Category: ახალი ამბები

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, პირველ აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, ავთანდილის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, ფატმანის, თინათინის, დავარის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ფარნავაზ მეფის, ერედვის, ოთხი ათასი მესხის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, ავთანდილის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, ფატმანის, თინათინის, დავარის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ფარნავაზ მეფის, ერედვის, ოთხი ათასი მესხის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, დავით თავხელიძის, შეშელიძის, ხევძმარის, ქერჩის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოიძის, გამცემლიძის, ჩხეიძის, მჭედლიშვილის და დოქის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ონიანის, ბოჭორმის, დოლაბაურის, პატარძეულის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, მუხათის, ცურტაველის და მერჩულეს ქუჩების მოსახლეობას.

  • თბილისის ზღვის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

    თბილისის ზღვის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახს წაეკიდა.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან.

  • არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია – ბლინკენი „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაზე

    „ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით ან მონაწილეობა არ მიგვიღია. სპეკულირება ძალიან რთულია“,

    ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

  • მოვალეობაა შურისძიება მისი სისხლის სანაცვლოდ! – აიათოლა ხამენეი ისრაელს დასჯით ემუქრება

    ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიკვდილის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს “სასჯელით” ემუქრება.

    “ამ ქმედებით, კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარი მკაცრი სასჯელის საფუძველი მოიმზადა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა შურისძიება მისი სისხლის სანაცვლოდ, რადგან ის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწამა.” – ნათქვამია ხამენეის განცხადებაში ჰანიას სიკვდილთან დაკავშირებით.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

    ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

  • ეჭვი მაქვს, პრემიერთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები, თეირანი იყო შეხვედრის შესაძლებლობა – სამადაშვილი

    ეჭვი მაქვს, პრემიერთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები, თეირანი იყო შეხვედრის შესაძლებლობა – სამადაშვილი

    სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან, ცხადია, ხაზზე არიან რუსები პირდაპირ. მსგავსი ღონისძიებები არის კარგი შესაძლებლობა, ალბათ, რომ მაღალ დონეზე შეხვდნენ კობახიძეს და დაარიგონ, შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად.

    მე არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკონტაქტება რუსეთი. ვფიქრობ, რომ კობახიძესთან მათ პირდაპირ ხაზი აქვთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ კობახიძე შანს არ უშვებს ხელიდან, იყოს იქ, სადაც შეიძლება შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც, ალბათ, პირადად უტარებენ კონსტრუქტაჟს მას, რა უნდა გააკეთოს. თეირანიც ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა კობახიძისთვის.

    თქვა პარტია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა.

  • ღირსებით, ორ ფეხზე დგომა კობახიძისთვის ჰამასის გვერდზე დგომას ნიშნავს – თეონა აქუბარდია

    ირანში, სადაც ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ამ ვითარებაში ეს იმის კიდევ ერთი მაჩვენებელია, თუ როგორ დაუმეგობრდა ავტორიტარულ ქვეყნებს ქართული ოცნება და როგორ უჭერს მხარს რუსეთის მოკავშირეებს, იმის მიუხედავად, რომ ირანული დრონებით უკრაინაში, საერთო მტერთან ბრძოლაში უამრავი ადამიანი იღუპება. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია საგარეო პოლიტიკის იმ შემოტრიალების, რომელიც საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. ასევე, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ღირსებით, ორ ფეხზე დგომა ირაკლი კობახიძისთვის სწორედ ჰამასის გვერდზე დგომას ნიშნავს.

    ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

  • საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას – ლომჯარია კობახიძეს

    ”საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას” – ასე პასუხობს, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას. კობახიძემ ირანში ახალი  პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელსაც ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა, მის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ “პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა”.

    “ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: – “კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო”. საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ. სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას.

    მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს.”-აცხადებს ლომჯარია.

  • ეს არის არა “მეგობარი აქტი”, არამედ “დაუძინებელი მეგობარი აქტი”, ასე უნდა ერქვას – კობახიძე

    ეს არის არა “მეგობარი აქტი”, არამედ “დაუძინებელი მეგობარი აქტი”, ასე უნდა ერქვას – კობახიძე

    “რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა…. თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა “მეგობარი აქტი”, არამედ ეს არის “დაუძინებელი მეგობარი აქტი”. ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს, პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს.  არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა “მეგობარი აქტი” და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას”,

    აცხადებს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება

    ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება

    ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს ატარებენ.

    GWP-ს ინფორმაციით, გადაერთებითი სამუშაოებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 31 ივლისს, 11:00 საათიდან 1-ლი აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    ვაკის რაიონში – წყნეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის გამზირს, კაკლებისა და ბაგების დასახლებებს, ბაგების საერთო საცხოვრებლს, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, საკანდელიძის, ს. დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და უჩანეიშვილის ქუჩებს.

    “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ჰამასმა განაცხადა, რომ თეირანში მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს

    პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

    „ძმა, ლიდერი,  მოჯაჰიდი ისმაილ ჰანიე, დაიღუპა სიონისტების თავდასხმის დროს მის შტაბ-ბინაზე თეირანში, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში“, – ციტირებენ მსოფლიო სააგენტოები ჰამასის განცხადებას.

    ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც  ჰამასის ლიდერი დაიღუპა.

    ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა.

    კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველი.

    ისრაელის ხელისუფლებას და სამხედროებს ჰანიას გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ.

    ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე მოკლეს პირდაპირი რაკეტის დარტყმის შედეგად, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.

    პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მკაცრად დაგმო ჰანიეს მკვლელობა.

    სხვადასხვა პალესტინის ორგანიზაციამ მხარდამჭერებს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდა.

    როგორც BBC-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი იოლანდა კნელი აღნიშნავს, ჰამასის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ჰანიაზე დარტყმა ნიშნავს რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას და “დაუსჯელი არ დარჩება”.

    „ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ეს ღაზაში ომის მიმდინარეობაზე, მაგრამ ისმაილ ჰანიე კურირებდა მოლაპარაკებებს ცეცხლის ახალი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად მისი მკაცრი რიტორიკისა, ანალიტიკოსები მას ზოგადად პრაგმატისტად თვლიდნენ – მუჰამედ დეიფთან და იაჰია სინვართან შედარებით. ეს ორი ლიდერი სისასტიკით გამოირჩევა და ითვლება, რომ სწორედ მათი ორგანიზებულია შარშანდელი შოკისმომგვრელი თავდასხმა ისრაელზე“ – წერს ბიბისის კორესპონდენტი.

    გუშინ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ისმაილ ჰანიე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ესწრებოდა. გავრცელებულ ფოტოში ისინი ერთად არიან აღბეჭდილი.  საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე (მარცხნიდან მეოთხე), პრემიერი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერი და სხვა ლიდერები.