რუსეთში, ვოლგოგრადის რეგიონში “კამაზის ” მარკის სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა და რელსებიდან გადააგდო.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი. სულ მცირე 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ჰოსპიტალიზირებულია, 140-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო

მატარებელში 812 მგზავრი იმყოფებოდა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.