Category: ახალი ამბები

  • თეონა აქუბარდია და გიორგი ვაშაძე მზად არიან, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებს თავდებში ჩაუდგნენ

    ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია და “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე  აცხადებენ, რომ მზად არიან ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის ინიციატივას შეუერთდნენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 ახალგაზრდას თავდებში ჩაუდგნენ.

    “იქამდე, სანამ სექტემბერი მოვა, ქართული ოცნება სამაგალითო/სანიმუშო დასჯაზე გადავიდა იმისთვის, რომ ხალხი კიდევ უფრო დააშინონ და ახალგაზრდა ადამიანებს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, გრძელვადიანად საპატიმროში უშვებენ […] მე არ ვფიქრობ, რომ თავდებობა ამას უშველის, მაგრამ, ბუნებრივია, თუ შესაძლებლობა და საჭიროება იქნება, რომ ეს ხალხი მეც დავიცვა, ამისთვის მზად ვარ”. – განაცხადა აქუბარდიამ.

    განცხადება გააკეთა გიორგი ვაშაძემაც.:

    “ანა ნაცვლიშვილისგან ამ ინიციატივას მივესალმები. მე მზად ვარ, მას შევუერთდე და ჩათვალეთ, რომ ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არის”. – თქვა ვაშაძემ.

    ანა ნაცვლიშვილმა, შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

  • კალაძემ აღსრულების ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიმართა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე მიმართა.

    შეტანილი სარჩელი 2022 წლის 5 ივლისს, მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, კახა კალაძემ 60 მილიონი “ჩაიდო ჯიბეში” ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

    TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თბილისის მერის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ელიან.  მელაძე აცხადებს, რომ კახა კალაძეს აღნიშნული საქმე იმიტომ გაახსენდა, რომ 27 ივლისს მის დაუდეკლარირებელ ქონებაზე TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავა.

    “ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.
    აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ის მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება – “მამულაშვილის ქეისი”

    რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც “წავაგეთ”. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.

    რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს”, – წერს მელაძე.

  • უკრაინელებმა ყირიმში საკის აეროდრომს დაარტყეს

    უკრაინელებმა გუშინ გვიან  ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ “საკის” დაარტყეს. შესაბამისო ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება.

    “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვერ დაიცვეს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი”, – აცხადებს უკრაინული მხარე.

  • თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, ჩამოვალ, სხვებიც ჩამოვლენ, ეს თქვენი უკანასკნელი ბრძოლაა ქართველებო – პავილიონისი

    “3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშიონ უკვე დავინახე ბელარუსის მსგავსი ტენდენციები. ეს დადასტურდა რუსული კანონით და ბევრი რამით, რასაც მე ვისმენ ქართველი მეგობრებისგან. ასე ჩანს, რომ ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება – დახურავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუწყებს დევნას ყველა პოლიტიკოსს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ეს რუსული კანონი, რათა შემდეგ არჩევნები გადააქციონ ისეთ პროცესად, როგორც ამას ლუკაშენკო აკეთებს ბოლო 30 წელია. ამ დროის დაკარგვით საქართველო კარგავს ევროინტეგრაციის ყველა შანსს, რადგან თქვენ იცით, რომ ვაშინგტონში მიღებულ ნატოს კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის. სამწუხაროა, რომ “ქართულ ოცნებას” იქ არ ჰყავდა არც ერთი მეგობარი, რომელიც ამ კომუნიკეში საქართველოს შეტანას მხარს დაუჭერდა. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც მოლაპარაკებები უკვე იწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო კი ქრება ამ პროცესიდან.

    “ქართული ოცნება” იყენებს კომუნისტურ და ორუელისეულ მეთოდებს, როდესაც სიმართლეს უწოდებს ტყუილს და პირიქით. მე ეს ლიეტუვაშიც მახსოვს. ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთს მხარს უჭერს ჩინეთი. თუ ნატოს კომუნიკეს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს იქაც წერია. თუ “ქართული კოშმარი” არ თვლის ასე, მაშინ ამის ალტერნატივა არის რუსეთის ინტერესების გაზიარება, ლავროვისა და პუტინის აზრების გამეორება, რომ ნატო ომის პარტიაა. მაგრამ ნატო 75 წელია რაც მშვიდობას იცავს და აქ, ჩემს უკან თქვენ ხედავთ ლიეტუვას, რომელმაც კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წყალობით მოიპოვა. სტატისტიკით, ჩვენი ახალგაზრდები ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი მდიდრები და ბედნიერები. ასევე ვართ უსაფრთხოდ და ამას უზრუნველყოფს ნატო და ევროკავშირი.”

    ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

  • ახალგაზრდებო, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით, რადიკალებმა პოზიცია შეცვალეს და უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! – ზარქუა

    ახალგაზრდებო, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით, რადიკალებმა პოზიცია შეცვალეს და უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! – ზარქუა

    “ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. ჩვენ ოპოზიციის ამაზრზენ მოქმედებებს, რაც მათ ახასიათებთ, კარგად ვხედავთ – ჯერ მიტინგებს გვიწყობდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ფრენები გააუქმეთო, მაგრამ დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ?! რა დონეზე უნდა დაეცე, რომ რიტორიკა ასე შეცვალო – ლაკა, მაინტერესებს, აეროპორტში ახალგაზრდები რომ მიიყვანე და არბენინებდი: ფრენები უნდა შეწყდესო, ახლა როგორ არის?! გვარამიამ თქვა, ჩვენ რუს ტურისტებზე პრობლემა არ გვქონიაო – შეიცვალეთ პოზიცია?! სამარცხვინოები ხართ!

    მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იქ იდექით, ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და მართლა გულახდილად გჯეროდათ, რაც გითხრეს – სადა ხართ ბიჭებო? ვინც იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ და შემდეგ ჯარიმებიც გადაიხადეთ, ამ ორგანიზატორებმა ახლა პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ რუსი ტურისტების წინააღმდეგი როდის ვიყავითო – რუსული ფულიც კარგია და დახარჯონო, ფრენებიც კარგია და ჩვენი ექსპორტიც უნდა გავიდესო…

    მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?!

    ეს განცხადება,  პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

  • სოფელ მეტეხთან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

    სოფელ მეტეხთან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

    გორის მუნიციპალიტეტში 2 კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

    33 წლის კაცი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან გაუჩინარდა.

    სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან მიმდინარეობდა.

    მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს მდინარეში იპოვეს.

  • ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

    შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადეს. გავრცელებულ ვიდეოში კამალა ჰარისის ბარაკ და მიშელ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბარი ჩანს, რომელშიც ისინი ვიცეპრეზიდენტს, მხარდაჭერას უცხადებენ.

    “მიშელი და მე შენი მხარდაჭერით მეტად ამაყები ვერ ვიქნებოდით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვო და ოვალურ ოფისში მოხვდე”. – ამბობს ბარაკ ობამა ჰარისთან სატელეფონო საუბრისას.

  • კვალი არ აგვრევია, დათვი შეგვხვდა და ტყეში ამიტომ წამოვედით – სვანეთში ნაპოვნი ახალგაზრდა

    კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც, დაახლოებით, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა და ამის გამო, გადავიფიქრეთ. ამის მერე, ტყეში წამოვედით და 5 დღე ვიარეთ. ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ღამეს კარავში ვათევდით. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო”,

    თქვა სვანეთში ნაპოვნმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, გოგიტა ფარჯიანმა.

    გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ.

  • ორივე საღსალამათია, მხიარულად ესაუბრნენ ტელეფონით – დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი

    სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. ინფორმაციას ახლობელი, ანა წერედიანი ავრცელებს.

    ამ დროისთვის, ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მათ თავად შეძლეს ტყიდან გამოსვლა.

    ახალგაზრდების ახლობელი რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ “ორივე იპოვეს, ორივე კარგად არის, ორივე საღსალამათია… ძალიან მხიარულად და ძალიან კარგად ესაუბრნენ ტელეფონით”.

  • რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი მისი პირველი მტერი – მეუფე იაკობი

    რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი მისი პირველი მტერი – მეუფე იაკობი

    ”რომ ვხედავდე, ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი პირველი მტერი ხელისუფლების. სახარებასაც თუ ვნახავთ, უფალი ამბობს, რომ უფალო, უფალო, ვინც მეუბნება, იმას კი არ სწამსო. ესენიც რუსეთს იმიტომ იძახიან, რომ თავიანთი რუსობა დამალონ. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს ამერიკული და ევროპული ფულით, ფაქტობრივად, რუსეთი თავის საქმეს აკეთებს.

    ვინ მოიგო იმით, რაც თბილისში ხდებოდა? მოიგო ისევ და ისევ რუსეთმა, მოიგო ბრჭყალებში ევროპამ, მოიგო ბრჭყალებში ამერიკამ. რუსეთს მოაგებინეს ისე, რომ ფულის ჩადებაც არ უხდება”.

    თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა IMEDI Live-ის ეთერში.