში თავისუფლად ვერ იმოქმედებენ  ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ვერ შეუტევენ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს “ – წერენ დეპუტატები.

    კანონმდებლებმა ასევე მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას, გაანადგუროს “თაღლითური” ქოლ-ცენტრები მთელს მსოფლიოში, რომლებიც, მათი თქმით, არის “ბნელი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების ფართო და მავნე მფარველობის სისტემას…”

    „ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, განახორციელოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელებისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები. “ –წერენ კანონმდებლები.

  • არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის – პაპუაშვილი

    არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის – პაპუაშვილი

    “ალბათ, იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირების, იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი და ა.შ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ა.შ.

    […] არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის, არ ვიცი საიდან ასკვნით ამას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ ურთიერთობას, ისე, რა თქმა უნდა, გამოხატვას ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას იმ პროცესების მიმართ, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს იგივე ინაუგურაციის სახით.

    […] ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება თუ როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში. […] საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით”.

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

    ფშაველი-აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ორი მგზავრი.

    ისინი ამ წუთებში მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

    თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

  • ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

    ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა. შესაბამის ინფორმაციას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე x-ზე ავრცელებს, და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა, ზუსტი მიზეზი უცნობია.

    ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.

  • ორგანიზაციების რეგისტრაცია 1-ლი აგვისტოდან დაიწყება – რატი ბრეგაძე რუსულ კანონზე

    “რაც შეეხება ამოქმედებას, ყველა ეს ვადა მითითებულია კანონში, მგონი თქვენ ეს კარგად იცით. პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის.[…] თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე კანონშია გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”

    ასე უპასუხა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ,  ფორმულას ჟურნალისტს, რომლის დასმულ შეკითხვამაც, მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია. ჟურნალისტმა კითხვის დასმისას, ტერმინი “აგენტების კანონი” გამოიყენა. ბრეგაძემ ჟურნალისტი “საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში” დაადანაშაულა და უთხრა, რომ სანამ კანონის სახელს “სწორად” არ იტყოდა, იქამდე შეკითხვაზე პასუხს არ გასცემდა.

  • თანადგომა უნდა იქნეს გამოხატული! – პაპუაშვილი ირანში კობახიძის ვიზიტზე

    თანადგომა უნდა იქნეს გამოხატული! – პაპუაშვილი ირანში კობახიძის ვიზიტზე

    [ირანი] ჩვენი სამეზობლოა, როგორც თავად ტრაგიკული ფაქტი დაღუპვისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი. ასევე, ინაუგურაცია არის მომენტი, როდესაც, განსაკუთრებით ეს თუ სამეზობლოს ეხება, აქაც [უნდა] იქნეს გამოხატული თანადგომა ინაუგურაციის დროს. საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, როგორც ვიცი, იქ იქნებიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი. ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, რომ შესაბამისი თანადგომა გამოვხატოთ ჭირში და გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციაში. საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრა ირანში იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. მას არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც. მთლიანი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რა თქმა უნდა, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიების დროს იყოს ქართველი ხალხი წარმოდგენილი.

    რატომ უნდა იყოს გზავნილი პარტნიორებისთვის? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. ამ რეგიონში არ არის შეერთებული შტატები განთავსებული. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს პრემიერმინისტრს მიელოცა პრეზიდენტად არჩევა და მიეღო მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისევე, როგორც ამას აკეთებენ სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები და იქ წარმოდგენილი თურქეთიც.

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით.

  • “მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება” – 112-ის გაფრთხილება

    მინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე 112 მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ა აფრთხილებს.

    შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 31 ივლისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

    “მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- წერს 112.

  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავა, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორი

    შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავა, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია.

    „სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული მ.გ., 2005 წელს დაბადებული გ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ.,

    1996 წელს დაბადებული გ.კ., 2004 წელს დაბადებული ბ.ს., 2005 წელს დაბადებული გ.ო. და წარსულში ნასამართლევი პირები: 2001 წელს დაბადებული მ.გ., 2003 წელს დაბადებული ა.ს., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ე.ტ., 1998 წელს დაბადებული დ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.პ., 1998 წელს დაბადებული კ.მ.,

    1995 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული მ.მ. და 2005 წელს დაბადებული ო.ა.

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ჩ.ი., 1981 წელს დაბადებული ვ.ო., 2002 წელს დაბადებული თ.მ., 1985 წელს დაბადებული ი.კ., 1979 წელს დაბადებული ლ.შ., 1999 წელს დაბადებული ლ.ა., 1958 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული პ.ჩ.

    ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული კ.მ., წარსულში ნასამართლევი 1994 წელს დაბადებული ღ.ა., 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.დ.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა – აქუბარდია

    “დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა” – განაცხადა ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ .

    ქართულმა ოცნებამ მიუხედავად საკუთარი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, მიიღო რუსული კანონი. ჩვენ შედეგად ვნახეთ თუ როგორ დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მიუხლი, რამდენადაც ქართულმა ოცნებამ NATO-სა და ევროკავშირის კარები თავად გამოაჯახუნა.

    ჩვენ ვნახეთ ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, როდესაც აშშ-მ გააუქმა მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება და ევროკავშირმა 30 მილიონი ევრო გაყინა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მე დღემდე არ მიმიღია პასუხი თავდაცვის მინისტრისგან ამასთან დაკავშირებით.

    დღეს მინდა გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ჩემს კითხვაზე დანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა, დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან ერთად, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღისწესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის”. – თქვა აქუბარდიამ.

  • როდის მოხდება მოლაპარაკებების გახსნა, ტექნიკური დეტალია და მეტი არაფერი – კობახიძე EU-ზე

    როდის მოხდება მოლაპარაკებების გახსნა, ტექნიკური დეტალია და მეტი არაფერი – კობახიძე EU-ზე

    რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას – ვფიქრობ, მაქსიმუმ მომავალ წელს ეს ამოცანაც შესრულდება. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუნდაც იყოს ორ წელიწადში თუ ერთ წელიწადში, თუ როცა იქნება. საბოლოო ჯამში, თქვენ იცით, რომ ჩვენი სამიზნე არის მაინც 2030 წელი. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, მანამდე, როდის მოხდება მოლაპარაკებების გახსნა ეს არის ტექნიკური დეტალი და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ეს დეტალიც მნიშვნელობის მატარებელი.

    შეიძლება წლის ბოლოსაც მოხდეს [მოლაპარაკებების გახსნა]. გააჩნია, კონტექსტი როგორ იქნება წლის ბოლოსთვის.

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას.